რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) 2013 წლის საუკეთესო მორაგბედ ახალი ზელანდიის მარბიელი კირან რიდი დაასახელა
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) 2013 წლის საუკეთესო მორაგბედ ახალი ზელანდიის და ზე რაგბის კლუბ "კრუზეიდერსის" მარბიელი კირან რიდი დაასახელა.

28 წლის მორაგბის დებიუტი "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 2008 წლის 8 ნოემბერს შედგა.

რიდმა ხუთი წლის განმავლობაში 61 კეპი მოიხვეჭა ეროვნულ გუნდში და 15 ლელოც გაიტანა (75 ქულა).

მსოფლიოს რაგბის ისტორიაში იგი გახდა მესამე ახალზელანდიელი, რომელმაც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო. მანამდე ეს შეძლეს რიჩი მაქოამ და დენ კარტერმა.

წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულზე ასევე წარდგენილნი იყვნენ ებენ ეტზებეთი (სამხრეთი აფრიკა), სერჯო პარისე (იტალია) და ბენ სმიტი (ახალი ზელანდია).

ამავდროულად, ახალი ზელანდიის ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა, ხოლო მათი მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი ზედიზედ მეორე სეზონია, არავის უთმობს წლის საუკეთესო დამრიგებლის ტიტულს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "ოლ ბლექსმა" 14 მატჩი გამართა და ყველა მათგანში იმარჯვა.

წლის საუკეთესო მორაგბეები

2001 წელი - ქის ვუდი (ირლანდია)

2002 წელი - ფაბიან გალტიე (საფრანგეთი)

2003 წელი - ჯონი ვილკინსონი (ინგლისი)

2004 წელი - სხალკ ბურხერი (სამხრეთი აფრიკა)

2005 წელი - დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

2006 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)

2007 წელი - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთი აფრიკა)

2008 წელი - შეინ ვილიამსი (უელსი)

2009 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)

2010 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)

2011 წელი - ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)

2012 წელი - დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

2013 წელი - კირან რიდი (ახალი ზელანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა