შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მესამე მატჩი ჩაატარა, საიდანაც მეორე მოიგო
"შსს-აკადემიამ" პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მესამე მატჩი ჩაატარა, საიდანაც მეორე მოიგო. აკადემიელებმა "რუსთავს" მოუგეს, "სოხუმთან" ბოლო წუთბამდე იგებდნენ და დამარცხდნენ, დღეს კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ბათუმს" სძლიეს - 75:72

ბათუმელებს ამ მატჩამდე 5 მოგება და 2 მარცხი ჰქონდათ და "შსს-აკადემიასთან" ფავორიტადაც ითვლებოდა. აჭარული გუნდი ბოლო წუთებამდე იგებდა კიდეც, თუმცა აკადემიელების შეუპოვრობამ თავისი გაიტანა და არჩილ ჟღენტის გუნდს მონდომება დაუფასდა.

ბათუმელები ბოლო მეოთხედამდე წინ იყვნენ - ხან წინ გაიჭრებოდნენ, ხანაც შსს-ელები მიახლოებას ახერხებდნენ. ერთი ის იყო, რომ აკადემიელებიმეტოქეს დამაჯერებლად წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აჭარული გუნდის ყველაზე დიდმა ლიდერობამ 12 ქულა შეადგინა.

"შსს-აკადემიამ" გადამწყვეტი იერიში ბოლო მეოთხედში წამოიწყო. ილია ლონდარიძის, მერაბ ბოქოლიშვილისა და რევაზ როგავას აქტიურობით საფინალო სირენამდე 2.45 წუთით ადრე აკადემიელები პირველად დაწინაურდნენ - 67:65. ამის შემდეგ თამაში ქულ-ქულაში გაგრძელდა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდე.

თამაშზე გავლენა იქონია ბათუმელთა ფორვარდის, ავთანდილ ელიაშვილის დისკვალიფიკაციამ, რომელიც მან თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მიიღო. ამ მომენტისთვის ანგარიში თანაბარი იყო და ჯერემი სეფოლდს საჯარიმო სროლები უნდა შეესრულებინა.

ელიაშვილს შელაპარაკება და ინციდენტი მოუვიდა შსს-ელებთან, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. შსს-ელმა მერაბ ბოქოლიშვილმა ორივე სროლა ჩააგდო, შემდეგ გარღვევაც ზუსტად დააგვირგვინა და დასრულებამდე 40 წამით ადრე აკადემიელები 73:71 დაწინაურდნენ.

უმნიშვნელოვანესი შეტევა გააცუდა ბათუმელთა კანადელმა გამთამაშებელმა ჯუნიორ ქადუგანმა, რაც შსს-ელებისთვის იმხელა ფორა იყო, რომ ისინი გამარჯვებამდე მისულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გამთანაბრებელი სამქულიანი გააცუდა ლაშა კეშელავამ.

"შსს-აკადემიას" 26 ქულითა და 9 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა, ხოლო ბოქოლიშვილის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან ტრადიციულად 3 ლეგიონერი გამოირჩა - სეფოლდმა 20 ქულა მოინაგრა, ქადუგანმა - 18, ხოლო ჯექსონის ანგარიშე ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

14.12.13, 11:45

შსს აკადემია-ბათუმი-რსუ 75:72

შსს აკადემია 24 16 16 19

ბათუმი-რსუ 32 16 12 12

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 3 თამაში ჩაატარა, აქედან 2 მოვიგეთ და სოხუმთან ძალიან ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. არის რამდენიმე ადამიანი, რომელბიც დადიან და ლაპარაკობენ, რომ გუნდში მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, ისინი ცდილობენ გუნდში სიტუაცია არიონ. მინდა მივუსამძიმრო მათ დღევანდელი გამარჯვება.

რაც შეეხება თამაშს, დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ბიჭებს, ბოლომდე დაიხარჯნენ. როცა გუნდი იგებს , ეს მოთამაშეების დამსახურებაა, წაგება კი - მწვრთნელის. თავიდან გაგვიჭრდა თამაში, თუმცა შემდეგ ზონურმა დაცვამ გაამართლა. მადლობას ვეტყვი ბიჭებს და მივულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას".

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ აჩიკოს გამარჯვებას და ვიზიარებ მის პრობლემებს, როგორც მწვრთნელი. არავის საქმეში არ ვერევი, თუმცა კალათბურთის ამბებს ისინი არ უნდა წყვეტდნენ, ვისაც კალათბურთთან შეხება არ აქვს. რაც შეეხება თამაშს, ეს მარცხი ჩემი ბრალია".

რევაზ როგავა ("შსს აკადემია): "პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა. მთელი თამაში უკან ვიყავით, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს და ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშის მოსაგებად. მადლობა ჩვენს მწვრთნელებს და ბიჭებს, რომლებმაც დღეს მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 თამაში კარგად ჩავატარეთ, ორში გავიმარჯვეთ, "სოხუმის" წინააღმდეგ კი არ გაგვიმართლა, არადა მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, რომ დღითიდღე ვპროგრესირებთ და შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება".

ნიკა რამიშვილი ("ბათუმი"): "მართლაც ემოციური და დაძაბული თამაში იყო, როგორც მოველოდით. ეს წაგება ჩვენი ბრალია, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, უპირატესობა გვქონდა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. იყო რაღაც დაძაბულობები და შედეგზე ამანაც იქონია გავლენა".

წყარო: superleague.ge

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში
სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს
სუპერლიგა. I ტური: "მაქაბი" "შსს აკადემიას" გაუძალიანდა
"შსს-აკადემიამ" "დინამოს" პირველი მარცხი აგემა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში