საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი სპორტის სასახლეში მაკაბი -შსს აკადემიის მატჩით დაიწყო
საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი სპორტის სასახლეში მაკაბი -შსს აკადემიის მატჩით დაიწყო.

სუპერლიგის 2013-14 წლებში სეზონის პირველივე მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

უმაღლეს ლიგაში 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა "მაკაბიმ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხა.

წინა სეზონისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს.

შსს-ელებმა რამდენიმე დღის წინ დავით უგრეხელიძე დაიმატეს, რომელმაც დღევანდელ მატჩში ღირსეულად შეცვალა აკადემიელთა ტრავმირებული ცენტრი ილია ლონდარიძე.

პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 18:10 მოიგეს, რის შემდეგაც "მაკაბიმ" თამაში გამოასწორა და ჩამორჩენას მეთოდურად ამცირებმა. გიორგი ფერიაშვილმა და ლევან რევაზაშვილმა შედეგიანი თამაშით მაკაბელებს ბოლო წუთებზე მატჩის მოგების შანსი უბოძეს. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა - აკადემიელებმა კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს - 87:83.

გამარჯვებულებს 22 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, მისმა თანაგუნდელმა მერაბ ბოქოლიშვილმა კი 20 ქულა და 6 პასი მიითვალა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 9 პასი დაგროვდა. მაკაბელთა რიგებში 27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო გიორგი ფერიაშვილი იყო, ლევან რევაზაშვილმა კი თავის გუნდს 22 ქულა შესძინა.

მაკაბი - შსს აკადემია 83:87

მაკაბი 10 26 30 17 83

შსს აკადემია 18 24 28 17 87

მსაჯები: დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი: თენგიზ ქიქოძე

წყარო: superleague.ge

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში
სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა
"შსს-აკადემიამ" პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
სუპერლიგა. VI ტური: "სოხუმმა" "ქუთაისის" რეკორდი გააუმჯობესა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
ᓡᓣ
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
შსს აკადემია-მაქაბის შეხვედრა სპორტის სასახლეში ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო
სუპერლიგა 2013/14: რეკორდთცვენა ვაკეში
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მაქაბი" დაამარცხა
"შსს-აკადემიამ" "დინამოს" პირველი მარცხი აგემა