საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა დაასრულა შეკრება იაპონიაში და სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა დაასრულა შეკრება იაპონიაში და სამშობლოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა ტოკიოში ჯერ ძიგორო კანოს მემორიალში იჭიდავეს, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მერე კი იქვე ერთობლივი შეკრებებიც გაიარეს.

ამით ნაკრებმა წლევანდელი სეზონი დაასრულა, თუმცა შესვენების გარეშე უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას - 16 დეკემბერს უკვე განაახლა ვარჯიში დიღომში, ძიუდოს აკადემიაში.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია ტოკიოში შეკრებითა თუ ტურნირით.

"შეჯიბრებაზე ჩვენი ნაკრების გამოკვეთილ ლიდერებს - ჭრიკიშვილსა და ლიპარტელიანს შეეძლოთ ოქროს მედლის მოპოვება, მაგრამ ჯერ არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. აქედან გამომდინარე, მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხებათ დებიუტანტებსა და დანარჩენებს, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იჭიდავა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს, მაგრამ ტურნირის სიძლიერიდან გამომდინარე, უმედლოდ დარჩნენ.

თუმცა იქ წასვლისას ჩვენი მთავარი მიზანი არა მედლები, არამედ შეკრების გავლა იყო, რათა მომზადებულები შეხვდნენ მომავალ სეზონს.

ყველამ კარგად ივარჯიშა და, იმედია, ეს მომზადება გაისად წაადგებათ. ტურნირის შემდეგ 3 დღე იქვე დავრჩით ერთობლივ შეკრებაზე, მომდევნო 8 დღე კი ტოკიოშივე, კოკუშიკანის ძიუდოს კლუბში ვივარჯიშეთ, სადაც ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით.

იშვიათად, მჩატე წონებიდან დაწყებული, მძიმეებით დამთავრებული, ყველგან თანაბრად ძლიერი სპარინგები იყოს, ამჯერად კი ამის პრობლემა არ გვქონია, ყველა წონა მაქსიმალურად იტვირთებოდა", - გვითხრა უზნაძემ.

წლეულს ჩვენს ნაკრებს რამდენადმე განსხვავებულად მოუწევს საგაისო სეზონისთვის მზადება, რადგან ჩვენმა ტურნირმა იანვრიდან მარტში გადაიწია.

ადრე ისინი სეზონს სწორედ შინაური შეჯიბრებით იწყებდნენ და დეკემბერ-იანვარში აქცენტს იმისთვის მზადებაზე აკეთებდნენ, ახლა კი ცაიტნოტში აღარ არიან და უფრო მშვიდად მოემზადებიან.

ისინი სეზონს 8-9 თებერვალს პარიზის "დიდი მუზარადით" გახსნიან, მანამ კი შეკრებებსაც გაივლიან.

უზნაძეს მოსამზადებელ გეგმაზეც დავეკითხეთ.

"ამჯერად უცხოეთში აღარ მოვემზადებით და მთლიანად საქართველოში გავივლით შეკრებებს.

პირველ მათგანს, სავარაუდოდ, 8 იანვარს დავიწყებთ ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. მერე თბილისში დავბრუნდებით და პარიზის ტურნირისთვის აქ გავივლით, თუმცა ამ შეკრების გამართვის ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან ძიუდოს აკადემიაში რემონტი იგეგმება.

პარიზის ტურნირი გაისად ჩვენი პირველი შეჯიბრებაა, იმის შემდეგ კი ჯერ ავსტრიულ ობერვარტში გამოვალთ ევროპის ღია თასზე, ხოლო მერე დიუსელდორფში ვიჭიდავებთ "დიდ პრიზზე".

ამით საშეჯიბრო ნაწილსაც დავამთავრებთ და 24-27 აპრილს ფრანგულ მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულ მზადებაზე გადავალთ.

ამ გეგმაში შედის 21-23 მარტს თბილისში გასამართი "დიდი პრიზიც", რომელიც საევროპო მზადების გზაზე ბოლო შეჯიბრება იქნება", - გვითხრა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალერი ლიპარტელიანი ტატამიდან ყავარჯნებზე გადავიდა

ავთანდილ ჭრიკიშვილი საკუთარ წონაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
"საბურთალომ" თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო
თბილისის "დინამო" ანტალიაში შეკრებაზე გაემგზავრა
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეები შეკრებაზე ცნობილია
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ბოლნისის "სიონი" მზადებას 15 იანვრიდან განაახლებს
Sportall.ge-ს მკითხველებმა 2013 წლის ნაკრებად "ბორჯღალოსნები" აღიარეს
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
ძიუდოისტთა ნაკრებს შეკრებაზე უშანგი მარგიანი და ლევან მატიაშვილი დააკლდნენ
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?