ვინსენტ ენიეამას კართან პარიზში ჩამოცხება
პირველი წრის ბოლო ტურის მატჩებით საფრანგეთის ჩემპიონატი ახალ წლამდე, კერძოდ კი, 10 იანვრამდე დაგვემშვიდობება. ლიგა 1-ის მე-19 ტურში თითქმის ყველა შეხვედრას სერიოზული სატურნირო დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ცხადია, პსჟ-ისა და "ლილის" დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ

დასაწყის-დასასრული

წლის დახურვაც ასე უნდა... ტურის ცენტრალური და ბოლო შეხვედრა ფეხბურთის გულშემატკივრებს ტკბილ ლუკმად და ჩაროზად მოგვრჩება. "პარკ დე პრენსზე" რენე ჟირარის "ლილი" პსჟ-ს შეეჭიდება და აბა, აქ ვნახოთ, რეალურად ვის რა შეუძლია.

ჟირარი "მონპელიეში" ყოფნისას ერთხელ უკვე მოგვევლინა დავითის როლში და მოიგო გოლიათთან ბრძოლა. თუ მას ახლაც იგივეს გაკეთება უნდა, რაც წარმოუდგენლად ძნელი იქნება, პარიზელებთან ეს თამაში, სულ მინიმუმ, არ უნდა წააგოს და თავისი "ლილი" ლიდერის სიახლოვეს დატოვოს. რამდენიც უნდა ვისაუბროთ ლილელებზე, ფაქტია, წყვილში ფავორიტი ლორან ბლანის შეგირდები არიან და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 2013 წელი პოზიტიურად დაასრულონ.

ასეა თუ ისე, "მონაკომ" თავის მატჩში აუცილებლად უნდა იმარჯვოს, რადგან კლაუდიო რანიერის გუნდი ყველა ვარიანტში მოგებული რჩება - თუ პსჟ თავის შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს, "მონაკო" "ლილთან" გაზრდის სხვაობას. თუ დედაქალაქში მატჩი ფრედ დასრულდება, მონტეკარლოელები პსჟ-ს ქულებით გაუთანაბრდებიან; ხოლო თუ ლილელები მოიგებენ, რანიერის კლუბი სულაც პირველ ადგილზე შეხვდება ახალ წელს.

აქედან გამომდინარე, "ლუი მეორის" ბინადრებს აუტსაიდერ "ვალანსიენთან" მოგების ორმაგი აუცილებლობა აქვთ. ბარემ გეტყვით იმასაც, რომ ამ ტურისა არ იყოს, ფრანგული ფეხბურთი ახალ წელსაც "მონაკოთი" დაგვიბრუნდება, კერძოდ, 10 იანვარს მე-20 ტურს - "მონპელიე"-"მონაკო" გახსნის.

ჰო, კიდევ ის, რომ რადამელ ფალკაომ გუნდთან ერთად ივარჯიშა და საფეხბურთო სამყარო ინტერესით კვდება, ითამაშებს თუ არა ამჯერად იგი. კოლუმბიელის შესაძლო წასვლაზე ჭორები იმანაც გაამყარა, რომ "მონაკომ" "ლიონს" ანტონი მარტიალის თხოვებაზე უარი უთხრა, არადა, ადრე რანიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იყო.

"სხვა ფრანგული კლუბისგან ვიცოდი, რომ "მონაკო" მარტიალის განათხოვრებაზე ფიქრობდა. შესაბამისად, გუნდის ვიცე-პრეზიდენტს, ვადიმ ვასილიევს დავურეკე. მან მითხრა, რომ თუ ამ ტრანსფერის შანსი იქნება, აუცილებლად დამიკავშირდება, მაგრამ ამჟამად რანიერის მარტიალის გაშვება არ უნდაო" - განაცხადა "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ.

შუალედში

კვირადღეს ერთმანეთზე უკეთესი მატჩებია. "ველოდრომზე" "მარსელი" ფორმაში შესულ "ბორდოს" მასპინძლობს. მარსელელები შეეცდებიან, ჟირონდელებს კარგი სერია გაუფუჭონ და მე-4 ადგილიდან ჩამოაგდონ.

მით უმეტეს, დროებითი მწვრთნელი ჟოზე ანიგო როლში შევიდა და მისი ბოლო განცხადების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, პოსტზე სეზონის ბოლომდეც დარჩეს. თავის მხრივ, ამან იმის ეჭვი გააღრმავა, რომ ზაფხულში გუნდს ანდრე ვილაშ ბოაში ჩაიბარებს. იქამდე პორტუგალიელი დასვენებას აპირებსო.

"მე პრეზიდენტს ვესაუბრე და ახალი მწვრთნელის მოძებნას გარკვეული დრო დასჭირდება. შესაძლოა - 5-6 თვეც. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს დავეხმარო. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა" - თქვა ანიგომ.

ძალიან საინტერესო იქნება "ლიონის" სტუმრობა მიჯრით 5 მატჩის მომგებ და მე-8 ადგილამდე ასულ "ლორიანთანაც". თავის მხრივ, რემი გარდის გუნდიც ბევრად უკეთ გამოიყურება ბოლო პერიოდში და კარგ თამაშს უნდა ველოდოთ.

შაბათს რაც შეეხება, უმნიშვნელო და უინტრიგო შეხვედრას აქაც ძნელად თუ იპოვი კაცი. უპირველეს ყოვლისა, "სენტ ეტიენი"-"ნანტის" დაპირისპირებაზე უნდა ვთქვათ ორი სიტყვა. ეს გუნდები ერთმანეთს ხუთეულში ადგილს ეცილებიან და კონკურენტიც ბევრი ჰყავთ. ამიტომ შეხვედრა უაღრესად პრინციპულია.

"იადონებმა" თასზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რათა ამ მატჩისთვის დასვენებულები ყოფილიყვნენ და "ჟოფრუა გიშარიდან" მინიმუმ ქულის, გულის სიღრმეში კი მთელი სამი ქულის წამოღების ეიმედებათ. იმედი ბოლოს კვდებაო, ვამბობთ ხოლმე, მაგრამ მათ ადგილას დიდი იმედიც არ მექნებოდა, თასზე პსჟ-სთან მტკივნეული მარცხით გამწარებული "მწვანეები" თავს არ დაზოგავენ და თავიანთ გულისწყრომას მთლიანად ნანტელებზე გადაიტანენ.

გამორჩევის ღირსია ათეულის მიჯნაზე მყოფი გუნდების: "გენგამისა" და "ტულუზის" შეხვედრაც. წყვილში გამარჯვებულმა შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე ადგილით ზევით აინაცვლოს. მასპინძლებმა საბოლოოდ უნდა გაგვცენ პასუხი იმაზე, შემთხვევითი და დროებითი იყო თუ არა მათი მშვენიერი სერია.

თუ როგორი ძნელია კორსიკაზე თამაში, როლან კურბისს არ ესწავლება. "მონპელიესი" არ იყოს, ის ორგზის ნამუშევარია "აიაჩოშიც", მაგრამ კურბისი გამოცდილების ხარჯზე შეეცდება "ბასტიასთან" ფონს გასვლას და მონპელიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი დაბრუნების გამართლებას. აკი თქვა კიდეც მოსვლისას - ამ წელს დარჩენილი ორი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნებაო და აქედან ერთი უკვე წააგო.

უხეშად თუ ვიტყვით, "სოშოს" ბოლო გაფართხალება აქვს შინ "რენთან", ხოლო "აიაჩოს" - სტუმრად "რეიმსთან". აი, "ნიცა"-"ევიანი" ყველაზე ნაკლებად დამაინტრიგებელი წყვილია. ერთადერთი ის შეიძლება გამოჩნდეს, რომ ნიცელებმა კრიზისი დაძლიეს, თუ, რასაკვირველია, საკუთარ "ალიანს რივიერაზე" მოიგებენ ან სულ მცირე, არ წააგებენ მაინც.

XIX ტური

20 დეკემბერი

მონაკო-ვალანსიენი 1:2

21 დეკემბერი

სტ. ეტიენი-ნანტი 20:00

ბასტია-მონპელიე 23:00

ნიცა-ევიანი 23:00

რეიმსი-აიაჩო 23:00

სოშო-რენი 23:00

ტულუზი-გენგამი 23:00

22 დეკემბერი

მარსელი-ბორდო 17:00

ლორიანი-ლიონი 20:00

პსჟ-ლილი 00:00

ბომბარდირები: 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ᓡᓐ
საფრანგეთის თასი. 1/16-ფინალი: ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს
საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: ვის არ ეამა ენიეამა?
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
სამწვრთნელო საქმე: ბოლო 3 თვეში 13 მწვრთნელი მოიხსნა
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური: ენიეამას მშრალი კანონი
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ფრანგი მწვრთნელი: აზარი ორთქმავალი კი არა მატარებლის ბოლო ვაგონია
საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური: ლიდერებმა ადვილად იმარჯვეს [VIDEO]
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტურის წინ: პარიზელებმა ისევ მოიგეს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
"ჩელსის" სამი არჩევანი - ბლანი, სარი და ახლა უკვე ზიდანიც?
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ᕡᜐᓤᕠᜐ
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
პრემიერლიგის აუტსაიდერის ბოლო ცდა
ქართველი "ნიუკასლში" ახალ სიოს მოიტანდაო... თემურ ქეცბაიამ აპოელ-ი იუარა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტურის წინ: ჯოჯოხეთური წყვილი
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტურის წინ: გამარჯვება ან არაფერი
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
ლიგა 1. სეზონის I ნაწილის შეჯამება: იბრა, პსჟ და სხვები
ᓡ