რა მოხდა სფფ-ში, უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე
2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქვეყნისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში უკვე გაწერილია, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი კლუბები თუ საფეხბურთო სტრუქტურები რა სახსრებს მიიღებენ. ჯერჯერობით საიმედო სურათი არ ჩანს, რადგან კლუბებს მოსალოდნელზე ბევრად ნაკლებ დაფინანსებას შეჰპირდნენ.

სწორედ ამიტომ დეკემბრის მიწურულს მათ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვეს. ამ თემის გარშემო უკვე სამი თათბირი გაიმართა. თუკი დასაწყისში მედიამ და საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოავლინეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის პარასკევს გამართული მოლაპარაკება თითქოს უყურადღებოდ დარჩა...

ლანჩხუთის "გურიას" სპორტულმა დირექტორმა თემურ ალექსაიამ მიმდინარე პროცესებზე საინტერესო ამბები გაგვიმხილა:

- წინა შეხვედრები კარგად გაშუქდა. ამჯერად ჩვენი შეკრება მედიისთვის დახურული იყო და საზოგადოებამ მომხდარზე ინფორმაცია ვერ მიიღო. არადა, ჩემი აზრით, იქ ძალზე საყურადღებო მოვლენები მოხდა.

- მართალია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან კამათი მოგივიდათ?

- მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ, მეორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შევხვდით. იმ შეხვედრიდან და, საერთოდ, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რასაც ყველა ხვდება, მაგრამ არავინ ლაპარაკობს - სანამ ზვიად სიჭინავა იქნება, მანამ სახელმწიფო ფეხბურთს არ დააფინანსებს.

- უცნაურია... ამაში დარწმუნებული ბრძანდებით?

- ვრწმუნდები, რომ ასეა. იმიტომ, რომ სიჭინავა ძველ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და, უბრალოდ, არ ენდობიან. სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვი ყიფიანთან შეხვედრისას - ბატონო ლევან, თუ სიჭინავას გამო ფეხბურთს არ აფინანსებთ, მაშინ ჩავატაროთ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ-მეთქი.

სიჭინავას პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ თუ ყველაფერი მართლა მის გამო ხდება, მართლაც აჯობებს, ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი სხვა პიროვნება იყოს.

- სახელმწიფოს ფეხბურთის ბედი თუ აღელვებს, რატომ უნდა იყოს პრობლემა სიჭინავას პრეზიდენტობა?

- მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შემდეგ სწორედ ასეთი აზრი გამიჩნდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი წინადადებით არ დასრულებულა. პარასკევის შეხვედრაზე "ზესტაფონის" წარმომადგენელმა მიხეილ ხუციშვილმა თქვა, რომ ილია კოკაიასგან მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა. დავინტერესდით, რა გზავნილზე იყო ლაპარაკი.

კოკაია, თურმე, სიჭინავას მიმართავს - თუ თქვენ გამო სახელმწიფო არ გვაფინანსებს, 1-ელ იანვრამდე 5 მილიონ ლარს თანაბრად ჩავურიცხავ უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს და შენ კი გადადექიო. სიჭინავამ იქვე უპასუხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ სამწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში ქართული ფეხბურთის დასაფინანსებლად გამზადებული 100 მილიონი ლარი დაიდებაო.

ცუდი აზრი მართლაც არ არის, მაგრამ თავადაც იცის, რომ ეს არარეალურია. საერთოდ, ყველამ იცის, რომ სანამ სიჭინავა არ წავა, მანამდე სახელმწიფო ფეხბურთში ფულს არ დააბანდებს და ვართ ასე გაჭედილები. წარმოდგენა არ გვაქვს, რა ელის ჩემპიონატს.

- გამოსავალს თუ ხედავთ?

- მიჭირს ამაზე ლაპარაკი. თავად სიჭინავამ თქვა, რომ ჩემპიონატისთვის გათვლილ მილიონ ლარს ერთ ამდენს დაამატებს და თუ სახელმწიფოც გაიღებს თანხებს, კიდევ უკეთესიო, მაგრამ ეს არ მოხდება.

ყიფიანს ფედერაციის პრეზიდენტი, რევაზ არველაძე და გია ფირცხალავა შეხვდნენ. ყიფიანმა თქვა - თუ გინდათ, ჩემპიონატზე გადაანაწილეთ ფედერაციისთვის გამოყოფილი 7 მილიონიო. არადა, ეს თანხა ნაკრებებზეა გამოყოფილი და ცხადია, რომ ჩემპიონატს ვერ მოხმარდება. ანუ სიჭინავას გასაგებად ეუბნებიან, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში სამინისტრო არ ჩაერევა, თუმცა მას არ დაეხმარებიან. და ეს იმ დროს, როცა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა მოიპოვა ყიფიანის ახალმა პროექტმა სპორტსმენთა ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ეს ინიციატივა 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში.

ფულადი პრიზები დაწესდა სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში. პროექტის მთავარი მიზანი პროფესიონალ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და სპორტში ჩართულ პირთა წახალისებაა. ამ დროს კი საფეხბურთო კლუბები და ჩემპიონატი ხელიდან გვეცლება. უფრო გასაგებად რაღა უნდა მიგვანიშნონ?

- შევიტყვეთ, რომ კლუბების სახელით თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან აპირებს შეხვედრას. იქნებ დააკონკრეტოთ, ეს ვისი ინიციატივა იყო?

- ფიფია ცნობილი ბიზნესმენია და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ პრემიერს შეხვდეს. მან ამიტომ ითხოვა კლუბებისგან, რომ ღარიბაშვილისთვის ჩვენი სატკივრისა და პრობლემების შესახებ მოეხსენებინა.

- ეს შეხვედრა როდის გაიმართება?

- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. იმედია, პასუხი ორშაბათს გვეცოდინება და შეხვედრაც უახლოეს დღეებში შედგება. ფიფიასგან ეს იმიტომაც არის დასაფასებელი, რომ დღეს თბილისის "დინამოს" არ უჭირს. მაგრამ ფიფია კარგად აცნობიერებს, რომ მხოლოდ ორიოდე შეძლებული კლუბით ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება და საბოლოოდ, ჩვენი უფულობა ცუდად თავად "დინამოს" დაუბრუნდება.

ტრადიციული კლუბია, ევროპაში ღირსეული დაბრუნება სურს, რაშიც ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე ხელს უშლის.

ბოლოს კი ერთს ვიტყვი: ფეხბურთის ფედერაცია ის ორგანიზაცია არ არის, სადაც პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა იყვნენ; თანაც, ის ხალხი, ვისაც ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.

- ვის გულისხმობთ?

- აღარ დავაკონკრეტებ, გამგებმა გაიგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
კუ შენ ნამდვილადაც კუ შენ ხარ 100% იანი აერა ქართველი და შენ გიხარია ქართველების უბედურება
berr
ვაი შენს პატრონს ილო
akhali
კუ2 და ვინ არის საქართველოში ფეხბურთის აზრზე?და თუ უნდა გადადგეს ,დარწმუნებული ხარ,რომ ის უფრო წესიერად წაუძღვება საქმეს?ფეხბურთის ცოდნა და მართვა სხვადასხვაა... როცა ვკითხულობ-რატომ?მაინტერესებს კონკრეტულად პრეტენზიები ჩამოწერილი ფაქტებით და არა ბლა-ბლა...ეს არაა რიტორიკული შეკითხვა.კონკრეტულად ვკითხულობ და ვინც მოდის იმის პროგრამა მაინტერესებს გამყარებული გარანტიებით და არა ზღაპრები...
კუ2
წინა წერილში "ახალი" კითხულობს: რატომ უნდა გადადგეს სიჭინავაო? საოცარია ასეტი სეკითხვის დასმა. ამ "ახალის" მსგავსს წიგნი არ უნდა წააკითხო, თორემ თვითონაც დაიღუპება და სხვასაც დაღუპავს! სიჭინავას თავად აქვს ნათქვამი, რომ ფეხბურთის გაგებაში არაა. მას რომ არ ეთქვა ასე განა თქვენ ვერ ხედავთ, რომ ეს ასეა? კიდევ იმიტომ უნდა გადადგეს, რომ უტვინოა უბრალოდ და ზუსტად რომ ფულების ჭამისა და თქვლეფის მეტი არაფერი იცის! განა მაგიტომ არ გახადეს პრეზიდენტი?
zizu
ალექსაია ქრთამისტი სხვას გადადგომაზე როგორ მოუწოდებს,ეს ის ალექსაიაა რომელიც ბავშვთა ფეხბურთში, თბილისის სპარტაკში გუნდის უფროსი იყო, იქ ხო უამრავი თანხები შეჭამა და ამის გარდა მშობლებისგან იღებდა ფულს და შემადგენლობაში ტამაშს პირდებოდა. თაღლითობის ბრალდებით იჯდა ციხეში ეგ გარეწარი და 6 თვეა რაც გამოუშვეს.
puma
ჭამე ნოდარი, ჭამე ნოდარი!!! დარჩა ეს საცოდავი ფეხბურთი ეს უპატრონოდ ესეთი რამ შეიძლება მარტო აქ მოხდეს , მე ვფირობ დროა ბოლო მოეღოს ამ ავანტურას და ყველა კლუბმა საჯაროდ დააფიქსიროს თავისი აზრი ამ პრობლემებთან დაკავშირებით, აღმასკომი კი რისთვისაა ვერ გავიგეთ, პრესას მეტი აქტივობა გმართებთ, ჩემო მეგობრებო ეს ახალი წლების დღეებიც გავა და გაიგებენ ზოგიერთები რომ თურმე განთავისუფლებულები არიან სამსახურიდან და მერე ნახეთ თქვენ ამბავი და დედის გინება. ასე რომ ფეხბურთი უკან გარბის უკან, ჩიხურა, დინამო და ზესტაფონი აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, დანარჩენები დაელოდებიან ნარჩენებს:)
akhali
სპორტის სამინისტრო ისე განაგებს ამფულს,თითქოს საკუთარი შრომით ნიშოვეს ეს ფული.ხელფასები,პრემიები ალბათ საკმაოდ დაირიგეს.ამ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ყველა სფეროში უნდა გაქინძოს ტვინი?რა ხალხი ხართ-საერთო საქმეზე საერთოდ დაფიქრებულხართ?თუ მხოლოდ პირადი გაღელვებთ?არ შეიძლება გადადოთ ეს პოლიტიკა და ფეხბურთს მიხედოთ? ფეხბურთელებიც სახელმწიფო თანამდების პირები გახლდით.ბიუჯეტიდან ხელფასები.მაგრამ შედეგს როდის დადებთ?ხალხმა უნდა გაჭამოთ და თქვენ მერე ღამის კლუბებში,იქს 5-ში და ნაშებში უნდა იგულავოთ?საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ ხალხის ფულით და მერე გაიქცევით რუსეთ-უკრაინაში და ნაკრებში თამაშზე ჩამოსვლას არ კადრულობთ! ან ეს რა პროგრამაა?აზრი პროგრამის,შინაარსი?ეს კლუბები რატომ არსებობენ?ზრდიან ნაკრების ფეხბურთელს?ან ევროტურნირებზე ღირსეულად გამოდიან?თუ არც ერთ,არც მეორე ფუნქციას არ ასრულებენ,თამაშებს 100-500გულშემატკივარი ესწრება,ტელევიზიას არ აინტერესებს(სერიალებს მეტი რეიტინგი აქვს ალბათ),შესაბამისად არც სპონსორებს აინტერესებთ,მაშინ რა აზრი აქვს მათ არსებობას?
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"ვიტყვით, როგორ განიავდა ფეხბურთისთვის გამოყოფილი სახელმწიფოს 16 მილიონი..."
გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება
ლანჩხუთის "გურიას" ვეტერანების ხმა: გაუღეთ კარი მერაბ ჟორდანიას!
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო