პეტერანსელი ჩამორჩენას ამცირებს
ავტომარათონ დაკარის მეცხრე ეტაპმა ინტრიგა აღადგინა ავტომობილების კლასში. რალი-რეიდის მონაწილეებმა ჩილეში უდაბნო ატაკამას მიაღწიეს და შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ცვლილებები გენერალურ კლასიფიკაციაში.

ავტომობილების კლასში ფრანგი სტეფან პეტერანსელი პედანტურად და მეთოდურად ამცირებს ჩამორჩენას ლიდერ ხოან ნანი რომასთან. მეცხრე ეტაპზე სტეფანი მუდმივად ოდნავ უფრო სწრაფი იყო ესპანელზე და საბოლოოდ, 11 წუთი მოუგო კონკურენტს. შესაბამისად, ცოტა ხნის წინ, საერთო ჩათვლაში რომას სერიოზული უპირატესობისგან მხოლოდ 12 წუთი დარჩა, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც პეტერანსელმა 14 იანვრის ეტაპზე მოიგო.

ჩააგდო ეტაპი კარლოს საინსმა. მეოთხე საშუალედო ფინიშისთვის ესპანელი პეტერანსელის ტემპით მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ მის "ბაგის" პრობლემები შეექმნა და დღის წესრიგში დადგა რალი-რეიდიდან მოხსნის საკითხი. მაგრამ საათნახევრის დაკარგვის შემდეგ საინსმა მოძრაობა გააგრძელა და 30-ე მივიდა ფინიშთან. ეს ჩავარდნა მას გენერალურ კლასიფიკაციაში ორი პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. ახლა საინსი მერვეა საერთო ჩათვლაში.

ბოლო რამდენიმე ეტაპია, მოტოციკლების კლასში პირველ სამ ადგილზე ფავორიტები - კომა, ბარედო ბორტი და დეპრე გადიან. 14 იანვარს კომას პირველობის ჯერი იყო. მართალია, მან მხოლოდ ორი წუთი მოუგო ბარედო ბორტს, მაგრამ ამან საშუალება მისცა, საერთო ჩათვლაში თავისი უპირატესობა 40 წუთამდე აეყვანა. მესამე ადგილზე გასულმა დეპრემ კი 23 წუთამდე შეამცირა ჩამორჩენა მეოთხე ადგილთან და 51 წუთამდე - მესამესთან. ფრანგისთვის საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი რეალური ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს