ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რალი: დრამატული ფინიში ჩილეში

რალი: დრამატული ფინიში ჩილეში

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო
შაბათს ჩილეში დასრულდა ავტომარათონი "დაკარი", რომელიც ავტომობილების კლასში პირველად მოიგო ესპანელმა ხუან ნანი რომამ.

ბოლოსწინა, მე-12 ეტაპზე, "დაკარის" 11-გზის გამარჯვებულმა სტეფან პეტერანსელმა ლიდერობა მოიპოვა, როცა 26 წამით გაასწრო რომას. ამ უკანასკნელს ხელი შეუშალა საბურავის მწყობრიდან გამოსვლამ. ბოლო ეტაპის წინ ფრანგმა გამოაცხადა, რომ მზად იყო, დამორჩილებოდა თავისი გუნდის - X-raid-ის ნებისმიერ ინსტრუქციას და, როგორც ჩანს, ასეთი ინსტრუქციები გაიცა: მე-13 ეტაპზე სტეფანი დიდად თავს არ იკლავდა, ფინიშთან ახლოს კი გაჩერდა და რომასა და ალ-ატიიას დაელოდა. ასე რომ, "მინის" სამმა ეკიპაჟმა ერთდროულად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

საბოლოოდ, რომამ პეტერანსელს ექვსი წუთი მოუგო და კარიერაში პირველად გაიმარჯვა "დაკარზე".

საერთო ჩათვლა

1. ნანი რომა (Mini) - 50:44.58; 2. სტეფან პეტერანსელი (Mini) - +5.38; 3. ნასერ ალ-ატიია (Mini) - +56.52; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1:19.07; 5. ორლანდო ტერანოვა (Mini) - +1:27.44; 6. კშიშტოფ ჰოლოშიცი (Mini) - +3:55.42...

მოტოციკლების კლასში დიდი ხნით ადრე ყველაფერი გარკვეული იყო. ამიტომაც მარკ კომას არსად ეჩქარებოდა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი. ასევე მშვიდად შეინარჩუნა მეორე ადგილი ხორდი ვილადომსმა. მან ეს პოზიცია ბოლოსწინა ეტაპზე მოიპოვა, როცა ხუან ბარედო ბორტმა "ჰონდას" მოტოციკლის კაპრიზების გამო სამ საათზე მეტი დაკარგა.

აქ ერთადერთი ინტრიგა გენერალური კლასიფიკაციის მესამე ადგილისთვის ბრძოლა იყო. შარშანდელმა გამარჯვებულმა სირილ დეპრემ ყველაფერი გააკეთა ოლივიე პენის გასასწრებად, მაგრამ "იამაჰას" ლიდერს სულ ცოტა დააკლდა.

საერთო ჩათვლა

1. მარკ კომა (KTM) - 54:50.53; 2. ხორდი ვილადომსი (KTM) +1:52.27; 3. ოლივიე პენი (Yamaha) +2:00.03; 4. სირილ დეპრე (Yamaha) - +2:05.38; 5. ელდერ როდრიგესი (Honda) - +2:11.09; 6. კუბა პშიგონსკი (KTM) - +2:31.46...

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კვადროციკლების კლასში აუცილებლად იმარჯვებდა ძმები პატრონელებიდან ერთ-ერთი. ამჯერად, ალეხანდრო მარათონში მონაწილეობას არ იღებდა და ოჯახის ღირსებას მარკოსი იცავდა. არგენტინელმა მოიგო მეორე სპეცმონაკვეთი, მაგრამ მესამე დღეს, ავარიაში სასწაულებრივად გადაურჩა ტრავმებს და "დაკარი" დატოვა. ამის შემდეგ ბოლომდე დამაჯერებლად ლიდერობდა Yamaha-ს მეორე წარმომადგენელი იგნასიო კასალე, რომელიც, საბოლოოდ, გამარჯვებული გახდა.

დაძაბული იყო მარათონი სატვირთო ავტომობილების კლასში. შარშანდელი ჩემპიონი, "კამაზის" წევრი ედუარდ ნიკოლაევი, ამჯერად ვერ ჩაერია ბრძოლაში და რუსული გუნდის ლიდერი გახდა ანდრეი კარგინოვი. მისი მთავარი კონკურენტი კი, როგორც ყოველთვის, ჟერარ დე როი იყო Iveco-ს სატვირთოთი. რალის დიდი ნაწილი ჰოლანდიელი ლიდერობდა, მაგრამ კარგინოვი თანდათან ამცირებდა ჩამორჩენას და სამი ეტაპით ადრე პირველ ადგილზე გადავიდა.

ყველაფერი უნდა გაერკვია ფინალურ სპეცმონაკვეთს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგაც გამარჯვებულის ვინაობა უცნობი იყო. დე როიმ გაუსწრო კარგინოვს, თუმცა რუსმა ბევრი დრო დაკარგა იმის გამო, რომ რაღაც მომენტში ტრასა ჩაკეტილი იყო. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მსაჯებმა კარგინოვს დაკარგული დრო აუნაზღაურეს და ამან "კამაზს" გამარჯვება მოუტანა.

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

"რალი-რეიდ დაკარის" დასრულებასთან ერთად, სტარტი აიღო კიდევ ერთმა მარათონმა რალიში - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატმა. ტრადიციულად, სეზონი გახსნა მონტე კარლოს რალიმ და კვლავაც ლეგენდარული სებასტიან ლოების წასვლის შემდეგ კონკურენციის გარეშეა სებასტიან ოჟიე, რომელიც "ფოლკსვაგენის" მანქანით გამოდის. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა წუთზე მეტი მოუგო მეორე ადგილზე გასულ "ფორდის" პილოტ ბრიან ბუფიეს. ეტაპზე მესამე იყო "სიტროენის" წევრი, ინგლისელი კრის მიკი.

მონტე კარლოს რალიზე ბევრმა სახელოვანმა პილოტმა ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო. რბოლა ვერ დაასრულეს: მიკო ჰირვონენმა, დანი სორდომ, ფრანსუა დელეკურმა და მარტინ პროკოპმა. რობერტ კუბიცა და ტიერი ნოივილი კი ვერ გაუმკლავდნენ სამხრეთ საფრანგეთის თოვლიან გზებს და ტრასიდან გადავარდნენ.

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი შვედეთში 5-8 თებერვალს გაიმართება.

I ეტაპი

1. სებასტიან ოჟიე (Volkswagen) - 3:55:14,4; 2. ბრიან ბუფიე (Ford) - +1:18,9; 3. კრის მიკი (Citroen) - +1:54,3; 4. მადს ოსტბერგი (Citroen) - +3:53,9; 5. იარი-მატი ლატვალა (Volkswagen) +6:08,3; 6. ელვინ ევანსი (Ford) - +8:37,4; 7. ანდრეას მიკელსენი (Volkswagen) - +11:42,3; 8. იაროსლავ მელიხარეკი (Ford) - +21:56,2...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის

ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა

მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო

"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა

20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში

"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

დაკარი 2014: ინტრიგა უდაბნოში დაბრუნდა

მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი

დაკარი 2014: დაკარის მეფეს ორი წუთი დარჩა

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო

დაკარი 2017: ახალი გადატრიალებები

დაკარი 2016: 50 წლის ტრიუმფატორი

"ᓞᓔ

დაკარი 2017: მეცამეტად პეტერანსელი!

რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი

ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს მესამე ტიტული