კამერუნელს საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია დაეხმარა
ფინანსური პრობლემები საქართველოს ძალიან ბევრ გუნდს აქვს და ამის გამო ფეხბურთელებს ხელფასები უგვიანდებათ, ხანდახან ჯამაგირს დაგვიანებითაც ვერ იღებენ.

დაახლოებით ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ლანჩხუთის "გურიას" მარჯვენა მცველი, კამერუნელი არნუად ჩუენსუ. ის საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ითვლება. იმასაც კი ამბობენ, მისი გადაბირება თბილისის "დინამოსაც" უნდოდაო...

ჩუენსუ 22 წლის გახლავთ, მარჯვენა მცველია და შეტევაში ჩართვაც ეხერხება. კამერუნელს შეეძლო, რამდენიმე თვის ხელფასის ვერმიღების სანაცვლოდ გათავისუფლების ფურცელი მოეთხოვა და თუ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებდა, უფრო იოლად გადავიდოდა სხვა კლუბში, თუმცა აფრიკელმა სხვა გზა აირჩია: დახმარებისთვის საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართა და ყველაფერი მისდა სასიკეთოდ წარიმართა.

როგორც ამ ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა მუჯირმა გვითხრა, მისმა ორგანიზაციამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და ჩუენსუს ინტერესების დაცვაც მოახერხა - ლანჩხუთის "გურიამ" კამერუნელს დაახლოებით 15 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ჯაბა მუჯირმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ "გურია" გაგებით მოეკიდა სიტუაციას, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩუენსუ ერიკ რომეო ჩასემის ძმა გახლავთ, რომელიც ერთი პერიოდი ბოლნისის "სიონისა" და "ზესტაფონის" თავდამსხმელი იყო, ახლა კი კამერუნში თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"დინამოს" და კვარაცხელიას მაგალითი - როგორ უნდა დაშორდნენ კლუბი და ფეხბურთელი

hm
ქარტველებს რომ არ უხდიტ მოჟნა და უცხოელს ამას როგორ აკადრებტ, ვაი, ტქვენს პატრონს, საკუტარს პატივს არ ცემტ და სხვას ევლებიტ ტავზე
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ახალი ასოციაცია ფედერაციას: დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა