32 წლის ქართველი ფეხბურთელი ნაკრების შესახებ საუბრობს
დიდი ხანია, დავით სირაძე საქართველოს ნაკრებში აღარ გამოჩენილა. არადა, ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას დანიშვნის პირველ წელს, როცა ნაკრებს ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, სწორედ სირაძე გახლდათ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი...

32 წლის თავდამსხმელს ახლა არც კლუბში ულხინს: იანვრის დასაწყისში რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარმა ნალჩიკის "სპარტაკმა", რომლის ღირსებასაც დავით სირაძის გარდა, გუჯა რუხაიაც იცავს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და დაზუსტებით ჯერაც უცნობია, ჩაამთავრებს თუ არა სეზონს. დავით სირაძეს ნალჩიკში შევეხმიანეთ და კლუბის გარდა, საქართველოს ნაკრებზეც ველაპარაკეთ.

- გახსოვს კი, რომელ პოზიციაზე თამაშობდი ნაკრებში? დიდი ხანია, ეროვნულ გუნდში აღარ გამოჩენილხარ...

- ნაკრებიდან ასე უსიტყვოდ ჩამოშორებამ ძალიან მატკინა გული. არადა, ნაკრებში ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის ვაკეთებდი, შედეგიც მქონდა. ქეცბაიასთან ნაჩხუბარი რომ ვყოფილიყავი ან გამოძახება არ დამემსახურებინა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ... თემურის დანიშვნის შემდეგ ოთხი ბურთი გავიტანე; როცა მათამაშებდა, სულ გოლები გამქონდა და მეტი რა უნდა გამეკეთებინა?! თავადაც ფეხბურთელი იყო და არ ეწყინებოდა, ასე რომ მოჰქცეოდნენ? ხმა არავის ამოუღია, ჟურნალისტებს მაინც ხომ უნდა ეკითხათ მიზეზი?

- ყენია, გოგუა ან სირაძე მადრიდის "რეალში" თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთო?!

- რა შუაშია "რეალში" თამაში? გამოდის, ამიტომ არ მიწვევდნენ, რუსეთის პირველ ლიგაში რომ ვთამაშობ? ნაკრებში გოლები რომ გამქონდა, კლუბში ბომბარდირი ვიყავი თუ მაშინ ნალჩიკის "სპარტაკში" არ ვთამაშობდი?! კლუბში რომ არ ათამაშებენ, ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს იწვევენ ხოლმე, მე კი სულ ვთამაშობ და ფორმაშიც ვარ. ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველ სეზონში ოთხი გოლი შევაგდე, ბოლო შესარჩევში კი ნაკრებმა მხოლოდ სამი ბურთი გაიტანა! ჩემი კლუბი პრემიერლიგიდან რომ გავარდა, ამის გამო თუ არ მიძახებს, მითხრას... როცა შევხვდები, ნაკრების მწვრთნელს პირადადაც ვეტყვი, რატომ ვარ ნაწყენი. ტელეფონით ხომ არ დავუწყებ ახსნას? ნაკრებში უგულოდ არასდროს მითამაშია, არც ჩამოსვლაზე მითქვამს უარი, მაგრამ როგორც გავიგე, სხვაგვარად ფიქრობს...

- რას გულისხმობ?

- თემურს პოლონეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ უთქვამს, სირაძემ კლუბში თამაში მოიმიზეზა, ნაკრებში არ ჩამოვიდა და არც "სპარტაკში" უთამაშიაო! არადა, ფედერაციას ვაცნობე, სანკტ-პეტერბურგში ოფიციალური მატჩი მაქვს და ამხანაგურ შეხვედრაზე ვერ ჩამოვალ-მეთქი. ეს ამბავი ქეცბაიამდე თუ არ მიიტანეს, არ ვიცი... როგორც ჩანს, ჩემს თამაშებს არც ადევნებდა თვალს, თორემ "ზენიტთან" მაშინ მთელი მატჩი ვითამაშე! ხორვატიასთან თამაშის დროს კი თურმე მწვრთნელისთვის მითქვამს, გამომცვალე, აღარ შემიძლია-მეთქი... ძლივს ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, საგოლე პასი გავაკეთე და ასეთ რამეს როგორ ვეტყოდი?! იმის ღირსი მაინც არა ვარ, არგამოძახების მიზეზი მითხრან? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გოლები რომ გამქონდა, იმიტომ აღარ მიძახებს... ამის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავ, რომ კიდევ მექნება საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი!

- ხომ იცი, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ბევრი იტყვის, რაღა დროს სირაძის ნაკრებია, 32 წლის არის და ნალჩიკში თამაშობსო...

- ნაკრებში რომ ვთამაშობდი და გოლები გამქონდა, მაშინ კარგი ვიყავი, ახლა კი "რაღა დროს სირაძეა"?! რა უნდა ვთქვა, ყველას თავისი აზრი აქვს... დამსახურებული ფეხბურთელები ისე გაუშვეს ნაკრებიდან, მიზეზიც არ აუხსნიათ. ქეცბაიას ერთი სიტყვა ეთქვა, გუნდის გაახალგაზრდავებას ვიწყებთო და ვერ გავუგებდი?! ხელს ჩამოვართმევდი, წამოვიდოდი და აღარ დაიწყებოდა ინტერვიუებითა და სატელევიზიო ეთერით სიტყვა-პასუხი. ყველას გვეცოდინებოდა, რომ ნაკრებს ასეთი სტრატეგია აქვს და გაუგებარ სიტუაციაში აღარ ვიქნებოდით.

მინდა, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო. ვისურვებდი, საქართველოს ჩემპიონატის დონე ისე ამაღლებულიყოს, უკეთესი პირობების გამო რუსეთში გადახვეწილი ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ეროვნული ჩემპიონატი გაეძლიერებინოთ და კარიერაც სამშობლოში დაესრულებინოთ!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია

kvirispalitra.ge

მინდია
არ იმსახურებს ეს კაცი არც ესეთ მოქცევას და არც ესეთ კომენტარებს...
gio
რავი გოლებს რო იტანდა, დებიუტი რო ქონდა ქეცბას ესტონეთთან სირაძის გოლით მოიგო ბოლო წამზე, მალტას ვერ ვუგებდით შემოიყვანა იქაც ბოლო წამზე შეაგდო სირაძემ ზღაპარში მოვიგეთ ის თამაში, ლიტცასთან გასვლაზე გაიტანა, მაშინაც ხო ნალჩიკში თამაშობდა, თანაც ეს კაცი იმას არ იძახის რაზე აღარ მიძახისო, უბრალოდ ეთქვა რო ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს და აღარ ჯდები ჩემს გეგმებშიო, ეგ იქნებოდა და ეგ, დვალიშვილი რო ათამაშა ყველა თამაში ხო დახია ბადეები, ან გელაშვილმა, სკა ენერგიაც ხო პირველ ლიგაში გამოდიოდა იქედან სამ ფეხბურთელს რო იძახებდა, ორმაგ სტანდარტზე მაქ საუბარი და არა ქეცბას არჩევანზე, ბოლო ბოლო მწვრთნელია და ვინც მას უნდა იმას გამოიძახებს, უბრალოდ სირაძეს მართლა ბევრჯერ გავუხარებივართ და არ იყო ეგრე მოსაშორებელი კაცი
fridoni
ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო?!:))))))))))ზუსტად ეგა არი
Dato
დავით ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას ვინც საქარტველოს ნაკრებში გულს და სულს დებს,ერთერთი ასეთი შენ ხარ,მარა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი ხომარაგაქვთ ასეთი ნაწყენები რომ ხართ არ გამოძახებაზე,შენ სამშობლოს ემსახურები და ყველა გულშემატკივარი პატივს გცემს ამისტვის,ნაკრების მწვრთნელმა კი ის უნდა გამოიძახოს ვისაც საჭიროდ ჩათვლის .
SHUKOVANI
გიო , მითხარი ერთი , საქართველოს ერ.ნაკრებში რომელ "ფორვარდ"ებსაც იძახებს , სკამზე ზის რომელიმე ?! ყველა თამაშობს მის კლუბში. პლიუს ამას , პრინციპის ამბავია , რუსეთის FNL დივიზიონიდან ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა ხვდებოდეს ! ერთადერთი ვინც უნდა იყოს ნაკრებში ეს არის , ოთარ მარცვალაძე !!!!!
შოთა ჩხეიძე
უბედურება ისაა ნაკრებში ამხანაგურის თამაში უფრო მნიშვნელოვანი რომაა ეგ ვერ გაგვიგია, ყველასთან მათალია ქეცბა
gio
Shukovani ratom unda datovo is tavdamsxmeli, romelic martalia rusetis pirvel ligashi tamashobs, magram tamashebs gagebinebda borts migma da gsmoidzaxo yarabaxis skamis gamtbobi an chveni chempionatis gundia rezervisti? Ormagi standarti cudia. Siradze Ki yoveltvis guls da suls debda nakrebshi, mis mere tavdamsxmels nakrebshi goli Ro ar gautania arafers geubneba?
SHUKOVANI
რატომ უნდა ითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში როცა , რუსეთის პირველი დივიზიონის საშუალო დონის გუნდში , თამაშში სკამიდან ერთვები ?! პლიუს ამას , 32 წლის ხარ ! რავა ყველაფერს ქეცბაიას აბრალებთ !
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ამხანაგური შოკი! - თბილისის "დინამომ" ნალჩიკის "სპარტაკთან" 1:6 წააგო...
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
თბილისის "დინამო" 9 თებერვალს ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდება
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
დავით სირაძე: ნაკრებთან დაკავშირებით უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი
დავით სირაძემ ნალჩიკის "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
დავით სირაძის მასტერკლასი ნალჩიკელ ბავშვებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
დავით სირაძემ აფრიკელებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა