ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აანალიზებს იმას, თუ რატომ აგებს საქართველო ირლანდიასთან

დავით სირაძემ კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

მან "ლელოსთან" 2 სექტემბერს ირლანდიასთან გასამართავ მატჩზე ილაპარაკა:

"ირლანდიასთან გასული თამაშების ისტორიას რომ გადავხედოთ, ჩვენთან იოლად არასოდეს მოუგიათ და, შეიძლება ითქვას, ბევრი არაფრით ჩამოვუვარდებოდით. პირიქით, იყო შემთხვევები, 3 ქულას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით და მეტოქეზე ნაკლები ფეხბურთი არ გვიჩვენებია. მაგრამ ფაქტია, ამ ნაკრებთან საქართველოს ჯერ არ მოუგია.

ამ ცუდი სტატისტიკის მიუხედავად, დიდი იმედი მაქვს, 2 სექტემბერს ნავსი გატყდება და მოვიგებთ. იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს, მატჩი თბილისშია, "დინამო არენაზე" მოსული მაყურებელი კი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და, რაც მთავარია, დღევანდელ გუნდს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს", - ამბობს დავით სირაძე.

ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ ძველი შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ:

"ცუდი სტატისტიკა იმას არ ნიშნავს, რომ გრანდია. საქართველოს ნაკრებს ირლანდიაზე ძლიერ გუნდებთან უკეთესი შედეგები ჰქონია და ვიყოთ იმედიანად. მთავარია, კარგად გავაანალიზოთ, რა გვემართებოდა.

ირლანდიას საქართველოსთან სულ უჭირდა, მაგრამ ბოლო მომენტში მიზანს მაინც აღწევდა. ეს არის საინტერესო, რის ხარჯზე ახერხებენ ამას. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტორი არის კონცენტრაცია".

სირაძე დარწმუნებულია, რომ ირლანდიასთან ბოლო წუთამდე ყურადღება განსაკუთრებით აუცილებელია:

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენს ბიჭებს ირლანდიაზე ნაკლები ბრძოლისუნარიანობა აქვთ და მოედანზე ვინმეს რამეს უთმობენ. ნაკრებში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და პირდაპირ ვამბობ - ამის მთქმელი რეალობასაა მოწყვეტილი. მთელ მსოფლიოში ფეხბურთელები ყველაზე მეტი მონდომებით საკუთარ ნაკრებში თამაშობენ და ჩვენთანაც ასეა.

მაგრამ ირლანდია სანიმუშო კონცენტრაციის ხარჯზე გვიგებდა და დაცვაში შეცდომებს არ გვპატიობდა.

ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება - ასეთი გუნდი არაფერს გაპატიებს. დაკვირვებული ვარ და ესეც გასათვალისწინებელია - მეორე ტაიმში, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში, შეუძლიათ ტემპის მომატება, რაც მათ კარგ ფიზიკურ კონდიციებზე მეტყველებს.

გაიხსენეთ, რამდენიმე შეხვედრა სწორედ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოგვიგეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
არ ღირს მაგ თამაშზე წასვლა,
1,2,3,5,8...
ჩვენები ბრძოლისუნარიანები არიანო ამბობთ და ირლანდია ბოლო 10 წუთის განმავლობაში ტემპს უმატებსო. 80 წუთი ბრძოლისუნარიანობით ირლანდიას ვერ მოვუგებთ, თუმცა ჩვენები 40 წუთის შემდეგაც კარგავენ კონცენტრაციას. ვიდრე ამ პრობლემებს არ მოაგვარებთ ირლანდიასთან მოგება ძალიან გაგვიჭირდება.
euhh
ukacravad da optimaluri shemadgenloba ras hqvia?utamashebel pexburtelebs?an vaisam saidanundaarchios pexburtelebi roca tamashiswin chamodis da visacmougroveben imas atamashebs...sheizleba didi mwvrtnelia vaisa(piradad chemnvis nulia)magram mwvrtneli da misi skautebi unda akvirdebodnen motamasheebs,shinac da garetac...P.S.NAKREBIS MWVRTNELI UNDA CXOVROBDES SAQARTVELOSHI....
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
[VIDEO] ბელგიისა და ეგვიპტის სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]