რაფაელ ბენიტესი: ლამაზად არა, მაგრამ ხომ მოვიგეთ
იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ლაციოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე - 1:0.

ამრიგად, რაფაელ ბენიტესის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც "რომასთან" მოუწევს შეხვედრა. აღვნიშნოთ ისიც, რომ "ლაციოს" მარცხით დაიკარგა უნიკალური შანსი, რომ 8 დღის განმავლობაში ერთბაშად სამი რომაული დერბი გვეხილა - თასის ნახევარფინალური პაექრობები 5 და 12 თებერვალს გაიმართება, ჩემპიონატის ეგიდით კი რომაელები 9-ში შეასკდებიან ერთმანეთს.

ბენიტესი ძირითად ბირთვს დაეყრდნო, აი, ედუარდო რეიამ კი მნიშვნელოვნად გადაახალისა შემადგენლობა და ბევრ ისეთ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, ჩემპიონატში რომ ვერ ენდობა. შედეგად, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

ყველაზე აქტიური ნეაპოლელთა ახალწვეული ჟორჟინიო ფრელო გახლდათ, რომელმაც არაერთხელ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე და გატანა თვითონაც შეეძლო. ერთადერთი და გამარჯვების გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, თუმცა მასში არანაკლები წვლილი ხოსე კალეხონს მიუძღვის - 82-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ესპანელმა შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი გონსალოს მოხვდა და ნეაპოლელთათვის სასურველი მიმართულებით შეიცვალა ტრაექტორია. დარჩენილ დროში რომაელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "მთლიანობაში, მძიმე და არცთუ სანახაობრივი მატჩი იყო, მაგრამ თუ ვინმემ დაიმსახურა გამარჯვება, ეს სწორედ "ნაპოლი" გახლდათ. სამ ფრონტზე ვაგრძელებთ ბრძოლას და ვეცდებით, რომ ყველა ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ. კრიზისი? - იდეალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ კრიზისზე ლაპარაკი გადამეტებულია".

იხილეთ ვიდეო

ნაპოლი-ლაციო 1:0

გოლი: იგუაინი (82).

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, რევეიერი, ალბიოლი - ინლერო, ფრელო (90. ჯემაილი) - ჰამშიკი (76. პანდევი), ინსინიე (69. მერტენსი), კალეხონი - იგუაინი.

ლაციო (3-4-3): ბერიშა - ნოვარეტი, დიასი (72. ბიავა), სიანი - კონკო (34. კავანდა), ლედესმა, ონაზი (46. გონსალესი), ლულიჩი - პერეა, კეიტა, ანდერსონი.

1/2-ფინალი

რომა-ნაპოლი, უდინეზე-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დე ლაურენტისი: თუ სურთ, მერტენსმა და კალეხონმა ჩინურ განავალში იცხოვრონ
კიეზა - "იუვენტუსში", კალეხონი - "ფიორენტინაში"
სერია A. XXIV ტურის შეჯამება: ომი ევროსაგზურებისთვის
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
ᓡ
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: პერეამ "ლაციოს" მოაგებინა
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: დიდი რომაული გარჩევა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ხოსე კალეხონი: სკუდეტოს მოგება შეგვიძლია
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: "ბარსა" და "მონაკო" ასიანთა კლუბში
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
კალეხონი მზადაა სეზონის ბოლომდე "ნაპოლიში" უფასოდ ითამაშოს
სერია A. მწვრთნელები: მესამე ექსპერიმენტმა გაამართლა
ხოსე კალეხონი "გრანადაში" გადავიდა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
იტალია. სერია A. XXI ტური: "ლაციომ" "რომას" საქმე გააკეთა [VIDEO]
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
სეზონის აღმოჩენა: მოდი, ვნახოთ ვერონელი ტალანტები
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა