მარია რიში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია
"როზა ჰუტორის" სათხილამურო კომპლექსში ქალების ჯერი დადგა. პლანეტის საუკეთესო უნივერსალ მოთხილამურეებს უნდა გაეთამაშებინათ მედლების კომპლექტი სუპერკომბინაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ სუპერკომბინაციაში კონკურენცია ისეთი მაღალი არ არის, როგორც სხვა სამთო დისციპლინებში, ეს სახეობა ყველაზე რთულია. ამით არის განპირობებული მედლებზე პრეტენდენტთა მცირე წრე: სუპერკომბინაცია მოიცავს სამთო თხილამურების ყველაზე სწრაფ და ყველაზე ნელ სახეობებს - სწრაფდაშვებასა და სლალომს. ამიტომაც არ არსებობს ბევრი სპორტსმენი, რომელსაც ორივე სახეობა კარგად გამოსდის.

9 თებერვლის გათამაშება სწრაფდაშვებით დაიწყო და უძლიერესთა ჯგუფში ბოლო სასტარტო ნომერი ამერიკელ ჯულია მანკუზოს ჰქონდა. მან სხვებზე თამამად გაიარა ტრასა და სლალომის წინ ლიდერობა იგდო ხელთ. მანკუზომ ნახევარი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ლარა გუტს და სუპერკომბინაციის მთავარი ფავორიტი გახდა. სამეულში მოხვდა მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, სლოვენიელი ტინა მაზე.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ უძლიერესთა ჯგუფიდან სამმა სპორტსმენმა ვერ შეძლო დისტანციის დასრულება. ერთ-ერთი ხელმოცარული იყო შვეიცარიელი მარიან კაუფმან-აბდერჰალდენი.

ერთ-ერთი იმათაგანი, ვისთვისაც სუპერკომბინაცია რთული არ არის, გერმანელი მარია ჰიოფლ-რიშია. ის არის, ალბათ, მთავარი უნივერსალი თანამედროვე სამთო თხილამურებში, რომელსაც შეუძლია ერთდროულად კარგად გამოიყენოს საკუთარი თვისებები როგორც ჩქაროსნულ, ასევე ტექნიკურ დისციპლინებში. სწორედ ამ მიზეზით ჰიოფლ-რიშს მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ სუპერკომბინაციაში. მით უმეტეს, რომ ის ვანკუვერშიც პირველი იყო ამ დისციპლინაში.

ფავორიტის როლს გერმანელი საკმაოდ იოლად გაუმკლავდა. სწრაფდაშვებაში ჰიოფლ-რიშს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ტრასის ზედა ნაწილში, რის გამოც მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და წამზე მეტი წააგო მანკუზოსთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გერმანელმა დაკარგა ოქროს შანსი.

სწრაფდაშვების შემდეგ მასზე ზემოთ მყოფ მოთხილამურეებს შორის, მხოლოდ ტინა მაზეს გამოარჩევს კარგი სლალომი. თუმცა სლოვენიელმა არათუ ჰიოფლ-რიშს ვერ გაუსწრო, არამედ პოდიუმის მიღმა დარჩა.

ჰიოფლ-რიშმა კი, თავის მხრივ, ძალიან კარგად გაიარა სლალომის ტრასა. დისტანციის დასაწყისში გერმანელი ფრთხილობდა, შუა და ქვედა ნაწილში კი მსოფლიოს თასის ლიდერი "გაფრინდა". საბოლოოდ, ამგვარმა სტილმა ჰიოფლ-რიშს 4 მეათედი წამი უპირატესობა მოუტანა ავსტრიელ ნიკოლ ჰოსპთან, რომელიც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასე რომ, 9 თებერვალს ჰიოფლ-რიშმა გერმანიას სოჭში მეორე ოქრო მოუტანა.

რაც შეეხება სწრაფდაშვების შემდეგ ლიდერს ჯულია მანკუზოს, მას არ ეყო წამზე მეტი უპირატესობა. უკვე პირველი სეგმენტის შემდეგ სხვაობა ნახევარ წამამდე დავიდა, მეორე საშუალედო ფინიშის შემდეგ კი ამერიკელი უკვე აგებდა გერმანელთან და ეს სხვაობა, საბოლოოდ, 53 მეასედ წამამდე ავიდა.

სავარაუდოდ, ბრძოლა მარია ჰიოფლ-რიშსა და ჯულია მანკუზოს შორის უკვე ოთხშაბათს გაგრძელდება, როცა გაიმართება ქალებს შორის სწრაფდაშვება. თუმცა ამჯერად, ფავორიტთა სია მხოლოდ გერმანელითა და ამერიკელით არ შემოიფარგლება.

მარია ჰიოფლ-რიში

დაიბადა: 24 ნოემბერი, 1984

სიმაღლე: 1.80 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, კომბინაცია

ოქრო - ვანკუვერი 2010, სლალომი

ოქრო - სოჭი 2014, კომბინაცია

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 4-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2011); 27 მოგება და 80 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ვონი უკვე მეხუთეა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: გიგანტი ლიგეტი
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: რეპეტიცია იტალიაში
სწრაფდაშვების მეფე სვინდალი
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა