"ჰამბურგში" გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება
"ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი 12 თებერვალს, "ბაიერნთან" გერმანიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც ბერტ ვან მარვეიკი გახლდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმძიმეს კრიზისში მყოფ ჩრდილოგერმანულ კლუბს ბუნდესლიგის მომდევნო ტურშიც 61 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

"ჰამბურგის" ხელმძღვანელების გარკვეულ ნაწილს ფელიქს მაგათის დანიშვნა უნდა, მაგრამ ამისათვის "დესპოტ ფელიქსს" დირექტორთა საბჭოს წევრების უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვან მარვეიკი თუ მაგათი - "ჰამბურგის" ბოსებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

სამეთვალყურეო საბჭოს ვან მარვეიკთან ერთად სპორტული დირექტორის, ოლივერ კროიცერის გაშვებაც უნდა. საბჭოს წევრები უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ გუნდი მაგათს ჩააბარონ და სპორტული დირექტორის ფუნქციებიც ფელიქსს შეუთავსონ, მაგრამ ამ ნაბიჯისთვის მწვანე შუქის ანთება მხოლოდ დირექტორთა საბჭოს შეუძლია, სადაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. 11 თებერვალს "ჰამბურგის" შეფები რვა (!) საათის განმავლობაში თათბირობდნენ, მაგრამ კონსენსუსს მაინც ვერ მიაღწიეს.

"თუ ჰამბურგში მაგათს დანიშნავენ, მაშინ ეს ნაბიჯი სწრაფად უნდა გადადგან, რადგან დრო აღარ ითმენს. არ მინდა, რომ "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს," - ეს ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია, რომელიც "ჰამბურგში" 1980-დან 1982 წლამდე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nebula..
მართლა საცოდაობა იქნება ასეთი წარსულის მქონე კლუბის ქვედა დივიზიონში დაქვეითება მაგრამ მაგათი შეძლებს ამ იმედების გამართლებას ეჭვი მაქვს სულ ხელში შემოეშლება ეს კლქტივი მაგის დესპოტურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელად ბაუსა დაინიშნა
ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ქართულ კლუბებს ევროტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრებათ
ლევან ყენია: ხშირ ტრავმიანობას ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ
ტორსტენ ფინკი დაიფრინეს!
დეშამი მეოთხეა - საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა
ფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა
"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა
ფელიქს მაგათი: "ტიკი-ტაკა" ფეხბურთის არასწორი განვითარებაა
გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება: ახალი ძველი "ბორუსია" და დაბეჩავებული "ჰამბურგი"
ეპოქის დასასრული: მისტერ საიმედოობა - ფილიპ ლამი ფეხბურთიდან მიდის
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მოსალოდნელი ტრანსფერი: "ჰამბურგს" როკე სანტა კრუსი უნდა
სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: თრილერები ქვემოთაც და ზემოთაც
რენე ადლერის ტრავმა სერიოზულია
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: ათამაშებს პეპ გვარდიოლა შვაინშტაიგერს?
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
მირკო სლომკა, "ჰამბურგის" მხსნელი?
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები
ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში