ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქალი ფეხბურთში - ვინ არის ბარბარა ბერლუსკონი?

ქალი ფეხბურთში - ვინ არის ბარბარა ბერლუსკონი?

ამბობენ, რომ 21 აპრილს, სილვიო დაბრუნდება "მილანის" სრულუფლებიანი პრეზიდენტის თანამდებობაზე, იმისთვის, რათა თანდათან გაუთავისუფლოს სავარძელი ლედი ბარბარას
ლელო WEEK მოგიყვებათ "მილანის" მფლობელის სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილზე, რომელიც, ბოლო დროს, გავლენიანი ფიგურა გახდა ევროპულ ფეხბურთში.

"1:0 ბარბარას სასარგებლოდ, მატჩის დასასრული", - დაწერა თავის "ტვიტერზე" "გაძეტა დელო სპორტის" ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი - "მილანის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მასიმილიანო ალეგრი.

ეს ამბავი აღარ აღიქმებოდა სენსაციად. "სასუოლოსთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ, მწვრთნელს მიანიშნეს, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამის შესახებ ბარბარა ბერლუსკონიმ განაცხადა.

დეკემბრის ბოლოს, ის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და თანაბარი უფლებები მიიღო თვით ადრიანო გალიანისთან, "მილანის" მმართველთან 28-წლიანი სტაჟით. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბარბარას უფლებამოსილება გაიზარდა, რადგან აქამდე მისი პასუხისმგებლობის სფერო იყო - მარკეტინგი და კლუბის ბრენდის განვითარება ბაზარზე. შესაბამისად, სპორტული ნაწილი გალიანის რჩებოდა, სწორედ ის განიხილავდა მწვრთნელის კანდიდატურებს და მათ სილვიო ბერლუსკონისთან ათანხმებდა.

მაგრამ, ამჯერად, სილვიომ არც კი მოუსმინა თავის ერთგულ თანაშემწეს. პატრონმა არ დაუძახა გალიანის ორშაბათის ტრადიციულ სადილზე, რომელიც არკორის ვილაზე იმართება. სამაგიეროდ, იქ იმყოფებოდა ბარბარა. ალეგრის ბედი გადაწყვეტილი იყო - მამობრივმა გრძნობებმა იძალეს და სილვიომ გაიზიარა საყვარელი ქალიშვილის აზრი. გალიანის ფავორიტი - ალეგრი მილანელოს ბაზაზე გაემგზავრა ჩემოდნების ჩასალაგებლად.

ბარბარა სილვიოს უფროსი ქალიშვილია მეორე ქორწინებიდან. ის 1984 წლის 30 ივლისს დაიბადა. საინტერესოა, რომ ამავე დღეს, ოღონდ 40 წლით ადრე გალიანი დაიბადა. ბარბარას შეეძლო დედის კვალს დადგომოდა - ის თეატრალურ კურსებს ესწრებოდა. ასევე აითვისა ფორტეპიანო, შეისწავლა იურისპრუდენცია და ფილოსოფია. ხმაურიან და პომპეზურ საღამოებს ვერ იტანდა და მოდელობა არც უფიქრია.

"ჩემი 160 სანტიმეტრით რა უნდა გამოვიდე?" - თვითირონიას მიმართა ბარბარამ. სამაგიეროდ, ბავშვობიდან დაინტერესდა ფეხბურთით - მამას ხშირად დაჰყავდა "სან სიროზე".

ცხრა წლის ასაკში ბარბარამ "ცოცხლად" იხილა, როგორ გაათანაბრა რუუდ გულიტმა დერბიში ანგარიში ექვსი წუთით ადრე და გაუნაღდა "სკუდეტო" "მილანს" 1992-93 წლების სეზონში. ეს ეპიზოდი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებად დარჩა ბარბარას მეხსიერებაში.

მას ყოველთვის უყვარდა და მოსწონდა ფეხბურთზე ლაპარაკი და ახლოს გაიცნო "მილანის" გმირები. ბარბარას ბევრ ფეხბურთელთან "აბრალებდნენ" ფლირტს, ის ყველაფერს უარყოფდა. მაგრამ, როცა ბარბარას გულში ჩაუვარდა "მილანის" მოთამაშე - ალეშანდრე პატუ, აქ უკვე უარყოფას არანაირი აზრი არ ჰქონდა. დღეს, კლუბის გულშემატკივარი სწორედ ამ კავშირში ხედავს "მილანის" დღევანდელი წარუმატებლობის ფესვებს.

ეს ყველაფერი 2012 წელს დაიწყო. პატუს, რომელიც შორს იყო კოლექტიური თამაშისგან, მაგრამ რეგულარულად გაჰქონდა გოლები, ტრავმებმა დარიეს ხელი. მიუხედავად ამისა, ნიჭიერ ბრაზილიელზე დიდი მოთხოვნა იყო. კარლო ანჩელოტი, რომელიც ახალი მისული იყო "პარი სენ-ჟერმენში", ყოფილი შეგირდის პარიზში გადაბირებას ლამობდა.

გალიანიმ მაშინვე გათვალა სავარაუდო სარგებელი - ფიზიკურად სუსტი ბრაზილიელის ნაცვლად, კლუბი მიიღებდა მოტივირებულ, აგრესიულ და ჯანმრთელ არგენტინელ ტევესს - უფრო გუნდურ მოთამაშეს.

პატუს პარიზში გაყიდვით და "მანჩესტერ სიტიდან" ტევესის აყვანით, "მილანი" მოგებაში დარჩებოდა - არგენტინელი მათ 28 მილიონი უჯდებოდათ, პატუს კი 35 მილიონად ყიდდნენ. ადრიანო ლონდონში გაემგზავრა და შეიხებს გაურიგდა, პატუმ კი ჩემოდნები ჩაალაგა.

და უცებ, ბერლუსკონიმ ყველაფერი წყალში ჩაუყარა. კლუბის ბოსმა გალიანის მოლაპარაკებების შეწყვეტა და მილანში დაბრუნება უბრძანა - ბარბარამ ვეტო დაადო ფორვარდის გუნდიდან წასვლას.

2011-12 წლების ჩემპიონატი "მილანმა" "იუვენტუსთან" წააგო. პატუს ლაზარეთი არ დაუტოვებია და ერთი წლის შემდეგ, 15 მილიონად ბრაზილიაში გაიყიდა.

იმ დროისთვის სიყვარული აღარ არსებობდა. ბერლუსკონის ქალიშვილმა გაყრა უმტკივნეულოდ გადაიტანა - მას ამაში "მდიდარი" გამოცდილება ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, იმ დროისთვის ბარბარა უკვე ორი შვილის დედა იყო: ალესანდრო 2007 წელს დაიბადა, ედოარდო ორი წლის შემდეგ ბიზნესმენ ჯორჯო ვალაგუცისთან კავშირით. დღეს მისი მორიგი სიყვარულია სტუდენტი, რომელიც ქალაქ მონცაში ბარმენად მუშაობს.

სამაგიეროდ, ახლა ბარბარას აღარ უწევს პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ერთმანეთში არევა. 2011 წლის აპრილში ბარბარა შევიდა "მილანის" დირექტორთა საბჭოში. ოფიციალურად მის თანამდებობას - "დამოუკიდებელი მრჩეველი" ერქვა. მაგრამ უკვე მაშინ, სილვიო ბერლუსკონის უმცროსმა ძმამ - პაოლომ გაახმოვანა ის, რაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა:

"მოვიდა ფეხბურთში ქალის მმართველობის დრო. ბარბარა შემდეგი პრეზიდენტი იქნება". სხვანაირად როგორ იქნებოდა?! სილვიომ რაციონალურად გადაანაწილა მემკვიდრეობა შვილებს შორის: მარინა საგამომცემლო სახლს მიხედავს, პიერსილვიო - ტელეკომპანიას, ელეონორა სათავეში უნდა ჩაუდგეს სატელევიზიო-პროდიუსერულ კომპანია "ენდემოლს", ლუიჯი - საბანკო-სადაზღვევო კომპანია "მედიოლანუმს". ბარბარას კი "მილანი" დარჩა.

ორი წელი მას ახალი ადგილის დასაზვერად დასჭირდა, შემდეგ კი საჯაროდ გამოაცხადა: კლუბს რეორგანიზაცია სჭირდება. საჭიროა უფრო თანამედროვე მიდგომები. ფული მზა "ვარსკვლავებისთვის" აღარ არის. ე. ი. აუცილებელია სკაუტების ქსელის გაძლიერება, დასწრებაზე თამაში. კლუბმა უარი თქვა "ბებერ" აგენტთან მინო რაიოლთან თანამშრომლობაზე, რომელსაც შეეძლო იბრაჰიმოვიჩთან ერთად კლუბისთვის დიდაკ ვილა "შეეტენა".

ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ახალი სტადიონის აშენება. ეს საკმაოდ რთული და ჩახლართული საქმეა. მუნიციპალიტეტისგან "სან სიროს" გამოსყიდვა არარეალურია - ის არ აპირებს არენის დათმობას, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს კონცერტებისგან და არა "მილანის" ან "ინტერის" თამაშებისგან. სამაგიეროდ, მილანის რაიონ როში აშენდება ოლიმპიური ქალაქი - ქალაქის მთავრობას უნდა 2024 წლის ზაფხულის თამაშების ჩატარებაზე განაცხადის შეტანა.

მუნიციპალიტეტი მზად არის მიწის ნაწილი გამოყოს საფეხბურთო არენის ასაშენებლად - ბარბარა და "ინტერის" მფლობელი ერიკ ტოჰირი უკვე შეხვდნენ ოლქის გუბერნატორს რობერტო მარონის. "მილანის" შანსები უფრო მაღალია, რადგან მარონი - "მილანის" ერთგული გულშემატკივარია, აგრეთვე ბერლუსკონის მთავრობაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იყო.

სტადიონთან დაკავშირებით, ბარბარა მხოლოდ გადაწყვეტილებას იღებს, სამაგიეროდ, მისი მონდომებით კლუბი უკვე განთავსდა ახალ ოფისში. 37 წლის განმავლობაში, "მილანი" ქირაობდა ორ ოთახს ტურატიში, სამს - ქალაქის ცენტრში. 15 ნოემბრიდან, კლუბი ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადავიდა - ვია ალდო როსის რვაში. იქ მან 6-სართულიანი შენობა შეისყიდა, 9000 კვადრატული მეტრი საერთო ფართობით. ახალ ოფისში იქნება რესტორანი, ბარი, მაღაზია, ხოლო კლუბის პრიზების დარბაზში ნებისმიერ მსურველს ექნება შესვლის საშუალება.

ბარბარასა და გალიანის ოფისები მეოთხე სართულზეა. ადრიანოს კაბინეტი შეიძლებოდა ცარიელი დარჩენილიყო - ოფისში გადასვლამდე ორი კვირით ადრე, 2 ნოემბერს "ფიორენტინასთან" წაგების შემდეგ, ბარბარამ მამას კარდინალური ზომების მიღება სთხოვა. გაზეთები ჯიუტად წერდნენ გალიანის გადადგომის შესახებ, ბარბარას კი ძალიან უნდოდა მის ადგილას "მილანის" ლეგენდის პაოლო მალდინის მიწვევა. ეს პერიოდი - ყველაზე დაძაბული მომენტია ბარბარასა და გალიანის ურთიერთობაში.

"მან კლუბში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყო, - აღიარა სილვიომ. - მაგრამ ბარბარა ყოჩაღია და უძლებს. მე კი ახლა მხოლოდ მეწარმის პირადი ინტერესებიდან გამოვდივარ. როგორც ყოველთვის".

გალიანიმ სასწრაფოდ მოითხოვა აუდიენცია სილვიოსთან, მაგრამ პირველ ჯერზე კლუბის მფლობელმა კონფლიქტი ვერ მოაგვარა. გალიანი თავის საქმეებში ბარბარას ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ლეგენდარული ხელმძღვანელის გადაყენება გარდაუვალი ჩანდა და ამას თავად ადრიანოც არ მალავდა.

მაგრამ 30 ნოემბერს, სილვიომ შეძლო სიტუაციის გამოსწორება. "მილანს" ორი გენერალური მენეჯერი გაუჩნდა - "მარკეტინგული" ბარბარა და "სპორტული" ადრიანო. მსხვერპლი კი გახდა არიედო ბრაიდა - მესამე ადამიანი კლუბში, რომელმაც "მილანში" შევჩენკო და კაკა მიიყვანა. მან 27-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა კლუბი.

გალიანისთვის თანამდებობის შენარჩუნება გამორიცხავს პაოლო მალდინის გამოჩენას. სწორედ მას ხედავდა ბოსის ქალიშვილი ადრიანოს ადგილას და თანხმობაც კი მიიღო ლეგენდარული კაპიტნისგან.

გალიანი დარჩა, მინიმუმ, 21 აპრილამდე. ეს ის დღეა, როცა კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება. მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ადრიანოს უფლებამოსილება ხუთი წლით გაგრძელდება. ბარბარასთან თითქოს ყველაფერი მოგვარდა.

"პრობლემები მხოლოდ თავიდან იყო", - ადასტურებს გალიანი. "სპეციასთან" სათასო მატჩში რობინიოს გოლის შემდეგ, კმაყოფილმა ადრიანომ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა ბარბარას და ამ უკანასკნელმა, პასუხად თბილი ღიმილი აჩუქა კოლეგას. ეს იყო მკვეთრი კონტრასტი 6 ნოემბერს, ბარსელონაში გამართული მატჩისგან - მათ ძალით ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და გაყინული სახეებით ისხდნენ "ნიუ კამპის" VIP-ლოჟაში. თუმცა იქ სიხარულის საბაბი ნაკლებად იყო.

გალიანი იოლად გადაიტანს იმას, რომ ბარბარამ (რომელმაც გადამწყვეტი სიტყვის უფლება მიიღო მრავალმილიონიან სატრანსფერო ოპერაციებში) ადრიანოს თანხმობის გარეშე გაათავისუფლა ალეგრი. გალიანი თავადაც ხვდებოდა, რომ მწვრთნელის გადადგომა, რომელსაც ის ყოველთვის იცავდა, გარდაუვალი იყო.

ბოლოს და ბოლოს, ბარბარამ მწვრთნელის პოსტზე გზა გაუხსნა სილვიოს ძველ ფავორიტს კლარენს ზეედორფს.

ამბობენ, რომ 21 აპრილს, სილვიო ბერლუსკონი დაბრუნდება "მილანის" სრულუფლებიანი პრეზიდენტის თანამდებობაზე. იმისთვის, რათა თანდათან გაუთავისუფლოს სავარძელი ლედი ბარბარას.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"

• tijana513

ქალი ვიცი მე კუხნაში:)

"ნაპოლი" "ემპოლის" მცველს დაიმატებს

დონარუმას გადაბირებას ორი დიდი კლუბი შეეცდება

"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი "მილანს" ტოვებენ

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს

გათანაბრება მალდინის შედეგთან - ტეო ერნანდესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი "მილანის" მაისურით

ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს

"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს

ალეგრის სერია A-ში დაბრუნების ვარიანტები აქვს

"შეცდომა დაუშვეს, გუნდმა სულისკვეთება დაკარგა" - ლეონარდო "მილანიდან" პაოლო მალდინის გათავისუფლებაზე

"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება

"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა

"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა

"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება

ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა

მალდინის რეკორდი დამხობილია - ტეო ერნანდესი "მილანის" ისტორიაში შევიდა

"მილანის" ოჯახში ახალი წევრები არიან - ბერლუსკონიმ კლუბის აქციათა 48% გაყიდა

იტალიის ნაკრებში მალდინების გვარი გრძელდება - "სკუადრა აძურას" ფორმით დანიელმაც ითამაშა

ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა

"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

"მილანმა" შესაძლოა Fly Emirates-ს თავისი ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება მიჰყიდოს

აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა

დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]

იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება

"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა

საით მიჰყავს სილვიო ბერლუსკონის "მილანი"?

კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო

მალდინიმ "მილანის" მოწვევაზე უარი განაცხადა

კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს

სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?

როგორი იქნება "მილანის" ახალი სახლი

შერკის გრანდების რიგი უდგას - მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში "ლიონს" დატოვებს

"მილანის" ძველი სპონსორი და ახალი სტადიონი

არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა

ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა

კონტე "ნაპოლის" ტოვებს? - "პარტენოპეის" შესაძლო შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება

"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს