ბოლნისის "სიონს" კიდევ ერთი ახალწვეული ეყოლება

თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა "სიონმა" ორი დღე დაისვენა და აი, 16 თებერვალს სეზონის განახლებისათვის დაიწყო მზადება.

მოგეხსენებათ, "სიონს" ამ კვირაში პირველი სათასო მეოთხედფინალური მატჩი ელოდება "ჩიხურასთან", შემდეგ კი არანაკლებ რთული შეხვედრები ჩემპიონატშიც - პირველი ეტაპის დარჩენილ ოთხ ტურში ბოლნისელებს "დინამოსთან", "მეტალურგთან", "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან" მოუწევთ პაექრობა.

"სიონის" მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულთან ინტერვიუ წინა კვირაშიც შემოგთავაზეთ, როცა თურქულ შეკრებაზე მყოფმა დებიუტანტმა (და, ამასთან, ჯერჯერობით წარმატებულმა) სპეციალისტმა თავისი გუნდის პირველი სამი საკონტროლო მატჩი შეაფასა.

სამშობლოში დაბრუნებულ ლადო ბურდულს ამჯერადაც შევეხმიანეთ და "სიონის" ბოლო სპარინგ-მატჩის გარდა, გუნდის სხვა სიახლეებზეც ვთხოვეთ შთაბეჭდილების გაზიარება.

- მოდი, ჯერ "დიორი ეტოსთან" მატჩით დავიწყოთ, რომელიც "სიონის" გამარჯვებით დამთავრდა...

- მტკ-სგან განსხვავებით, "დიორი ეტო" წარმატებით ასპარეზობს ამ სეზონში და უნგრეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ მესამე ადგილზე შემთხვევით არ იმყოფება. ისიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ წინააღმდეგ "დიორი ეტო", ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდა: ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი, პლუს 3 ახალგაზრდა ჰყავდა. ძალიან სოლიდური გუნდია, საკმაოდ ნორმალური ლეგიონერებიც თამაშობენ და, აქედან გამომდინარე, ასეთ სოლიდურ მეტოქესთან გამარჯვებით კმაყოფილი დავრჩი.

- სასურველი შედეგის გარდა, "სიონის" თამაშის ხარისხით რამდენად კმაყოფილი დარჩით?

- ამ შემთხვევაში შედეგი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა კმაყოფილი იმითაც დავრჩი, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და ასეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩს სასურველ კონდიციებში შეხვდნენ. თანაც, ახალი ტაქტიკური სქემა, 4-4-2 მოვსინჯეთ. ფეხბურთელებმა ადვილად აუღეს ალღო სიახლეს. მომენტები ჩვენც გვქონდა და იმათაც, თუმცა გოლი მხოლოდ ერთი გავიდა და ისიც ერთობ ლამაზი გამოდგა: მატჩის დასაწყისში ჯაბა უგულავამ ეფექტური გოლი შეაგდო.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მეტოქე უხეშობაზე გადავიდა, მსაჯმაც უნგრელთა გუნდის ერთი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

- შეკრების ბოლო მატჩზე რას გვეტყოდით?

- უკრაინულ "სევასტოპოლთანაც" 4-4-2 ტაქტიკით ვითამაშეთ, თუმცა ამ შემთხვევაში სერიოზული საკადრო პრობლემები გვქონდა: უნგრულ გუნდებთან შეხვედრებში ჩვენმა ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ბოლო საკონტროლო მატჩში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ოთხი მოთამაშე გვყავდა.

სამწუხაროდ, უკრაინელებმა ორივე გოლი ჩვენი შეცდომების შედეგად გაიტანეს, სამაგიეროდ, ჩვენი ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა: პირველი ბურთი ვარჯიშებზე დამუშავებული სტანდარტულის შედეგი იყო. აი, მეორე გოლი კი ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრას დაამშვენებდა: "სევასტოპოლის" მეკარემ ბურთი მოიგერია და გიორგი განუგრავამ, ფაქტობრივად, მოედნის ცენტრიდან ერთი შეხებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა უკრაინელთა კარში!

- ანუ, მთლიანობაში, ამ თურქული შეკრებით კმაყოფილი ხართ?

- მთლიანობაში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ ბოლო ორ საკონტროლო მატჩში გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და, რაც მთავარია, ფეხბურთელებმაც ადვილად აუღეს ალღო ახალ ტაქტიკურ სქემას. ერთადერთი, რაც უარყოფითი ჰქონდა ამ შეკრებას, ფეხბურთელების ტრავმებია - ლადო ახალაიამ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ილია კანდელაკმა ბოლო საკონტროლო მატჩები სწორედ ამის გამო ვერ ითამაშეს; ისე, როგორც "სევასტოპოლთან" ვერ შეძლო მოედანზე გამოსვლა ჯაბა უგულავამ, რომელსაც "დიორი ეტოს" ფეხბურთელები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ.

- წინა ინტერვიუს დროს ბრძანეთ, დიდი შანსია, "სიონში" ლიტვის ნაკრების მეკარე გრიბაუსკასი ჩაირიცხოსო...

- სამწუხაროდ, ჩვენს მთავარ დამფინანსებელ "მადნეულს" დღესდღეობით თავისი პრობლემები აქვს და ამ კომპანიის წარმომადგენლებთან ახალი მეკარის დამატებაზე არ მისაუბრია. თვითონ გრიბაუსკასი თანახმაა, საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და ეს თემა კვლავაც აქტუალურია ჩვენთვის.

- სეზონის განახლებამდე სხვა სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ?

- ერთ მეკარეს აუცილებლად დავიმატებთ: გრიბაუსკასის ვარიანტი თუ არ გამოვიდა, ვინმე ქართველ ახალგაზრდას შევარჩევთ; ამას გარდა, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ახალწვეული გვეყოლება, ოღონდ გარკვეულ მიზეზთა გამო მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ.

- "სიონი" სეზონს ურთულესი სათასო მატჩით განაახლებს, რის შემდეგაც არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გელოდებათ ჩემპიონატშიც...

- კარგად მახსოვს, როგორ "ჩამოგვწერეს" სეზონის მსვლელობისას, "სიონში" ძალიან ბევრი ასაკოვანი ფეხბურთელია და გადატვირთულ გრაფიკს ვერ გაუძლებენო! არადა, სწორედ გამოცდილება მიმაჩნია ჩემი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პლუსად: "ჩიხურას", "დინამოსა" თუ სხვა ძლიერი გუნდის წინაღმდეგ "სიონის" ერთიმეორეზე გამოცდილ ფეხბურთელებს რა შიში ან რა ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ჰქონდეთ? თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ამ გამოცდილი ფეხბურთელებით გრძელდება კიდეც "სიონის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია.

- ჩვენი აზრით, დღესდღეობით უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა სწორედ "სიონს" ჰყავს...

- ეს, მართლაც ფუფუნებაა ნებისმიერი მწვრთნელისათვის, როცა, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე ორი (ზოგან - სამიც) სრულფასოვანი ფეხბურთელი ჰყავს. აი, თუნდაც გამთამაშებლის ამპლუა ავიღოთ - ამ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ თამაში აფციაურსაც, სამხარაძესაც, მიკუჩაძესაც; იგივე სიტუაციაა ფლანგის ნახევამცველებისა თუ თავდამსხმელების შემთხვევაში; აღარაფერს ვამბობ დაცვის ხაზზე, სადაც ერთმანეთზე გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ. თანაც, იმის გარდა, რომ როგორც მთავარ მწვრთნელს, უმტკივნეულო როტაციის საშუალება ხშირად მეძლევა, თვითონ ფეხბურთელებიც ვეღარ იგრძნობენ თავს შეუცვლელ პერსონებად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ 8 ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘ" ᓨᓕᓔᓚᓐᓡ ᓘᓗᓮᓝᓕᓡ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓛᓐ" ᓚᓐᓓᓝ ᓐᓮᓐᓚᓐᓘᓐᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓙᓝᓜᓢᓠᓐᓥᓢᓘ ᓐᓦᓐᓠ ᓨᓔᓡᓗᓐᓕᓐᓖᓐ
სიონი-მერანი 1:0 - აპაპი და მედინა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლადო ახალაიამ "ინტერთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ᓡᓘᓝᓜᓘ VS ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ - ᓗᓕᓐᓚᓔᓑᓨᓘ ᓜᓐᓪᓠᓘᓡ ᓨᓔᓧᓠᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨᓔ
ᓚᓐᓓᓝ ᓑᓣᓠᓓᓣᓚᓘ: ᓓᓦᓔᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘᓡ" ᓑᓘᓣᓯᓔᓢᓘ ᓐᓠᓘᓡ 0! ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓒᓞᓘᓠᓓᓔᓑᓘᓗ...
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ᓔᓕᓠᓝᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘ" ᓠᓕᓐ ᓬᓚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ...
ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლადო ბურდული: მაინც ამბიციური გუნდი გვეყოლება!
ბოლნისის "სიონი" გიორგი ადამიას და ილია კანდელაკს იმატებს
ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓛᓐ" ᓐᓛᓮᓐᓜᓐᓒᓣᓠ ᓛᓐᓢᓩᓨᓘ "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓓᓐᓛᓐᓯᓔᓠᓔᓑᓚᓐᓓ ᓡᓫᓚᓘᓐ
მიქაუტაძე VS საზონოვი - ქართველის დაბრუნება "ლიონში" და საბას წასული კონკურენტები...
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ