უმაღლესი ლიგა. გამოტოვებული მატჩი
ეს მატჩი 2013 წლის 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიდო. რაც შეეხება ამჟამინდელი თარიღის შერჩევას, ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა XVII ტურის ეს გამოტოვებული შეხვედრა 22 თებერვალს დანიშნა.

ჯერ ერთი, "ზესტაფონიც" და "სპარტაკიც" თასზე აღარ აგრძელებენ ასპარეზობას (ამ დღეს ხომ პირველი მეოთხედფინალური მატჩები უნდა ჩატარდეს), თანაც, რაც მთავარია, პირველი ეტაპის დამთავრებამდე დარჩენილი ოთხი ტურის წინ ყველა გუნდს ერთნაირი რაოდენობის მატჩები ექნება.

მოკლედ, ამ გამოტოვებული მატჩის შემდეგ 12-ვე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში იქნება.

..."ზესტაფონისა" და "სპარტაკის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმერულ კლუბს მეტოქესთან აშკარა უპირატესობა აქვს. ყველაზე ხშირად კი "სპარტაკის" კარში გოლები ახლო წარსულში "ზესტაფონისა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ ფორვარდებს ჯაბა დვალს (9 გოლი) და ნიკა გელაშვილს (8 გოლი) გაჰქონდათ.

რაც შეეხება "სპარტაკს", ცხინვალელთა გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება და აქედან ერთი შემთხვევა ამ სეზონში მოხდა. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ 21 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში "ზესტაფონსაც" და "სპარტაკსაც" სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ: შესაბამისად, რატკო დოსტანიჩი და ვლადიმერ ხაჩიძე;

თანაც, მართლაც დრამატული და უცნაური სცენარის მქონე მატჩი გამოდგა: "ზესტაფონი" უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში "სპარტაკის" ნახევარმცველმა კახა კაკაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა!

...ამის შემდეგ ორივე გუნდში არაერთი საკადრო ცვლილება მოხდა; თანაც, ისიც დაემთხვა, რომ დოსტანიჩსაც და ხაჩიძესაც, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დღეს მოუწიათ თავიანთი გუნდებიდან წასვლა: ოქტომბრის ბოლოს, "ზესტაფონის" და "სპარტაკის" თასის გათამაშებიდან გამოვარდნის შემდეგ.

"ზესტაფონში" გია გეგუჩაძე მივიდა, "სპარტაკში" - კახა კაჭარავა და სამი-ოთხი წლის წინათ ამ მწვრთნელების პაექრობაში ლამის ჩემპიონობის ბედი რომ წყდებოდა, დღესდღეობით განსხვავებული სიტუაციაა: იმერული კლუბი ზედა ექვსეულში მოხვედრის კი არა, საპრიზო ადგილების მოპოვების რეალურ კანდიდატად მიგვაჩნია, "სპარტაკს" კი ბევრად უფრო მოკრძალებული მიზანი აქვს.

თუმცა, 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, მაინც უნდა ველოდოთ დაძაბულ პაექრობას და ისიც საინტერესოა, თუ როგორ კონდიციებში შეხვდებიან გუნდები სეზონის დაწყებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს მოუგო" და მეცხრედ გახდა ლიგის თასის გამარჯვებული
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ავტობუსს, რომლითაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "უემბლიზე" მიდიოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
ხაჩიძე "ლოკომოტივთან" ნამატჩევს: სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და გულშემატკივრების ფაქტორიც მნიშვნელოვანია
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ლეგიონერი მწვრთნელები - აქაურებს ყველა როდი სჯობდა...
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
რუსთავის ”მეტალურგს” ვარლამ კილასონიაც ტოვებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"რუსთავის" მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დანიშნეს
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება