ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია

სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია

MVP ტეემუ სელიანეა
არ წახვიდე, ტეემუ!

ამერიკის ნაკრების გამოსვლა სოჭის ოლიმპიადაზე კრახით დასრულდა. გუნდმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა რუსეთი და ტურნირის პირველ ოთხ მატჩში 20 შაიბა გაიტანა, ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ვერც ერთხელ ვერ აიღო კანადისა და ფინეთის კარი და ორჯერ წააგო.

თუ ნახევარფინალში კანადასთან 0:1 მარცხი არავის გაჰკვირვებია, ბრინჯაოსთვის ფინეთთან განადგურებას არავინ ელოდა. ამერიკელები დაამარცხა იმ ჰოკეისტმა, რომელმაც ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა მეოთხედფინალში რუსეთის ძლევაში. ეს არის 43 წლის ფინელი ფორვარდი ტეემუ სელიანე, რომელიც ბოლო ოლიმპიადას თამაშობდა კარიერაში.

უბერებელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა აშშ-სთან მატჩში, თან საკუთარი გუნდის ფორვარდებს შორის ყველაზე მეტი დრო გაატარა ყინულზე. მეორე პერიოდში ანგარიში სწორედ სელიანემ გახსნა, შემდეგ კი ფინელთა კიდევ ერთმა ვეტერანმა იუსი იოკინენმა ორამდე გაზარდა სკანდინავიელთა უპირატესობა. ორივე შემთხვევაში, ფინეთმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. ამ შაიბებს შორის ინტერვალი 11 წამი იყო.

აშშ-ს მანამდეც და შემდეგაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ გუნდი დააღალატა "ჩიკაგოს" ფორვარდმა პატრიკ კეინმა. მან ჯერ 0:0-ზე, შემდეგ კი 0:2-ზე მიიღო ბულიტის შესრულების უფლება და ორივე დუელი წააგო მეკარე ტუუკა რასკთან (ამ გოლკიპერმა გამოტოვა შვედეთთან 1:2-ით წაგებული ნახევარფინალი), რომელმაც 27 დარტყმა მოიგერია და შათაუტი შეასრულა.

კეინის უიღბლობამ საბოლოოდ გატეხა ამერიკა და მეორე ტაიმში მას არც დაცვაში თამაში ჰქონია და არც შეტევაში. შედეგად, ფინეთმა მესამე პერიოდში სამი უპასუხო შაიბა გაიტანა და ბრინჯაოს მედლით გაემგზავრა ოლიმპიადიდან.

დამსახურებული კანადა

სოჭის ოლიმპიური თამაშები ჰოკეის ტურნირის ფინალით დასრულდა. რუსების დიდი სურვილის მიუხედავად, მათი ნაკრები ამ მატჩში წარმოდგენილი არ ყოფილა. ოქრო უნდა გაეთამაშებინათ ოლიმპიადის ორ საუკეთესო გუნდს - კანადასა და შვედეთს.

შეხვედრის წინ უამრავი პროგნოზი კეთდებოდა, თუმცა დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც კანადის ნაკრებს ანიჭებდა, თუნდაც იმიტომ, რომ შვედეთის ნაკრების შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმოდა. სოჭში ვერ ჩავიდა ჰენრიკ სედინი, ჯგუფურ ტურნირზე მიიღო ტრავმა ჰენრიკ ზეტერბერგმა, ხოლო ფინალში მოულოდნელად ვერ ვიხილეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ნიკლას ბექსტრიომი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან თავის ტკივილის წამალი მიიღო, რომელიც აკრძალულ პრეპარატს შეიცავდა და მისი ფინალში თამაში შეუძლებელი გახდა.

კანადამ პირველივე წუთიდან არანორმალური ტემპი შესთავაზა მეტოქეს, მაგრამ პირველი საგოლე მომენტი შვედებმა შექმნეს, როცა გუსტავ ნიკუისტის დარტყმა ძელს მოხვდა. შაიბა კერი პრაისის კარის ხაზზე გაცურდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჭირა მეკარემ. ცოტა ხანში კი კანადელები ხუთეულის შეცვლისას შეცდნენ და პრაისთან პირისპირ გავიდა ნიკლას კრონვალი, მაგრამ პირდაპირ "მონრეალის" გოლკიპერს გაარტყა შაიბა.

კანადა თითქოს უფრო აქტიურობდა, მაგრამ სადღაც პერიოდის შუაში დარტყმების შეფარდება ექვსი ორთან იყო, შვედეთის სასარგებლოდ.

გარკვეული ხანი, ერთადერთი შეტევითი სამეული, რომელიც შვედეთს პრობლემებს უქმნიდა, სიდნი კროსბის ტრიო იყო. "პიტსბურგის" ვარსკვლავი და პატრის ბერჟერონი სასწაულებს სჩადიოდნენ, თუმცა ერთხელ ამ უკანასკნელსაც არ გაუმართლა, როცა ძელს გაარტყა შაიბა.

ამის შემდეგ კი ნამდვილი დეჟავუ ვიხილეთ: ოთხი წლის წინ კანადის ნაკრებმა აშშ-სთან ფინალში მე-12 წუთსა და 50-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს გააკეთა "ჩიკაგოს" ფორვარდმა ჯონათან ტეივზმა და ახლაც მან გაიტანა ფინალში პირველი გოლი, როცა მე-12 წუთსა და 55-ე წამზე მიმართულება შეუცვალა ჯეფ კარტერის პასს. ეს ტეივზის პირველი შაიბა იყო ტურნირზე.

მეორე პერიოდი კანადის ნაკრების ბენეფისად იქცა. შვედეთის ნაქებ დაცვას თავბრუ დაეხვა და ერთ ეპიზოდში იძულებული გახდა, მოედნის გარეთ გადაეგდო შაიბა. რიკ ნეშს, მარტინ სან ლუის, კორი პერის და სხვებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ბრწყინვალე ჰენრიკ ლუნდკვისტი ახერხებდა მათი შეტევების მოგერიებას.

და სწორედ ამ დროს საქმეში ჩაერია სიდნი კროსბი. მისი მისამართით ამ ოლიმპიადაზე უამრავი კრიტიკა გაისმა. კანადური ჰოკეის უპირველესი ვარსკვლავი, NHL-ის საუკეთესო ბომბარდირი, ნაკრების კაპიტანი, ვანკუვერის გადამწყვეტ მატჩში ოქროს გოლის ავტორი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთი შაიბაც არ ჰქონდა გატანილი.

როგორც გაირკვა, ტურნირზე თავისი ერთადერთი გოლი მან სწორედ გადამწყვეტი მატჩისთვის შემოინახა. თან როგორი გოლი! სიდმა საკუთარ ზონასთან მოპარა შაიბა ჯონათან ერიქსონს, ნახევარი მოედანი გაირბინა და მშვიდად მოატყუა ლუნდკვისტი.

ცხადი იყო, რომ იმ დღეს შვედეთს ვერაფერი უშველიდა. სკანდინავიელმა მცველებმა მესამე პერიოდის შუაში კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს და კრის კუნიტცსაც პირველი შაიბა გაატანინეს ტურნირზე.

კანადის ნაკრებმა XXI საუკუნეში მესამე ოქრო მოიპოვა, თანაც გასულ საუკუნეში თავისი მთავარი მტრის - რუსეთის მოედანზე.

MVP სელიანეა

ჰოკეის ტურნირის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა საუკეთესო მოთამაშედ ტეემუ სელიანე დაასახელეს, რომელმაც ოთხი გოლითა და ორი საგოლე პასით დაამთავრა ტურნირი. 43 წლის ჰოკეისტი კარიერაში მეექვსე ოლიმპიადას თამაშობდა და მეოთხე მედლის (ერთი ვერცხლი, სამი ბრინჯაო) მოგებაში დაეხმარა ფინეთის ნაკრებს. სელიანე ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ჰოკეისტია. სოჭში თავისი მონაგარი მან 43 ქულამდე აიყვანა.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა სიმბოლური ნაკრებიც დაასახელეს: მეკარე - ჰენრიკ ლუნდკვისტი (შვედეთი); მცველები - დრიუ დაუტი (კანადა), ერიკ კარლსონი (შვედეთი); ფორვარდები - ტეემუ სელიანე (ფინეთი), ფილ კესელი (აშშ), მიკაელ გრანლუნდი (ფინეთი).

ტურნირის დირექტორატმა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები გამოარჩია: მეკარე - კერი პრაისი (კანადა), მცველი - ერიკ კარლსონი (შვედეთი), ფორვარდი - ფილ კესელი (აშშ).

ჰოკეი. კაცები

1/2-ფინალი

შვედეთი-ფინეთი 2:1

0:0, 2:1, 0:0

გოლები: 0:1 ო. იოკინენი-2 (ვატანენი-5), 1:1 ლ. ერიქსონი-2 (ჯ. ერიქსონი-1, ბექსტრიომი-4), 2:1 ე. კარლსონი-4 (სტინი-3, დ. სედინი-4).

კანადა-აშშ 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლი: 1:0 ბენი-2 (ბოუმისტერი-1).

მე-3 ადგილისთვის

აშშ-ფინეთი 0:5

0:0, 0:2, 0:3

გოლები: 0:1 სელიანე-3 (გრანლუნდი-3, კორპიკოსკი-1), 0:2 ი. იოკინენი-2 (ლეჰტერია-2, კონტიოლა-4), 0:3 ჰიეტანენი-1 (ტ. რუუტუ-4, ლეპისტო-1), 0:4 სელიანე-4 (გრანლუნდი-4, კორპიკოსკი-2), 0:5 მაატა-3 (ლეჰტერია-3, ი. იოკინენი-3).

ფინალი

კანადა-შვედეთი 3:0

1:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ტეივზი-1 (კარტერი-2, უებერი-3), 2:0 კროსბი-1, 3:0 კუნიტცი-1.

ბომბარდირები

1. კესელი (აშშ) 8

2. ე. კარლსონი (შვედ) 8

3. გრანლუნდი (ფინ) 7

4. გრაბნერი (ავსტრია) 6

5. რადულოვი (რუს) 6

6. დაციუკი (რუს) 6

7. დაუტი (კან) 6

8. სელიანე (ფინ) 6

9. უებერი (კან) 6

სნაიპერები

1. გრაბნერი (ავსტრია) 5

2. კესელი (აშშ) 5

3. დარძინში (ლატ) 4

4. დაუტი (კან) 4

5. ე. კარლსონი (შვედ) 4

6. სელიანე (ფინ) 4

ასისტენტები

1. ვატანენი (ფინ) 5

2. დაციუკი (რუს) 4

3. ბექსტრიომი (შვედ) 4

4. რუუტუ (ფინ) 4

5. ე. კარლსონი (შვედ) 4

6. კონტიოლა (ფინ) 4

7. ვან რიმსდიკი (აშშ) 4

8. დ. სედინი (შვედ) 4

9. პაველსკი (კან) 4

10. მარლო (კან) 4

11. კეინი (აშშ) 4

12. გრანლუნდი (ფინ) 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓛᓝᓣᓗᓕᓘᓜᓘᓔᓠᓔᓑᓔᓚᓘ "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘ"

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

NHL. ᓞ

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა

მსოფლიოს ჩემპიონატი: ორი ვარსკვლავი შვედეთს

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ

სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე მომგები ევროპელი

NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓚᓣᓜᓓᓙᓕᓘᓡᓢᓛᓐ ᓘᓜᓢᓠᓘᓒᓐ ᓓᓐᓐᓑᓠᓣᓜᓐ

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "პიტსბურგმა" გაათანაბრა

ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ

ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓓᓐᓤᓐᓡᓔბᓣᓚᓘ "ᓘᓮᓕᓘᓐ"

რეიტინგები და პროგნოზები სეზონის წინ

NHL. ფინალი. III მატჩი: ფენომენალური ფინელი

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება

NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓗᓘᓗᓥᓛᓘᓡ "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘ" ᓐᓠᓘᓐᓜ

ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓙᓰᓚ-ᓨᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ

სოჭი 2014: ჰოკეი - რუსებმა სოჭში მთავარი წააგეს, ფინეთი ნახევარფინალშია

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი - ენისი, სატერი, ლუნდკვისტი

სოჭი 2014: კანადა მაიკ ბებკოკს ჩააბარეს

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი დიდ ხუთეულშია

სიდნი კროსბი პირველი აღარ არის

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დაფასებული ლეგენდა

NHL. ᓠ