ყველაზე ასაკოვანი
მთელი სეზონის განმავლობაში 18 წლის ამერიკელი ვუნდერკინდი მიკაელა შიფრინი დომინირებდა სპეციალურ სლალომში (ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მას მსოფლიოს თასზე შვიდი სლალომი აქვს მოგებული) და სოჭის ოქროსთვის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველი ცდის შემდეგ კი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა, რადგან ამერიკელმა 49 მეასედი წამი მოუგო გერმანელ მარიო ჰიოფლ-რიშს და ლიდერობა მოიპოვა.

მეორე ცდაზე ყველას გაუჭირდა, გარდა ავსტრიელი მარლის შილდისა, რომელსაც ფანტასტიკური დაშვება ჰქონდა და საშუალედო ლიდერობა იგდო ხელთ. ჰიოფლ-რიშმა და სხვა ფავორიტებმა მედლის შანსი დაკარგეს და რჩებოდა მხოლოდ შიფრინის გამოსვლა. რთული ტრასის გამო ამერიკელს გარანტირებული არაფერი ჰქონდა. პირველივე საშუალედო ფინიშის შემდეგ მასსა და შილდს შორის სხვაობა შემცირდა, შემდეგ კი კინაღამ კატასტროფა მოხდა - მიკაელა ცუდად შევიდა ერთ-ერთ მოსახვევში და სულ ცოტა დააკლდა წაქცევამდე, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა. მას ეყო პირველ ცდაზე მოპოვებული უპირატესობა და საბოლოოდ, 53 მეასედი წამი მოუგო შილდს.

შიფრინი გახდა ოლიმპიადების ისტორიაში სამთო თხილამურებში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ყველაზე ასაკოვანი

სოჭში სლალომის ტრასის სირთულე საკუთარ თავზე გამოსცადეს მამაკაცებმა. აქ პირველი ცდის შემდეგ ლიდერი იყო 34 წლის ავსტრიელი მარიო მატი. მის კოლექციაში არ მოიპოვებოდა ოლიმპიური მედალი და თან, ასაკიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ეს მატის კარიერაში ბოლო ოლიმპიადა იყო.

პირველ ცდაზე მოპოვებული ლიდერობის მიუხედავად, მატს არავინ ანიჭებდა უპირობო ფავორიტის სტატუსს. ისევ და ისევ ითვალისწინებდნენ ტრასის სირთულესა და წინა სტარტებზე მომხდარ ბევრ მოულოდნელობას. თანაც, ავსტრიელს ბევრით არ ჩამორჩებოდნენ მისი კონკურენტები.

მეორე დაშვებისას, დიდი ხანი სხვებისთვის ორიენტირი იყო ადამ ზამპას დრო. სლოვაკს 26-ე პოზიციიდან შესანიშნავი გარღვევა ჰქონდა, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ მისი საბოლოო შედეგი საპრიზო სამეულში შესვლის საშუალებას ვერ მისცემდა.

ზამპას შემდეგ სოლიდური დრო აჩვენა მსოფლიოს თასზე სლალომის ჩათვლაში მეორე ნომერმა, 19 წლის ჰენრიკ კრისტოფერსენმა, თუმცა სულ მალე მას გაუსწრო მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა. და ამის შემდეგ დაიწყო ყოვლად გაუგებარი რამ: პირველი ცდის შემდეგ 30 საუკეთესო მოთხილამურიდან 13-მა ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ზედიზედ ხუთი ფავორიტი გამოეთიშა ბრძოლას: ალექსის პინტურო, ფელიქს ნოიროიტერი, ტედ ლიგეტი, ჟან-ბაპტისტ გრანჟი და მატინ ჰარგინი. მათ ვერ ჩააღწიეს ფინიშამდე და ოქროს მედლისკენ გზა გაუხსნეს ჰირშერს.

თუმცა წინ იყო მარიო მატის გამოსვლა. ვეტერანმა პირველ ცდაზე 1.28 წამი მოუგო ჰირშერს. მეორე დაშვებისას ფრთხილი ტაქტიკის გამო მან წამი წააგო ახალგაზრდა თანამემამულესთან, მაგრამ დარჩენილი 28 მეასედი წამი არსად გამქრალა და ამან მარიოს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოუტანა - პირველი და, როგორც ჩანს, ერთადერთი. თუ მიკაელა შიფრინი სამთო თხილამურების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, მატი სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ამერიკელებმაც გაიხარეს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა