მინსკში, ბელორუსის პრეზიდენტის თასზე სამბოში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი გაიმართა
მინსკში გაიმართა სამბოში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი ბელორუსის პრეზიდენტის თასზე.

საქართველოს სამბისტთა ნაკრებს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატამდე (15-19 მაისი, ბუქარესტი), მარტის მიწურულს ელით კიდევ ერთი მსოფლიოს თასის ეტაპი - "ხარლამპიევის მემორიალი" (მოსკოვი, 24-27 მარტი) და საბოლოოდ გამოიკვეთება რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა.

ბელორუსის მსოფლიოს თასზე კი ქართველებმა 13 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ასპარეზობაში 12 ქვეყნის სამბისტები მონაწილეობდნენ. გუნდური I ოთხეული ასე განაწილდა: 1. ბელორუსი, 2. საქართველო, 3. რუსეთი, 4. ყაზახეთი.

ქართველი სამბისტებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს: ზუგდიდელმა ბესარიონ ბერულავამ (74 კგ) და მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ). ბერულავამ ფინალში სძლია უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიგრან კაზარიანს, ლორიაშვილმა კი თანამემამულე - ლაშა გურულს.

ლაშას გარდა, ვერცხლის მედლები კიდევ ორმა ჩვენებურმა მოიპოვა - ხაშურელმა დიმიტრი მულაძემ (52 კგ) და ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

მესამე ადგილებს დაეუფლნენ: გივი ნადარეიშვილი (52 კგ), გენადი ჩირგაძე (57 კგ), ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), შმაგი ლაგაზაური (62 კგ), ზაურ გაგნიძე (82 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), დავით კარბელაშვილი (90 კგ) და გიორგი ნოზაძე (+100 კგ).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვის ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამეს
ქართველმა სამბისტებმა კვიპროსის ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს
ქართველი სამბისტები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ
ქართველმა სამბისტებმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს