სერხიო პერესის საუკეთესო შედეგი
ბაჰრეინის ტრასაზე დაიწყო წინასასეზონო ტესტების მესამე სერია. როგორც ჩანს, მეორე სატესტო სერიის დროს ინჟინრებმა კარგად იმუშავეს შექმნილ პრობლემებზე. ამიტომაც გუშინდელი დღე ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიწყო და ყველა გუნდი გავიდა ტრასაზე. საჯინიბოებმა ბაჰრეინში უამრავი ტექნიკური სიახლე ჩაიტანეს. ასე რომ, მესამე სატესტო სერიაში სამუშაო გრაფიკი მეტად მჭიდრო იქნება.

კვლავ გარკვეული სირთულეები ჰქონდათ "რენოს" კლიენტებს. დილით ტესტები შეწყდა კამუი კობაიაშის "კატერჰემზე" გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის გამო. შემდეგ ტრასაზე გაჩერდნენ დანიილ კვიატი და პასტორ მალდონადო. "რედ ბულს" მოუწია შეემცირებინა გუშინდელი პროგრამა ძალისმიერი აგრეგატის ელემენტების გადახურების გამო, "ლოტუსს" კი გამოსაბოლქვი სისტემის გამო შეექმნა პრობლემები.

გავლილი დისტანციის მხრივ, "რენო" ისევ ყველაზე უკან აღმოჩნდა, მაგრამ გუშინ გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე მეორე სერიისას. მოკლედ, პროგრესი აშკარაა.

ნიკო როსბერგმა 89 წრე გაიარა და ვადაზე ადრე დაასრულა პროგრამა. კიმი რაიკონენი დიდი ხანი შეყოვნდა ბოქსებში - გასულ კვირას "ფერარის" მთავარმა ინჟინერმა ნიკ ფრაიმ დაიჩივლა იმის გამო, ახალ მანქანებზე მცირე პრობლემის მოგვარებასაც კი დიდი დრო სჭირდება. საღამოს ტესტები წითელი დროშების რეჟიმში დასრულდა - რაიკონენის ბოლიდის პრობლემების გამო.

დილით გუნდები კონცენტრირებულნი იყვნენ აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობის შეფასებით, შესვენების შემდეგ კი იყო რბოლის იმიტაცია. ამ დროს შეაფასეს ძალისმიერი აგრეგატის მუშაობა საწვავის ეკონომიის რეჟიმში, იმუშავეს "პირელის" ახალი საბურავებით და დარწმუნდნენ მანქანების საიმედოობაში.

გავლილი დისტანციის მიხედვით, ლიდერები ისევ "მერსედესის" კლიენტები იყვნენ - ზამთრის ტესტებზე კილომეტრაჟით ისინი სხვებზე გაცილებით წინ არიან. ყველაზე მეტი წრე "უილიამსის" პილოტმა გაიარა - გასულ კვირას გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა ამ მაჩვენებლით, როცა ოთხ დღეში 323 წრე დაფარა, გუშინ კი ვალტერი ბოტასმა 128 წრე გაიარა.

ოქმს სათავეში ჩაუდგა სერხიო პერესი, რომელმაც დილის სესიისას დააფიქსირა 1 წუთი და 35.290 წამი, რაც ორი წამით უარესია გასული კვირის საუკეთესო დროზე.

I წრე

1. პერესი (Force India) 1:35.290 (105 წრე)

2. ბოტასი (Williams) +0,894 (128)

3. რაიკონენი (Ferrari) +1,142 (54)

4. როსბერგი (Mercedes) +1,334 (89)

5. სუტილი (Sauber) +2,410 (89)

6. მაგნუსენი (McLaren) +2,535 (109)

7. რიკარდო (Red Bull) +2,618 (39)

8. ჩილტონი (Marussia) +3,320 (44)

9. კვიატი (Toro Rosso) +3,952 (56)

10. მალდონადო (Lotus) +5,309 (31)

11. კობაიაში (Caterham) +6,995 (19)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ᓑᓐᓰ
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა..." - სერხიო პერესი
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა