2 მარტს ლანჩხუთის "გურია" მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვერ უმასპინძლებს?
27 თებერვალს ლანჩხუთის "გურიას" ცენტრალურ სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თავკაცობით.

მოგეხსენებათ, გასული წლის ივლისიდან სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "გურიას" მთავარ არენაზე სერიოზული საქმეა გაკეთებული - ტრიბუნაზე დამონტაჟებულია ინდივიდუალური სკამები, სრულდება ლოჟის მონტაჟი, გასახდელებში სამუშაოები თითქმის დასრულებულია...

მოკლედ, სფფ-ის სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მზად სტადიონი უმაღლესი ლიგის მატჩების სამასპინძლოდ.

"რაც ვნახე, ჯერ დასრულებული არ არის სამუშაოები, თუმცა იმას კი აღვნიშნავ, რომ რაც გაკეთებულია, მაღალ დონეზეა შესრულებული.

როცა სფფ-ის პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ ვთქვი, რომ "გურია" არის ბრენდი და უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში. დღეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია, ევროსაგზურისთვის ბრძოლა შეუძლია და სტადიონი მზად უნდა იყოს.

2 მარტისთვის, ალბათ, თამაშის აქ ჩატარება შეუძლებელია. სამსაჯოსა და გასახდელებში ავეჯი არ არის შეტანილი, არ არის გამოყოფილი უსაფრთხოების ოფიცრისა და სამედიცინო პუნქტის ოთახები. დაალაგეთ ყველაფერი და ჩამოსვლას არ დაგზარდებით", - უთხრა "ლელოს" ზვიად სიჭინავამ.

"გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტს აღუთქვეს, რომ პრობლემას უახლოეს 2 დღეში მოაგვარებენ, თუმცა სფფ-ის თავკაცმა აღნიშნა, რომ თუ საკუთარი თვალით არ ნახავს, დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"ეს მინდორი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში და გული მწყდება, რომ ახლა ასეთ დღეშია. თუ თქვენ მოიტანთ სილას, მე გამოგიგზავნით სპეცტექნიკას და დაგეხმარებით", - განაცხადა სფფ-ის შეფმა, რომელსაც გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ სთხოვა - თუ შესაძლებელია, ამ ეტაპზე გამონაკლისი დავუშვათ - ამ თამაშს მთელი ლანჩხუთი ელისო.

"შენ რას შვრები ახლა, "მაბავ"?! პირდაპირ მითხარი, ღია საუბარი მიყვარს, ხომ იცი?! არ გამოვა ამ სიტუაციაში და თუ მეტყვი, რომ პრობლემა არ არის, მაშინ დაჯექი ჩემს ადგილზე და შენ მიიღე გადაწყვეტილება", - უთხრა სიჭინავამ ებრალიძეს და იქვე ის დეტალები დაუზუსტა, რისი შესრულებაც აუცილებელია სტადიონის მისაღებად.

"აქედან საჩხერეში მივდივარ, იქაც სტადიონს ვამოწმებთ. თუ ამ პრობლემებს მოაგვარებთ, რაც ვთქვი, ხვალ (ანუ დღეს - რედ.) 5 საათისთვის ჩამოვალ"... - სფფ-ის თავკაცმა მაინც დატოვა იმედი, რომ 2 მარტს "გურია" მეტოქეს საკუთარ მოედანზე შეხვდება.

ეს საკითხი 28 თებერვლის საღამომდე უნდა გადაწყდეს, 1-ელ მარტს კი მეტოქემ უკვე უნდა იცოდეს, სად ტარდება თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
მშვენიერი მინდორი გაუკეტეს და ამატ მოვლაც არ უნდატ
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
ᓚᓐᓜᓩ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო