უახლოეს წლებში გორელი მორაგბეებისთვის საუკეთესო სავარჯიშო და სათამაშო პირობებიც არ იქნება უცხო
რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, გორი კი სპორტული წარმატებებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. შესაბამისად, უცნაურია, რომ ეს სახეობა გორში აქამდე არ ყოფილა სათანადოდ განვითარებული. თუმცა წლეულს ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გარკვეული ღონისძიებები გორში რაგბის პოპულარიზაციისთვის

კიდევაა დაგეგმილი.

გორში რამდენიმე წელიწადია, რაც ენთუზიასტების მიერ დაარსებული რაგბის შემსწავლელი ჯგუფი არსებობდა, თუმცა მათ სავარჯიშოდ არც ნორმალური არენა ჰქონიათ და არც ქმედითი მხარდაჭერა ქალაქის ხელმძღვანელებისგან.

წლეულს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურმა სასპორტო სკოლამ რაგბის შემსწავლელი სექცია ჩამოაყალიბა, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით კი რაგბის სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სასპორტო სკოლაში აღნიშნული სექცია მისი ახალი ხელმძღვანელის, კონსტანტინე ხუბულურის (ტიტულოვანი ფალავნის, თემურ ხუბულურის ძმა) მონდომების შედეგად ჩამოყალიბდა.

"რაგბი, გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარს, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა. მას შემდეგ, რაც გორის სასპორტო სკოლის დირექტორად დავინიშნე, მიზნად დავისახე, გამომენახა საშუალება რაგბის შემსწავლელი სექციის დასაარსებლად და მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით.

ჯგუფს სათავეში ჩავუყენეთ კარგი სპეციალისტები და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვცდილობთ მათ მხარდაჭერას. ქალაქში რაგბის სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენი ძალისხმევა ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის კიდევ უფრო გაიზრდება" - თქვა კონსტანტინე ხუბულურმა.

სექციას, რომელშიც დღესდღეობით 13-დან 18 წლამდე ასაკის ოთხი ათეული ახალგაზრდა მეცადინეობს, მწვრთნელები - იასონ ასტამაძე და გიორგი ხმიადაშვილი ხელმძღვანელობენ.

მორაგბეები ამჟამად ქალაქის ერთ-ერთ ხელოვნურსაფარიან მინი-მოედანზე ვარჯიშობენ. ვინაიდან მოედანი არასტანდარტულია, მასზე სრულყოფილი წვრთნა შეუძლებელია და გაზაფხულიდან მათი "ქართლის" სტადიონის გვერდით მდებარე მინდვრისსაფარიან, დიდ მოედანზე გადაყვანა იგეგმება.

უახლოეს წლებში კი გორელი მორაგბეებისთვის საუკეთესო სავარჯიშო და სათამაშო პირობებიც არ იქნება უცხო.

ქალაქის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ, ჭალის დასახლებაში, სარაგბო სტადიონის მშენებლობა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის დაკვეთით საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ახორციელებს, ერთი თვის წინათ დაიწყო.

დაგეგმილის მიხედვით, არენის აგება გაისად, იანვარში უნდა დასრულდეს. ასე რომ, ერთ წელიწადში გორს კეთილმოწყობილი სტადიონი ექნება, მაღალი ხარისხის მოედნის საფარით და სამსართულიანი შენობით, სადაც განთავსდება ტრიბუნები და ოთახები ადმინისტრაციისათვის.

მანამდე გორელი მორაგბეები გუნდის დაკომპლექტებასაც შეძლებენ და, ალბათ, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის რომელიმე ლიგაშიც შეუდგებიან ასპარეზობას.

რამდენიმე წლის წინათ გორში არსებობდა საკმაოდ ამბიციური და ძლიერი რაგბის გუნდი "ლომები", რომელიც უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. ამ გუნდის გორში დაფუძნების ინიციატორი რეგიონის მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი გახლდათ, რომლის მონდომებით, "ლომებს" საშინაო არენად გორის ცენტრალური სტადიონი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა გადაეცათ, ხოლო საფეხბურთო კლუბი იქიდან დაითხოვეს.

თუმცა ქალაქს, სადაც რაგბის შემსწავლელი პატარა სექციაც არ არსებობდა, ბუნებრივია, რომ დიდი გუნდის შემადგენლობაშიც არ ეყოლებოდა ადგილობრივი მოთამაშეები.

რეგიონის გუბერნატორის შეცვლიდან მალევე გორის რაგბის კლუბმა არსებობა შეწყვიტა, სტადიონი კი ისევ ფეხბურთელებს დაუბრუნეს. მაშინ ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს და გორში რაგბის განვითარების შესახებ ფედერაციის გეგმებით დავინტერესდით. მან გვითხრა, რომ შიდა ქართლში, სადაც საჭიდაო სახეობები უმაღლეს დონეზეა განვითარებული, სავარაუდოდ, რაგბისაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა უპირატესობა უნდა მიენიჭოს სახეობის ბუნებრივ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ვარჯიშის დაწყებას და გუნდების დაკომპლექტებას ჯერ ბავშვობის ასაკიდან და შემდეგ ეტაპობრივად მათ გადასვლას ჭაბუკთა ლიგაში თუ უფროსებში.

რაგბის განვითარების პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს გორში, სწორედ ისეთია, რასაც ორიოდ წლის წინათ ბატონი გიორგი ნიჟარაძე პრიორიტეტად მიიჩნევდა. სასიხარულოა, რომ სპორტის ადგილობრივი მესვეურნი ამ საქმის წინსვლაში სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და სტადიონის აშენებაც გორში რაგბის განვითარებას უდავოდ დიდ ბიძგს მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო!
არა მარტო ქართლში,ყველგან ყველა რეგიონსა თუ რაიონში უნდა იყოს სტადიონი და სავარჯიშო პირობები!ვაჟკაცური,რაინდული,ჯანმრთელი,სპეტაკი სულისა და ფიზიკურად ძლიერი თაობები გვეყოლება.რაგბი ჩვენი ეროვნული სპორტია!
zaza
აუცილებელია სავარჯიშო პირობები გაუმჯობესდეს, ახალი ბაზები აშენდეს
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა
გია ნიჟარაძე მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრას დაესწრება
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გორში გაიმართება
გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - შეასრულებს ბათუმის "დინამო“ ოქროს დუბლს? [VIDEO]