იარომირ იაგრის ახალი მიღწევა
"ბაფალოს" ამერიკელი მეკარე რაიან მილერი, რომელმაც 11 სეზონი ითამაშა "სეიბრზის" შემადგენლობაში, იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა: თავდამსხმელ სტივ ოტთან ერთად ის "სენტ ლუისში" გაუშვეს. სანაცვლოდ, "ბაფალომ" მიიღო მეკარე იაროსლავ ჰალაკი, ფორვარდები კრის სტიუარტი და უილიამ კარიერი, აგრეთვე 2015 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება. 33 წლის მილერთან კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურებოდა და "სეიბრზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დრო არ გაეწელა დედლაინამდე, რომელიც ორი დღის შემდეგ დადგება.

"ვვარაუდობდი, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ მომზადება ვერ მოვასწარი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოხარული ვარ, რომ "სენტ ლუისის" რიგებში თამაშის საშუალება მივიღე. ეს ჩემთვის ახალი თავგადასავალია. მიმაჩნია, რომ "ბლუზი" ძლიერი გუნდია, რომელსაც სერიოზული მიზნების გადაწყვეტა შეუძლია. ჩემი ოცნება - სტენლის თასის მოპოვებაა და ახალ კლუბში მექნება მისთვის ბრძოლის შანსი", - განაცხადა მილერმა.

რაც შეეხება "ბაფალოს", იქ ახალი გუნდის მშენებლობა იწყება. ამ მომენტისთვის, "სეიბრზს" უახლოესი ორი წლის დრაფტებზე პირველი რაუნდში ოთხი არჩევანის უფლება აქვს.

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, ორ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მოვლენას ჰქონდა ადგილი. "ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდი იარომირ იაგრი მეშვიდე ჰოკეისტი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც 700-შაიბიან ზღვარს მიაღწია. 42 წლის ჰოკეისტმა საიუბილეო შაიბა "აილენდერსთან" გასვლით შეხვედრაში გაიტანა, როცა მეორე პერიოდში აიღო რუსი ევგენი ნაბოკოვის კარი. ეს იაგრისთვის მე-19 შაიბა იყო სეზონში.

მოგვიანებით, ამავე მატჩში იაგრი გაუტოლდა საუკეთესო ასისტენტების სიაში მეცხრე ადგილზე მყოფ მარსელ დიონს - 1040 შედეგიანი პასი. ამასთან, ჩეხი მეშვიდე ადგილზეა ყველა დროის ბომბარდირებს შორის - 1740 ქულა. მან ეს რაოდენობა 1452 მატჩში მოაგროვა. იაგრი ჩრდილოამერიკულ ლიგაში 1990 წლიდან თამაშობს.

ამასობაში, "ვაშინგტონ კეპიტალზის" კაპიტანმა ალექსანდრ ოვეჩკინმა დუბლი გაიფორმა "ბოსტონთან" მატჩში და NHL-ში თავისი ქულების მონაგარი 800-მდე აიყვანა. ის 150-ე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ამისთვის 28 წლის ფორვარდს 658 მატჩი დასჭირდა.

28 თებერვალი

ბაფალო-სან ხოსე 4:2

1:0, 0:1, 3:1

გოლები: 1:0 ჰოჯსონი-15 (მიერსი-11, ერჰოფი-23), 1:1 შეპარდი-2 (ვლასიკი-16, დ. ბოილი-16), 2:1 ფლინი-6 (გირგენსონსი-14), 3:1 მოულსონი-17 (მიერსი-12, მ. უებერი-4), 3:2 მარლო-24 (ჯ. ტორნტონი-50, დ. ბოილი-17), 4:2 მიერსი-8 (დ'აგოსტინი-5).

კოლორადო-ფინიქსი 4:2

1:1, 0:0, 3:1

გოლები: 0:1 დოუნი-16 (ბოდკერი-24, ეკმან-ლარსონი-22), 1:1 პარენტო-12 (დუშენი-34, ო'რაილი-22), 2:1 გენინი-1 (ლანდესკოგი-31, პ. შჩასტნი-26), 3:1 პ. შჩასტნი-18 (ლანდესკოგი-32, მაკინონი-24), 3:2 დოუნი-17 (იენდლი-32, ეკმან-ლარსონი-23), 4:2 ლანდესკოგი-19 (მაკინონი-25, ბერი-16).

ვანკუვერი-მინესოტა 1:2 (ბ)

1:1, 0:0, 0:0, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 კესლერი-21 (ჰიგინსი-18), 1:1 პარიზე-20 (პომინვილი-19, გრანლუნდი-24).

ბულიტები გაიტანეს: ფონტენი (მინესოტა).

ანაჰაიმი-სტ ლუისი 1:0

1:0, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 კოლიანო-18 (ს. კოივუ-14, ფაულერი-26).

1 მარტი

ბოსტონი-ვაშინგტონი 2:4

0:1, 2:2, 0:1

გოლები: 0:1 ოვეჩკინი-42 (ჯ. კარლსონი-16, ბექსტრიომი-48), 0:2 ოვეჩკინი-43 (მ. იოჰანსონი-30, ჯ. უორდი-17), 0:3 ჯ. უორდი-18, 1:3 პ. ბერჟერონი-17 (დ. ჰემილტონი-9, რ. სმიტი-26), 2:3 შ. ტორნტონი-5 (პეი-6, გ. კემპბელი-10), 2:4 ფერი-10 (ჩიმერა-18).

აილენდერსი-ნიუ ჯერსი 1:6

0:1, 1:4, 0:1

გოლები: 0:1 ენრიკე-17 (ქლოუ-11, რაიდერი-12), 0:2 იაგრი-19 (ზეიჯაკი-21, ე. გრინი-19), 0:3 ქლოუ-5 (ენრიკე-14, გელინასი-18), 1:3 ოკსოპო-25 (ვანეკი-31, ბეილი-18), 1:4 ჟიდლიცკი-9 (იაგრი-33, ელიაში-25), 1:5 ფეინი-3 (ლოკტიონოვი-8), 1:6 გელინასი-7 (ჟიდლიცკი-22, ელიაში-26).

ფილადელფია-რეინჯერსი 4:2

2:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ლეკავალიე-13 (სიმონდსი-26, შტრაიტი-22), 2:0 კუტურიე-10 (რიდი-13, ტიმონენი-18), 2:1 კრაიდერი-14 (რიკ ნეში-10, სტეპანი-27), 2:2 ბრასარი-13 (ბ. რიჩარდსი-28, ლუნდკვისტი-3), 3:2 სიმონდსი-19 (ტიმონენი-19, ბ. შენი-18), 4:2 ლ. შენი-4 (ჰარტნელი-23, ჟირუ-39).

კოლამბუსი-ფლორიდა 6:3

2:1, 2:2, 2:0

გოლები: 1:0 უმბერგერი-16 (ვიშნიევსკი-31, ჯ. ჯონსონი-19), 2:0 ატკინსონი-18 (სავარი-9, ჯ. ჯონსონი-20), 2:1 მატიასი-7, 2:2 ბიუგსტადი-14 (მატიასი-6), 3:2 სავარი-4 (ჰორტონი-8, იოჰანსენი-23), 3:3 ბერგენჰაიმი-14 (გილბერტი-23, ბიუგსტადი-12), 4:3 ანისიმოვი-15, 5:3 ნ. ფოლინო-16 (დუბინსკი-25, რ. მიურეი-17), 6:3 კალვერტი-7 (ლეტესტუ-18, ჯ. ჯონსონი-21).

ნეშვილი-ვინიპეგი 1:3

0:0, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 ო. იოკინენი-14 (ე. კეინი-15, ტროუბა-16), 0:2 ლედი-15 (ბოგოსიანი-7, ფროლიკი-19), 1:2 მოზერი-1 (დელ ზოტო-11, ფიშერი-16), 1:3 სეტოგუჩი-11 (ველერი-27, მ. სტიუარტი-7).

დალასი-ტამპა ბეი 2:4

0:2, 2:1, 0:1

გოლები: 0:1 სან ლუი-28 (ბრიუერი-9, პალატი-22), 0:2 ტომპსონი-6 (ჰედმანი-27, კილორნი-20), 0:3 სან ლუი-29 (პალატი-23), 1:3 რუსელი-10 (კონაუტონი-7, ფიდლერი-9), 2:3 ფიდლერი-4 (რუსელი-11, გარბუტი-10), 2:4 სალო-2 (ჰედმანი-28, კილორნი-21).

ლოს ანჯელესი-კაროლინა 3:1

1:1, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 მ. რიჩარდსი-8 (რეგერი-8), 1:1 სეკერა-10 (რაილი ნეში-8, დუაიერი-9), 2:1 მარტინესი-5 (დ. ბრაუნი-9, ჯასტინ უილიამსი-17), 3:1 ჯასტინ უილიამსი-16 (კოპიტარი-32, ლუისი-4).

მონრეალი-ტორონტო 4:3 (ო)

2:1, 0:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 გალჩენიუკი-11 (მარკოვი-29), 2:0 პასიორეტი-28 (გორჯესი-12), 2:1 ვან რიმსდიკი-25 (კესელი-36, ფანოფი-18), 2:2 ვან რიმსდიკი-26. 2:3 კესელი-33 (ბოჟაკი-23), 3:3 საბენი-9 (მარკოვი-30, დეშარნე-24), 4:3 პასიორეტი-29 (მარკოვი-31, საბენი-32).

ჩიკაგო-პიტსბურგი 5:1

1:0, 2:0, 2:1

გოლები: 1:0 პ. კეინი-29 (ტეივზი-37, ლედი-18), 2:0 ტეივზი-20, 3:0 ვერსტიგი-10 (პ. კეინი-37, ჰანზუში-8), 3:1 ნილი-22, 4:1 ბიკელი-9 (საადი-23, როჟსივალი-6), 5:1 ტეივზი-21 (პ. კეინი-31).

ედმონტონი-კალგარი 1:2 (ო)

0:1, 0:0, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 მონეჰანი-17 (კოლბორნი-12, ჯორდანო-20), 1:1 პერონი-23 (ებერლე-27, სემ განიე-19), 1:2 მონეჰანი-18 (ბირონი-9, შმიდი-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: გადადებული მატჩით განახლდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: აშშ-ს გმირი მეკარე ჰყავს
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი ოლ სტარის მიღმა
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარი" სრულად დაკომპლექტდა
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა
დღის სუპერგოგონა: დსთ-ის ულამაზესი ტანმოვარჯიშე გაშიშვლდა [VIDEO+PHOTO]