ძოძუაშვილის თქმით, ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ქუთაისელ გულშემატკივრებს გაახარებს, ჯერჯერობით შეუძლებელია
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში კლუბის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა კატეგორიულად უარყო ბოლო დროს გავრცელებული ხმები და განცხადებები იმის შესახებ, რომ კომპანია "ვისოლის" მხრიდან დაფინანსებაში გარკვეული ხარვეზები იყო.

"იმ დღიდან, როცა გუნდმა მიმდინარე სეზონისთვის მზადება დაიწყო, კლუბის წევრებთან და თანამშრომლებთან გაფორმდა კონტრაქტები და ყველა დეტალზე მოვილაპარაკეთ. ჩვენი მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ხელფასებიც დროულად რიგდება და პრემიებიც. კლუბს არავის წინაშე დავალიანება არ გააჩნია. მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებას წარვუდგინო ყველა ხარჯის შესაბამისი დოკუმენტი", - ამბობს პაპიაშვილი (იხილეთ სრულად).

ცხადია, კომენტარისთვის რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით:

- საკვებიც გვაქვს, ხელფასებიც, პირობებიც და ბაზაც. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "ვისოლი" განზე გადგა და არაფერს გვიკეთებს. მაგრამ საქმე ისაა, რა მიზნები აქვს გუნდს დასახული.

ჩვენ გვსურდა სამეულში მოხვედრა და არა ლიგაში დარჩენა. საამისო პირობები კი ნამდვილად არ გვაქვს. ან რა უნდა იყოს სამ თვეში გაკეთებული გუნდი, სადაც მოთამაშეებს ნახევარწლიან კონტრაქტებს ვუფორმებთ და გაურკვეველი მომავალია? ისიც არ ვიცით, დეკემბრის შემდეგ რომელი ფეხბურთელი დარჩება და ვის იმედად უნდა ვიყოთ. კონტრაქტები დაუმთავრდებათ და მეშინია, ისევ ახალი გუნდის აწყობა არ მომიხდეს.

სწორედ ეს გაურკვევლობაა გუნდის პირველი მტერი, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს სტრესულ ვითარებაში რომ გვაგდებს. დიახ, ვიტამინები არის, აღდგენებიც და დასვენებაც. მაგრამ უკეთესი პირობებით მეტს მივაღწევთ.

"დინამო" ჩვენზე ბევრად მდიდარია, მაგრამ ქუთაისში თამაშს თავი შეაკლეს და აგერ, ბათუმის "დინამოსთან" წააგეს. როგორც მითხრეს, გუნდი გამოფიტული ყოფილა. არადა, აღდგენები ხომ ჩვენზე ბევრად უკეთესი აქვთ? გამოდის, ესეც არ ყოფილა საკმარისი და რა გასაკვირია, რომ ჩვენც უკეთესი გვსურს.

- თქვენ "ვისოლთან" გაქვთ პრეტენზია?

- პრეტენზია კი არ გვაქვს, გაურკვეველ მომავალზე ვდარდობთ. მაგრამ სანამ გუნდში არიან, ერთად მეტი შეგვიძლია.

- რას გულისხმობთ?

- ბოლო თამაშებია, ვერ ვიგებთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის უხილავი ხელი გვებრძვის. მსაჯებთანაც საჭიროა დალაპარაკება და ფეხბურთის ფედერაციასთანაც, თორემ ვეღარ გავიგე, რა ხდება ჩვენს თავს.

მეორეცაა - "დინამოს" ფეხბურთელებს ჩვენთან მოგებისთვის პრემიად 5 ათასი ლარი დაუწესეს, ჩვენ კი მხოლოდ 500 ლარი გვქონდა. ცხადია, მეტი მოტივაცია მეტი სტიმულია და ფეხბურთელს სულ სხვაგვარად ათამაშებს.

გარდა ამისა, ჩვენ ხელფასის ნაწილს გვირიცხავენ, ნაწილი კი ფედერაციისგან დარიცხულით გაისტუმრეთო.

- ყველა ვხედავთ, სხვა გუნდები რა დღეში არიან. ამის ფონზე, "ტორპედოს" ახლა მცირედითაც რომ ეხმარებიან, ესეც შვება უნდა იყოს თქვენთვის...

- როგორ არ გვეხმარებიან, მაგრამ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ქუთაისელ გულშემატკივრებს გაახარებს, ჯერჯერობით შეუძლებელია. სამწუხაროდ, "ვისოლს" ფეხბურთიდან წასვლა სურს და ასეთ პირობებში, ვიმეორებ, მათთან პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს.

მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება? სულ ასეთ გაურკვევლობაში ხომ არ უნდა ვიყოთ? საერთოდ, საით მივექანებით კრიზისში მყოფი გუნდებით?

მეორე ამბავიც არის: როცა ხედავენ, რომ გუნდის პრობლემებით რეალურად არავინ ინტერესდება, მერე ასეთი გუნდი იჩაგრება.

- ვისგან იჩაგრება?

- ვისაც ეს შეუძლია. ბოლო ხუთი ტურია, არ მოგვიგია და თითოეულ ამ შემთხვევაში მსაჯებთან კითხვები მქონდა.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ?

- 8 მსაჯი დაიჭირეს და მიკვირს, ეს საკმარისი არ არის? ზოგჯერ ვფიქრობ, ხალხი ვიღაცის დავალებით ხომ არ მუშაობს, რომ "ტორპედო" დაიძიროს? მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ დასაფიქრებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ZVELI
ვინც ძოძუაშვილს ადვოკატად უდგება მან არ იცის ზოგადათ ქართულ ფეხბურთში, კერძოდ კლუბებში რა სიბინძურეებს აქვს ადგილი და მათ შორის ალბათ მოწინავე ადგილზეა "ტორპედო". კაცი, რომ იტყვის 500 ლარი პრემია საქართველოში მოტივაციას არ იძლევაო, ე. მას ბევრად მეტი აქვს და მაშინ რატომ წუწუნებს. ასეთებს გაძვალტყავებული ხალხის ბიუჯეტიდან ფული არ უნდა მისცე.

იმ 8 მსაჯთან ერთად სხვებიც იყვნენ დასაჭერები მიხიჩ! აი ისინი, რომლებიც რამოდენიმე თამაშში ზედიზედ პირველ ტაიმში რომ აკეთებდნენ ზამენებს ტოტალიზატორის ხათრით და მერე იძახდნენ, მინდოდა და შევცვალეო
axali
ლევან მოშორდიო ეუბნები კაცს რომელსაც იმდენი ტიტული აქვს შენ ვერ დაიმახსოვრებ მაინც რომ გითხრან, შენ თვითონ მოშორდი,, ზრდილობა ისწავლე და დაბრუნდი მერე,, ქართული ფეხბურთი კრიზისშია და ვინმეს მოცილებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ აქეთ უნდა მოვიყვანოთ კიდე პროფესიონალები,,, ვედარებით მერე ევროპას და პოლონეთს და გერმანიას გვინდა მოვუგოთ, თვალები გაახილეთ ცოტა, ვისოლს და მილიარდელებს თქვენი დაცვა არ ჩირდება ხალხო,
antibneleti
დაბოღმილი ხალხი მოშორდით პოლიტიკასაც და სპორტსაც და ქვეყანას ეშველება! ნუ გეშინიათ, ბოღმიანებსაც არ გაწირავს საშიმშილოდ ნორმალური სახელმწიფო, "პასობიე" გექნებათ ყველას!
sano
მიხიჩ მართლა მაყუთს ღუნავ?
Fridon
მიხიჩ ჯიგარო, დაანებე წუწუნს თავი - პირველი ტაიმის ზამენებით რომ გაივსე ჯიბეები და სხვაც ახეირე, მაშინ რატომ არ წუწუნებდი. შენ რომ ხარ გუნდის ტრენერი, მასეთი გუნდის დაფინანსებაზე უარის თქმაში, ვისოლს ორივე ხელის აწევით ვეთანხმები
Levanil
წადი და მოშორდი მაგ გუნდს შენი პენსიონერ ფეხბურთელებთან ერთათ...
jora
მაყუთი უნდა რეზოსა
ფეხბურტის მოყვარული
კარგი იქნება ჟურნალიტებამა კლუბისაგან ოფიციალურად მოითხოვოტ,ფეხბურტელებისა და მწვრთნელების ხელფასები,რამდენი ფეხბურტელი იღებს ხელფას.რა იხარჯება კვებაზე.რამდენია პრემია.აგვისტოდან დღემდე რამდენი დღე არის გუნდი შეკრებაზე და ხალხი დაინახავს რამდენად საფუძვლიანია მატი პრეტენზიები.ამოვიდა რა კისრში ამდენი პრეტენზიები.იქნებ თავის თავში დაენახათ ის ნაკლოვანებები რაც ხელს უშლის გუნდს წარმატებებში.
ZVELI
ძოძუაშვილმა შეთქმულების თეორია ჩამოაყალიბა. შენ თვითონ ებრძვი შენს თავს, როცა გუნდი გაავსე პენსიონრებით, როგორც მინდორზე, ისე მინდვრის გარეთ, რა სელექციონერებიც გყავს ის გუნდი მიიღე და სხვას ნუ აბრალებ. წადი ახლა დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე.
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ტორპედო VS ჟილინა - სტუმარი ფავორიტია, მაგრამ ვიცით, როგორ მოვუგოთ
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს