ამის შესახებ გიორგი პაპიაშვილმა 4 ივლისს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა
კლუბსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა 4 ივლისს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, 4 ივლისს არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ღირდეს.

"რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ევროპულ სტადიონზე, ყოველთვის ხდება, რომ ვიღაც უკმაყოფილოა და შესაბამისად, თავის პროტესტს გამოთქვამს.

ეს ჩვეულებრივი მომენტი და ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ჩვენ ცოტა სხვანაირად აღვიქვამთ.

ჩვენ გვექნება შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც განვიხილავთ, თუ რა არის მათთვის მისაღები და რა - არა. ეს არ არის დაპირისპირება კლუბსა და გულშემატკივრებს შორის და არც ისეთი ფაქტი მომხდარა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ღირდეს", - განაცხადა პაპიაშვილმა.

რაც შეეხება გულშემატკივრების უკმაყოფილებას გუნდის პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც პაპიაშვილი აცხადებს, გუნდის სტრატეგია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდა და ეს მომავალში მთელ საქართველოს გამოადგება.

"ჟილინა" არის საკმაოდ გამოცდილი გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს გუნდი 2 წლის წინ "უეფას" ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა "მარსელთან" და "ჩელსისთან" ერთად.

ბიჭებს გუშინ ცდა არ დაუკლიათ, რომ თავი გამოეჩინათ. მათ სრულად დადეს თავიანთი შესაძლებლობები. ჩვენი პოლიტიკა და მიმართულება არის იმ თაობის გაზრდა, რომელიც საქართველოს გამოადგება", - აღნიშნა პაპიაშვილმა.

როგორც "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, კლუბს 4 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო სანქციები დაეკისრება.

ქუთაისის "ტორპედოსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" შეხვედრა არეულობებით დასრულდა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების უკმაყოფილება "ტორპედოს" 0:3-ით დამარცხებას მოჰყვა.

გუნდის ქომაგები "ტორპედოს" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები მას შემდეგ აქვთ, რაც გასული სეზონის ბოლოს გუნდში ცვლილებები განხორციელდა და როგორც მწვრთნელი, ისე შემადგენლობა შეიცვალა - მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ესპანელი ჟერარდ სარაგოსა, რომელიც მანამდე თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა.

ახალი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელები გადავიდნენ.

ამასთან, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასა და ქუთაისელ გულშემატკივრებს შორის 4 ივლისის დაპირისპირების განსამუხტავად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

მცირე დაპირისპირება მოხდა გულშემატკივრებსა და თავად სამართალდამცველებს შორისაც. დააკავეს რამდენიმე გულშემატკივარი.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]

შეტაკება ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებსა და პოლიციას შორის [VIDEO]

bibo
ვეტახნმები ბიჭებს მოჭერით ბავშვი არა ჩნდება
RAMO
ქუთაისელი ქომაგი აბსოლიტურად მართალია. ეს რაც ტორპედოში ხდება არც ბიზნესის კუთხით და არც პერსპექტივის კუთხით გამართლებული არ არის. როცა ვისოლს ტორპედო შესთავაზეს აუცილებლად შესთავაზებდნენ სხვა პირობებსაც რომელიც მათ ბიზნესს წაადგებოდა. ასე იყო ფიფიას შემთხვევაშიც. ეხლა ის ხელისუფლება წავიდა ჰოდა ეტყობა ან ახალმა პირობა არ იცის ან ფხაკაძეებს უნდათ თამაშის შეცვლა. აბა როგორ ახსნით ასე უაზროდ პირველი ლიგის წარუმატებელი გუნდი დასვა უმაღლეს ლიგაში და გაიყვანო ევროპაზე. რატო??? უბრალოდ რატო? ან ბიზნესის კუთხით ან შედეგის კუთხით?
geo- geo
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგია ვისოლი რომ ტორპედოს აფინანსებს, მაგრამ თუ რაიმეს აკეთებ ბოლომდე და კარგად უნდა გააკეთო, ასე რომ ფხაკაძეებო მაინც მგონია, რომ თქვენი ჟმოტობის ბრალია უფროა ეს სირცხვილი!
dato
როგორც ჩანს ტორპედოში გადაწყვიტეს, სარფიანი გახადონ ფეხბურთი და ნაკრების ბავშვები ცოტა ხანში გაყიდონ და ფული იშოვონ... ვაი თქვენს პატრონს უბედურს, გახსენით თქვენი სკოლა ისეთი რომ თვითონ გაზარდოთ პატრიოტი ნიჭიერი ტორპედოელები, ახალი ასათიანები, იმედაძეები, ახალკაცები და ასე შემდეგ რომ მერე ფულიც იშოვოთ, თავმოყვარეობაც შეინარჩუნოთ და გულშემატკივარსაც პატივი სცეთ. მანამდე კი რაც გყავდათ იმისთვის მიგეხედათ, რომ სტიმული ყოფილიყო გუნდი ქალაქის ცხოვრებაში...
malxazi
ევროტურნირების წინ გუნდის გაახალგაზრდავება არის ქვეყნის პრესტიჟის ფეხებზე დაკიდება.უეფას რეიტინგში უნდა წავიწიოთ წინ რომ განუთესავებში მოვხვდეთ წილისყრისას.თუ სისტემატიურად არ მოვხვდით ლიგის ჯგუფში,ისე ფეხბურთი მომგებიანი ვერ გახდება.
Georgi
რომ მობრძანდით მაშინგაგეკეთებინათ ეს ცვლილებები და ახალგაზრდებზე აქცენტი!!!
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა
"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]
ტორპედო VS ჟილინა - სტუმარი ფავორიტია, მაგრამ ვიცით, როგორ მოვუგოთ
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
რევაზ ძოძუაშვილი: "ვისოლთან" პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება?
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა