"თემურ ქეცბაიამ უნდა გაითვალისწინოს ეს... პოლონურ ფეხბურთს რუსული ფეხბურთის პრიზმიდან უნდა შევხედოთ"
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში შინ პოლონეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება.

პოლონელები საქართველოს დედაქალაქში დიდ გულზე მოდიან - ცოტა ხნის წინ მათ თვით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. პოლონელებს არ აკლიათ ვარსკვლავები - თუნდაც ლევანდოვსკის, პიშჩეკის, ბლაშჩიკოვსკის, შჩესნის, კრიხოვიაკისა და მილიკის ხსენება რად ღირს.

მართალია, მხოლოდ წარსულის მოგონებებით ფონს ვერ გავალთ, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება 1997 წლის 11 ოქტომბერი. მაშინ საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო, თბილისურ მატჩში, პოლონეთს შანსი არ დაუტოვა - 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

იმ შეხვედრაში თავი არჩილ არველაძემ, თემურ ქეცბაიამ და კახა ცხადაძემ გამოიჩინეს. იმ გუნდის სათავეში პარიტეტულ საწყისებზე იდგნენ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი.

იხილეთ ვიდეო

პოლონეთთან მატჩის კვირაძალს გადავწყვიტეთ, იმ შეხვედრის გახსენება და პოლონეთის დღევანდელი ნაკრების შეფასება რევაზ ძოძუაშვილისთვის გვეთხოვა...

- ბატონო რევაზ, რას წარმოადგენს, თქვენი აზრით, პოლონეთის დღევანდელი ნაკრები?

- მათ ყველა თამაშს ვუყურე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ბოლო მატჩებში გუნდმა ძალიან მოუმატა, რაც მწვრთნელის დამსახურება უნდა იყოს.

სანამ ტაქტიკურ ნიუანსებს გავარჩევდეთ, ვთქვათ, რომ პოლონეთი მიჰყვება იმ დინებას, რასაც თანამედროვე ფეხბურთი ჰქვია. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პოლონელებმა ახალი კარგად ისწავლეს, მაგრამ, ამასთან ერთად, არც ძველი დაივიწყეს. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია - ეს ოდითგანვე, ფაქტობრივად, ერთი სკოლა იყო. კი, მათი ფეხბურთი სხვა ფეხბურთია, მაგრამ მაინც ჰგავს რუსულს, ეს იგრძნობა.

როცა საქართველოს ნაკრები მეტოქის ავ-კარგის გარჩევაზე გადავა, თემურ ქეცბაიამ უნდა გაითვალისწინოს ეს. პოლონურ ფეხბურთს რუსული ფეხბურთის პრიზმიდან უნდა შევხედოთ.

- რა სიახლეები დაინახეთ პოლონეთის ნაკრების თამაშში?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავარჩიოთ პოლონეთისა და გერმანიის ამასწინანდელი შეხვედრა. პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონს დამსახურებულად მოუგო. კი, გერმანიას ჰქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იქნება, სანამ გერმანია ითამაშებს ფეხბურთს.

იხილეთ ვიდეო

პოლონელებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ამ ქვეყანას არასოდეს აკლდა ინდივიდუალისტები. დღესაც ასეა, მაგრამ მე თვალში სხვა რამ მეცა. მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დარღვეულა სათამაშო დისციპლინა. მინდორზე ვერ ვნახე ვარსკვლავი. ყველა წინ და ყველა უკან - ასეთი იყო პოლონელთა დევიზი და ამისთვის მთელი შეხვედრის განმავლობაში არ უღალატიათ.

ცალკე უნდა ვთქვათ პოლონელთა მიერ არჩეული ტაქტიკის შესახებ. მათმა 4-4-2-მა დაჩრდილა გერმანელთა 4-5-1, რომელიც თითქოს უფრო თანამედროვედ გამოიყურება. დამტკიცდა, რომ კოლექტივიზმის შემთხვევაში 4-4-2 განლაგება არ არის მოძველებული.

- 1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი გავიხსენოთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 3:0 მოიგო...

- მაშინ ნაკრებს მე და ცხონებული დათო ყიფიანი ვწვრთნიდით. თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, მეტოქის ყველა სვლა გაშიფრული გვქონდა. მე და დათომ ვიცოდით პოლონური ფეხბურთი.

თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მითამაშია იქაური ვარსკვლავების - ლატოს, ლიუბანსკისა და სხვების წინააღმდეგ. მიუნხენის ოლიმპიადაზე მსაჯებმა ძალით წაგვართვეს ფინალის საგზური. ვის აწყობდა გერმანიაში გასამართ ფინალში საბჭოეთის გუნდი? სიტყვა გამიგრძელდა...

ჩვენ ბიჭებს ვუთხარით, რომ უნდა შეეტიათ. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, პოლონეთი მათივე იარაღით უნდა დაგვემარცხებინა. ბურთის ფლობა, სწრაფი გადაადგილება მინდორზე, დროული პასი - ამან შედეგი გამოიღო.

სხვათა შორის, მთელი ევროპა 21-ე საუკუნის გუნდს ეძახდა იმ ნაკრებს. შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ - არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ცხადაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

- რას ურჩევდით თემურ ქეცბაიას?

- დაუპირისპიროს პოლონეთს კოლექტიური ფეხბურთი. მათ ვარსკვლავები კი ჰყავთ, მაგრამ მაინც გუნდურად თამაშობენ. ერთიც უნდა ითქვას - ნაკრების ყველა ფეხბურთელი პოლონეთთან შეხვედრას საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში უნდა შეხვდეს. წარმოგიდგენიათ, პოლონეთმა ძალაში თვით გერმანია დაჯაბნა! ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

- პოლონეთმა თვით გერმანია დაჩაგრაო, თქვით. მაშ, რისი იმედი უნდა გვქონდეს?

- უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს! არ არსებობს, პოლონეთმა ისევე ითამაშოს ჩვენთან, როგორც გერმანიასთან. კი, მათი მოტივაცია დიდია. ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყეს, მაგრამ გერმანია მაინც სხვანაირი გამღიზიანებელია. პოლონეთი კი ჩვენთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალებად უნდა იქცეს. აგერ, ბატონო, მოდის ჯგუფის ლიდერი თბილისში, მიდი და აჩვენე მთელ მსოფლიოს, რა შეგიძლია.

- ლევანდოვსკი, პიშჩეკი, შჩესნი... პოლონეთს მაღალი კლასის ვარსკვლავები არ აკლია. თქვენი აზრით, ვინ არის ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერი?

- სიმართლე გითხრათ, თქვენ მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელთა მართლაც მაღალი კლასის მიუხედავად, პოლონეთის ნაკრებში გამოკვეთილ ლიდერს ვერ ვხედავ. ისინი გუნდურად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი ტენდენციაა. ზემოთ იმედი ახსენეთ და უნდა გითხრათ - პოლონეთი ძალიან კარგი, გამართული გუნდია, მაგრამ ის არ არის... ვთქვათ, ბრაზილია. მასთან თამაში და მოგება სრულიად შესაძლებელია.

- პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულებმა დატოვეთ. არადა, ბევრი თქვენი დუეტის დარჩენას ითხოვდა. რა მოხდა მაშინ?

- საქართველოში მაშინ პოლიტიკური სიტუაცია არეული იყო. ფეხბურთში იყო ჩარეული ხალხი, ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონდა სპორტის ამ სახეობასთან. იმ ნაკრებს დიდი მომავალი ჰქონდა, მთელი ევროპა აღიარებდა ამას.

მაშინ ბევრი ერეოდა ქართულ ფეხბურთში, მხედრიონულ-ძველბიჭური მენტალიტეტის ხალხი. რამდენიმე ფეხბურთელმაც დაიწყო ძველბიჭობანას თამაში. მერე გამოერკვნენ და დაანებეს თავი, მაგრამ მაშინ ასე იყო. მოკლედ, ეს იყო მიზეზები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოუგეთ უკვე:)
ბრრ
ვერ აჯობებთ პოლონეთს, იმიტომ რომ პოლონეთი გუნდია, საქართველოს ნაკრები კი "შვალი" , ამ ლექსიკას უფრო გაიგებს რეზო!
9
რა გინდათ ზოგიერთებს ამ ძოძუაშვილთან?!მაგაზე უკეთესი ტრენერი არავინ გვყავს.
ლევანი
1997 წელს საქართველოს ნაკრების მწრთვნელი დავით ყიფიანი იყო. რეზო ძოძუაშვილი-ყიფიანის დუეტი ნაკრებს 2000 წელს ჩაუდგა სათავეში. რატომ იტყუებით ა? და თუ მაინც და მაინც 96/97 წელზე გინდათ საუბარი ისიც გაიხსენეთ, რომ ფაქტობრივად უმწვრთნელოდ დარჩენილმა და დაშლილმა პოლონეთმა (დაახლოებით ისეთი მდგომარეობა იყო როგორც ახლა ჩვენთან) 4-1 რომ გადაგვირბინა რაღაც ჟურნალისტური სტანდარტები ხომ უნდა არსებობდეს?
dato
მიხიჩ ჯიგარი ხარ,დაიკიდე ეს საზიზგრენი
19
მიხიჩ წადი რაა
jaguar
კომენტარებს რატომ ბლოკავთ თქვე არასწორებო!
1A
თამაში გაარჩია :D
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
"ᕧᕕᓔ
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
ფოტოს გამო... გიორგი ქინქლაძე და დანგრეული "მეინ როუდი"
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ