პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს ხელი თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში მოეწერა
2014-15 წლების სეზონის სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM გახდება.

პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს ხელი თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში მოეწერა.

ზაალ ჩიტალაძე (სპორტული სააგენტო SBM):

"საქართველოში ამ ბრენდის სტრატეგია, ჩვენი ესპანელი პარტნიორების და ჩვენი, როგორც JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, პროფესიულ და სამოყვარულო საკალათბურთო სფეროში აქტიურ მოღვაწეობას ითვალისწინებს. ეს არის ევროპული, ცნობილი ბრენდი, რომელიც ასევე ფართოდაა წარმოდგენილი ევროპულ პროფესიულ სპორტში.

JOMA-ს ფასი და ხარისხი იდეალურ თანაფარდობაშია ერთმანეთთან, რაც ქართული ბაზრისთვის უკონკურენტო პროდუქტს ქმნის. ჩვენი სპორტული სააგენტოსა და საკალათბურთო სუპერლიგის თანამშრომლობა, ვთვლი, რომ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მხრივ.

რასაკვირველია, ეს ჩვენთვის დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. გვინდა, ამით ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ქართული კალათბურთის განვითარებაში. ფაქტობრივად, პირველები ვართ ბაზარზე, ვინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა მხოლოდ ამ სეზონით არ შემოიფარგლება და ორივე მხარისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება.

ალეკო პეტრიაშვილი (სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორი):

"მოხარულნი ვართ, რომ სუპერლიგამ სპორტული ბრენდის, JOMA-ს სახით, კიდევ ერთი პარტნიორი შეიძინა. მსურს მადლობა გადავუხადო ესპანური სპორტული ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, სპორტულ სააგენტო SBM-ს.

მემორანდუმის მიხედვით, მსაჯები და მსაჯ-მდივნები, რომლებიც სუპერლიგას ემსახურებიან, JOMA-ს სპორტული ბრენდით შეიმოსებიან. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო იქნება და მომავალშიც გაგრძელდება".

წყარო: superleague.ge

მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
დღეს საქართველოს ფუტსალის ლიგა იწყება
შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა
კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა [PHOTO]
SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში
ნაკრებში დავბრუნდები, თუ ეს დავინახე - მსოფლიო დონის ქართველი მეკარის ტკივილი
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ნაკრებს ბესიკ ზოიძე გაწვრთნის