რა უყო საქართველოს ნაკრებმა ბოსკამპის, შუშაკის, ჟირესის, ტოპმიოლერის, სეგრტისა და კუპერის კარიერიას
საქართველოს ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდაა. არავინ იცის, როდის მოეღება ბოლო მოლოდინს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალი დამრიგებელი და ფეხბურთის ფედერაცია ხელშეკრულებას წლის ბოლომდე გააფორმებენ.

უფლება არ გვაქვს, არ ვერწმუნოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს არჩილ არველაძეს. მან გვითხრა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურები.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაკლებად გვჯერა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს უცხოელი დამოძღვრავს, თუმცა თემა თავისთავად აქტუალურია და იმად კი ღირს, რომ ერთი წერილი ამასაც მიეძღვნას.

მართალია, უცხოელი მწვრთნელის იდეა ჩვენში თითქოს საბოლოოდ გაკოტრდა, თუმცა გამორიცხვით ჯერ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ. ის ვთქვათ, სად არიან საქართველოს პირველი გუნდის ყოფილი უცხოელი დამრიგებლები, რადგან, როცა ახალ მწვრთნელზე მიდგება საქმე, ძალაუნებურად პირველად მათ იხსენებ...

ყოფილები

იოჰან ბოსკამპი (1999) - საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი. მისი შეფობით საქართველომ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა ბოსკამპი უფრო სხვა რამით დაგვამახსოვრდა. წავიდა და დაგვიტოვა უკვდავი ფრაზა - "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ".

ბოსკამპმა საქართველოს ნაკრების შემდეგ რამდენიმე გუნდი გაწვრთნა. 2009 წელს ის "ბევერენში" მუშაობდა და მას შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზე აღარ გამოჩენილა. ბოსკამპის დაბრუნება საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია.

ივო შუშაკი (2003) - ხორვატმა საქართველოში კარგი სახელი და დიდი სიყვარული დატოვა. მისი მეთაურობით გამოიჭედა საქართველოს ნაკრების ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება რუსეთთან. შუშაკი ბოლოს, 2013 წელს, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. წესით, ის სიამოვნებით უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

ალენ ჟირესი (2004-05) - ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავს დიდი შედეგები არ ჰქონია ჩვენში, თუმცა ნაკრების რიგ მატჩებში პროგრესი შესამჩნევი იყო. ბოსკამპის არ იყოს, ამ ეტაპზე საქართველოში ჟირესის დაბრუნებაც გამორიცხული გვგონია, რადგან ის წარმატებით მუშაობს სენეგალის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

კლაუს ტოპმიოლერი (2006-08) - ბევრის აზრით, საქართველოს ნაკრები სწორედ ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით თამაშობდა ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს (ამ მოსაზრებას წერილის ავტორიც იზიარებს). ტოპმიოლერმა ერთხელაც ვერ შეკრიბა საქართველოს ნაკრებში ოპტიმალური თერთმეტეული და იღბალმაც არაერთხელ უგანა. აქედან წასვლის შემდეგ ის მწვრთნელობას შეეშვა და მეღვინეობით იქცევს თავს. ქართულ სანაკრებო ფერხულში მისი დაბრუნების იდეა თითქოს მიმზიდველად მოსჩანს, თუმცა ვეჭვობთ, 63 წლის ჰერ კლაუსმა ტკბილი გერმანული ცხოვრება ქართულ დავიდარაბაზე გაცვალოს.

პეტარ სეგრტი (2008) - სეგრტმა მხოლოდ ორ მატჩში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს, ახლა კი ბოსნიური "ზვეზდას" დამრიგებელია. ამ კაცზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ.

ექტორ კუპერი (2008-09) - ჩვენებურ რეალობას ალღო ვერ აუღო და საქართველოს გაწვრთნის შემდეგ მისი დიდებული (თან უიღბლოც) სამწვრთნელო კარიერა დაღმართში დაეშვა. 59 წლის არგენტინელის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში გამორიცხულია.

როგორი უცხოელი გვჭირდება?

ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკეთ იციან. ჩვენ მხოლოდ აზრის გამოთქმა შეგვიძლია. თუ არჩევანი "ლეგიონერ" მწვრთნელზე შეჩერდება, უპრიანია, ის ახალგაზრდა და ტიტულებს, გამარჯვებებს მოწყურებული იყოს.

ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ აუცილებლად მიგვაჩნია ის, რომ ეროვნული გუნდის გარდა, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ერთი სისტემით ითამაშოს და ყველა ნაკრები განვითარების ერთ სისტემაში მოექცეს.

და კიდევ - საქართველოს ნაკრების ახალი უცხოელი მესაჭის შერჩევისას ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული რეალობის გათვალისწინება. ვგულისხმობთ იმას, რომ ნაკრების თავკაცის ჯამაგირი ვერაფრით იქნება ისეთი მაღალი, როგორც აქამდე ხდებოდა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანის შემთხვევაში.

აუცილებელი პირობა

როგორც ზემოთ დავწერეთ, მწვრთნელის შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. სამაგიეროდ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწვრთნელის შემთხვევაში, ქართულ მედიას ერთი პირობა აქვს და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გულშემატკივართა უმრავლესობაც ჩვენნაირად ფიქრობს (ძალიან ბევრთან მისაუბრია ამ თემაზე და იმიტომ ვამბობ).

ალბათ მიხვდით, რასაც ვგულისხმობთ - ვინც უნდა იყოს ეროვნული გუნდის მომავალი თავკაცი, ის აუცილებლად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს და თვალს ადევნებდეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს უშუალოდ ტრიბუნებიდან.

თემურ ქეცბაიას საქართველოს პირველობის მატჩებზე იშვიათად ვხედავდით. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს ჩემპიონატში სანაკრებოდ ვარგისი მოთამაშეები თავზე საყრელად არიან, თუმცა შერჩევა მაინც შეიძლება.

როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო - ვნახოთ, აღმოვჩნდებით თუ არა მეშვიდე უცხოელი მწვრთნელით მეშვიდე ცაზე?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi kopaliani
Shota moiyvanet sakartvelos mcvrtnelad
Gia
აველაძებიი მოსცილდნენ ქართულ ფეხბურთს , და ეშველება
Gia
მოაცილეთ არველაძების კლანი ნახეთ თუ არ ეშველება
ali
იცით როდის ეშველება ქართულ ფეხბურთს ,როცა არველაძებიის კლანის მოაცილებთ
grigori
ახალი პელე რომ გამოჩნდეს საქართველოში, მას არავინ ათამაშებს ერთ თამაშსაც კი, თუ ფული არ გადაიხადა მამამისმა. ამიტომაცაა ქართული ფეხბურთი ამ დღეში. ასე ხდებოდა ჟორდანია-ჩივაძის დროს და დიდი ალბათობით ხდება ახლაც.
grigori
ზოგი ალაპარაკდა ჩივაძის ნაკრების მწრთვნელად დანიშვნაზე! ეს იქნება ქართული ფეხბურთის საბოლოო დასამარება.ჟორდანიასა და მისი ხელმძღვანელობის დროს ფეხბურთელი ვერ ითამაშებდა, თუ წინასწარ არ გადაიხდიდა თანხას.
gocha
ჯერ ერთი ახალგაზრდა მწვრთნელები ნაკრებში არ მიდიდან მიდიან გუნდებში ისიც ასისტენტებად..უცხოელი მწვრთნელი მარტო სამუშაოს მაძიებელი ჩამოვა ტიტულებს მოწყურებული აქ არ ცამოვა!!შეუშვით თავში ქართველი მწვრთნელი გვინდა ვინც ამ სიტუაციას კარგად გრძნობს,უცხოლი მოვალეობის მოხდის მინით იმუშავებს!!!
თამაზი
რუსი ან ჩეხი სპეციალისტი უნდა მოვიწვიოთ.ქართულ მენტალობას და ფეხბურთის სათამაშო სტილს, ადვილად უღებენ ალღოს. ისტორიული გამოცდილებაა
geronti
მწვრთნელის შერჩევა ფედერაციის პრეროგატივაა,მაშინ რატომ არ იზიარებს ის პასუღისმგებლობას ნაკრების უარყოფით შედეგზე?
oto
ვინც არ უნდა მოვიდეს აზრი არ აქვს მაინც არ ეშველება,ფეხბურტელები ვერ ტამაშობენ ფეხბურტ
Gala
Federatsia tavi daanebet frtian utsxoelebs. Chven iseti mtsvrnelebi gvkavs rom saqartvelos nakrebs uejveli gatsvrtian.
ლევანი
ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს "უცხოელი მწვრთნელის იდეა საბოლოოდ გაკოტრდა"? ქართველი მწრთვნელის იდეა არ გაკოტრდა? ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში? საქართველო-რუსეთი 1-0 ვინ იყო მწვრთნელი? შუშაკი. ყველაზე გამართული ფეხბურთი? საქართველო-საბერძნეთი 1-2. ვინ იყო მწვრთნელი? ბოსხამპი. გენიალური ლოგიკა გაქვთ ქართველ ჟურნალისტებს.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
კეილორ ნავასი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს
დაბრუნება ყოფილ გუნდში - ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა
შეთანხმება შედგა - დიასი დიდი ალბათობით, "ლივერპულს" დატოვებს
მიქაუტაძის "ლიონი" ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
ნოა ლანგი: არ ვარ წინააღმდეგი კვარაცხელიას მემკვიდრე გავხდე, მაგრამ...
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
ქართველების "მეცი" რუსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
დავითაშვილით "პანათინაიკოსი" დაინტერესდა
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია
"მინდა თოფურიაზე შური ვიძიო" - მაქს ჰოლოუეი
[VIDEO] ასე ერთობა ნიკოლა იოკიჩი ჩინეთში
დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ის სამწვრთნელო პროგრამის სერტიფიკატები მიიღეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ
ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!
"ძალიან სერიოზული ოჯახური პრობლემები მქონდა, ეს აქამდე არ მითქვამს..." - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პეტერ სეგრტი ტაჯიკეთის ნაკრებიდან წასვლაზე
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავღანეთს გაწვრთნის
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელმა 2008 წლის ომი გაიხსენა: სახლში გამოქცევა სწორი არ იქნებოდა...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება