აკაკი ლოდია: "ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოს პოზიციის გაზიარება არ სურს"
ახლა გაცხოველებული მსჯელობაა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ფედერაციის მესვეურთაგან ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანდიდატურებს შორის, ქართველებთან ერთად, უცხოელებიც არიან.

როგორც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში დაისმება კითხვა, რაც დღეს ყურადღების მიღმა რჩება - ადრე კლაუს ტოპმიოლერის, ექტორ კუპერისა და თემურ ქეცბაიას ანაზღაურებას სახელმწიფო აფინანსებდა. მაგრამ ეს იყო მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაცია წინა ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად მუშაობდა.

ახლა კი სხვა ხელისუფლებაა, რომელიც ფედერაციის დღევანდელ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არ სწყალობს და რამდენად დათანხმდება, ძვირად ღირებული უცხოელი მწვრთნელის ხელფასი ბიუჯეტიდან დაუფინანსოს, როცა ეროვნული ჩემპიონატის ფედერაციისეულ მოდელში თანხის გადახდა არ ისურვა?

სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიასთან:

- მიზნობრივი პროგრამის სახით, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს ურიცხავდა. სფფ მომავალ წელსაც იმავე თანხას მიიღებს. არა მგონია, თავად იმდენი მოიპოვონ, ძვირად ღირებული უცხოელი სპეციალისტის ხელფასს რომ გასწვდნენ.

- თქვენ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი ბრძანდებით და პროგრამას ამუშავებდით. მთავარია, მოხერხდება თუ არა ამ პროგრამის დროულად ამოქმედება?

- ახლა პროექტის დახვეწაზეც ვმუშაობთ და სხვა საკითხებზეც. იმედია, სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ამ პროექტს დაამტკიცებენ. პროგრამა პრემიერთან, ვიცე-პრემიერთან და კომისიის სხვა წევრებთან არის შესათანხმებელი.

- ბოლო დროს, სახელმწიფო კომისიაზე არაფერი ისმის. რა ხდება? აღარ მუშაობთ?

- კომისია მუშაობს და დარწმუნებულიც ვარ, მალე ეს პროცესი სასიკეთო შედეგებსაც მოგვიტანს. მაგრამ 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხებმა დროებით გადაწონა - ბოლო ორი სხდომა სწორედ მას მიეძღვნა და ფეხბურთის პროგრამაზე არ გვილაპარაკია. შემდგომი შეკრება პრემიერმა უნდა დანიშნოს. ჯერ ზუსტი დრო უცნობია. ალბათ, წლეულს გაიმართება.

- ბევრი ფიქრობს, რომ პროგრამაზე მუშაობა მეტისმეტად გაიწელა...

- არა, საქმე სხვაგვარადაა. სახელმწიფო პროგრამით, ფეხბურთის განვითარებისთვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ჩვენ კი დაფინანსების წყაროებს ვეძებთ.

ისიც საფიქრალია, როგორ უნდა გახდეს ეს პროექტი შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ვიღაცას ფული გადავუყაროთ. სახელმწიფო სახსრებს გაფრთხილება სჭირდება.

- კულუარებში რა ხდება, არ ვიცით, მაგრამ გარედან მაყურებლისთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ პროგრამის განხორციელებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირება აბრკოლებს...

- ეს არაფერ შუაშია. ათასი პრობლემაა. ხომ გითხარით, პროგრამის განსახორციელებლად დამატებით სახსრებს ვეძებთ. ბიუჯეტი რეზინის არ არის, მთავრობამ კი დამატებითი სახსრები უნდა გამოჰყოს. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

- როცა ფეხბურთის ფედერაციამ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა, ამით, ფაქტობრივად, სამინისტროს პროგრამა უარყო. მას შემდეგ სფფ-სა და სამინისტროს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. საინტერესოა, პროგრამაზე და, საერთოდ, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე ერთმანეთში თუ თათბირობთ?

- სამწუხაროდ, მას შემდეგ კონტაქტები საკმაოდ შემცირდა. გნებავთ, დაარქვით ამას გზების გაყრა, გნებავთ - ფედერაციის მიერ ჯიბრში ჩადგომა, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობა "გაიჭედა". სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოს პოზიციის გაზიარება არ სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kakoia
რატო არ ბეჭდავთ? 7 მილიონიც არ უნდა მისცენ.
zviadi
სახელმწიფო არ უნდა იყოს დავალდებული რომ ვიღაცას ფული უხადოს იმაში, რომ ფედერაციამ ის დაიქირავა და საერთოდაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა ითამაშოს ქველმოქმედის როლი
kakoia
იმ 7 მილიონსაც ნუ აძლევთ.
mamulo
გამარჯობათ მეგობრებო.სადა ყავს გუნდი ძოძუაშვილს?"ტორბრდო" უმუშევარ პენსიონერთა დასაქმების ცენტრია და არა გუნდი.არ გჯერათ---აი მცირე ანალიზი თუ რას წარმოადგენს ეს გუნდი.ტორბედო"-ში (მარტო პირველ გუნდში)--30--!!!ფეხბურთელი ირიცხება(რად უნდატ ამდენი,--13 -ი თამაშიდან მხოლოდ 3-ი რომ მოიგინ იმისტვის?)და ამ30 -ს 10-მწვრთნელი,სელექციონერი,კონსულტანტი,ექიმი,მასაჟისტი ემსახურება.--(ესეც 3-თამაშის მოგებისთვის?)ამას დაუმატეთ 8-კაციანი ადმინისტრაცია. რა გამოდის?--გუნდის 3-მოგებული თამაშისთვის 30-მა-ფეხბურთელმა.10-მწვრთნელმა და 12- ადმინისტრაციულმა მუშაკმა:სულ 50-მა კაცმა მიიღო ხელფასი.ახლა დაფიქრდით---ასეთი გუნდის ბიუჯეტის ფულით შენახვას,ჯობია თუ არა ამ ფული 300 მშიერი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, რომელიც შიმშილით იღუპება საქართველოში ყოველწლიურად. – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს თბილისის ორგანიზაცია ავრცელებს. (კვლევაში საუბარია ბავშვთა სწავლის შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2388 ბავშვი სწავლის შესაძლებლობასაა მოკლებული) აღარაფერს ვამბობ იმ 30-ფეხბურთელიდან4-ი 35 წელს და 5-ი -31 წელს რომ არიან გადაცილებულები.ყველაზე ასაკიანი კი მალე 39 წლის გახდება.აი რატომ არ უნდა დაფინანსდეს ასეთი უპერსპექტივო,გაბერილ შტატებიანი გუნდი,ქალაქის ბიუჯეტით.მიხიჩზე კიდევ რა უნდა თქვა, კაცმა ის ვერ გაიგო რომ მაგაზე ახალგაზრდა სერ ალექსი წავიდა,მწვრთნელობას თავი დაანება და რაღა დროს მაგის მწვრთნელობაა,მაგრამ რეზო ვერ ხვდება რომ წავიდეს და მთქმელიც არავინ არ ჰყავს.ამდეხანს "სოკარის" ფულებს ხუხნიდნენ,მაგრამ აწი ბიუჯეტის(ხალხის)ფულების ჭამის ნება მე მგონი არ უნდა მივცეთ ამ უპერსპექტივო ,პენსიონერთა გუნდს.ხალხის ფული რაღაც პერსპექტიული საქმისთვის უნდა იხარჯებოდეს.რეზოს კი ვუთხრათ მადლობა და სხვა ასაკიამ ფეხბურთელებთან ერთად გავაცილოტ სახლში."ტორბედო"--პენსიონრების (დიდი მადლობა მათ)თავშესაფარი არ არის.მათ ნაცვლად ჯობია ახალგაზრდები ვათამაშოთ,13-დან 3-ს ისენიც მოიგებენ , სანაცვლოთ პერსპექიული გუნდი გვეყოოლება და მოავლის იმედი მაინც გვექნება
Kaxa
rame moipikret eseni federacias rogor moacilot.es unda ikos mtavari sapikrali.
გუჯა კახაძე
ვეთანხმები ბ-ნი აკაკის მოსაზრებას - "ისიც საფიქრალია, როგორ უნდა გახდეს ეს პროექტი შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ვიღაცას ფული გადავუყაროთ".
qutaiseli
ხოდა თუარ სურთ სახელმწიფოს აზრის გაზიარება მიხედონ თავის თავს თვითონ და მორჩა.
სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!
აქტუალურ თემაზე: რას გვაძლევს ფეხბურთის განვითარების პროგრამა?
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"ბორჯღალოსნებს" თბილისის აეროპორტში ფოიერვერკებით დახვდნენ [VIDEO+PHOTO]
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველო და ექვსი ერი - არის რაღაც ძვრები...
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას აკაკი ლოდია დაიკავებს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ვინ გახდება სფფ-ის ახალი გენმდივანი? 3 სავარაუდო კანდიდატი
ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება