სფფ-ის გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი იანვრის დასაწყისში ეყოლება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. სანამ ეს საკითხი არ დაიხურება, ჩვენი მთავარი საფიქრალიც ესაა.

"ლელო" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს დაუკავშირდა.

რა თქმა უნდა, არველაძესთან, ამ ეტაპზე, კონკრეტული კანდიდატურების ირგვლივ არ გვისაუბრია. ფედერაციას თავისი საქმე და გრაფიკი აქვს, ამიტომ მოვლენებს წინ ვერ გაასწრებს.

დღესდღეობით, ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, ფავორიტი კი, როგორც ჟურნალისტური ალღო გვკარნახობს, ორია - კახა ცხადაძე და გია გეგუჩაძე. ამ ორს შორის კი გამოკვეთილი ცხადაძის ვარიანტია.

"ჩემი აზრით, იანვრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს უკვე ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი. ანუ ამ დროისთვის ჩვენ უკვე შეგვეძლება მისი ვინაობის გამოცხადება.

ჯერჯერობით, კონკრეტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა უნდა დაგიდასტუროთ, რომ ამ კუთხით მუშაობა მიდის. ისიც შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ჩვენ იმ კანდიდატურებზე ვმსჯელობთ, რომლებზეც ქართულ სპორტულ მედიაში უკვე დაიწერა.

დაკონკრეტება კი ამ ეტაპზე არ იქნება მართებული, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ზოგიერთ მწვრთნელს შეიძლება კონკრეტული ვალდებულება აკავშირებდეს ამა თუ იმ სუბიექტთან", - ამბობს ფედერაციის გენმდივანი.

თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს არა უცხოელი (შეგახსენებთ, რომ ფედერაციას რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზეს. ლაპარაკი იყო ოთხ ინკოგნიტო გერმანელზეც), არამედ ადგილობრივი სპეციალისტი ჩაიბარებს.

არველაძე ამის თაობაზე ამბობს:

"ამ ეტაპზე, რომ არ დაგიმალოთ, პირადად მე ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელი ბოლომდე გამორიცხულია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გამოჩნდეს კანდიდატურა, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და საფეხბურთო საზოგადოებისათვის".

დაბოლოს, ვისარგებლეთ შემთხვევით და არველაძეს იმაზეც ვკითხეთ, გუშინდელ ნომერში რომ გვეწერა - ქართველ მსაჯებს მალე დანიელი იორნ ლარსენი უხელმძღვანელებს.

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ამასთან დაკავშირებით გვითხრა:

"ლარსენი თავისი საქმის პროფესიონალია. ამ კაცს გარკვეული ფორმალობები აქვს მოსაგვარებელი და მერე ჩვენ თანამშრომლობას ხელს ვეღარაფერი შეუშლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

galas
დევდარიანმა თვითონ თქვა უარი, აარიდა თავი და მასეთი ხალხი არც უნდა დააყენო მწვრთნლად....აბა აწყობილ ნაკრებზე თუ იტყოდა უარს? გეგუჩაძე და ცხადაძეა მართლა ჩვენი მწვრთნელებიდან ყველაზე ნორმალური, მაგრამ სანამ არველაძეები არ მოშორდებიან ქართულ ფეხBურთს მაინც არაფერი გვეშველება! :)
Giga
ცხადაძის საწინააღმდეგო შეიძლება არაფერი მაქვს მაგრამ რატო იღებს ეს კაკაურიძე თავის თავზე ამდენს როცა ყველამ ვიცით როგორი ჟურნალისტია თან საიდან ასკვნის ფავორიტს??? აქ ჩატარებულ გამოკითხვაში მგონი სხვა იგებდა.. შეეშვი ბიჭო ამ შენი ბოღმა აზრების ფრქვევას და შენ გამო ცხადაძესაც ნუ შეაძულებ თავს..
murtalo
გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელი, დევდარიანი ასისტენტი...მგონი საუკეთესო ვარიანტია...
Gala
Magari piari midis tsxadazis, ratomaa mtavari favoriti da vin gadatskvita? Tu aqats Kavs lobistebi rogorts misi sponsoria baqoshi?geguchadzes ras utsunebt an ratom ar ganixilavs federatsia devdarians? Tu ori kandidatikavs erti tve ras unda velodot.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქართველ მსაჯებს დანიელი იორნ ლარსენი უხელმძღვანელებს
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა