ახლა გავიგებთ - რეალურად რას წარმოადგენს "თავხედი" მესამეადგილოსანი "აუგსბურგი"
გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ერთბაშად სამი ტურის ჩატარებაა დაგეგმილი და გუნდები არდადეგებზე გაემგზავრებიან.

"ბაიერნმა" ჯერჯერობით ვერ მოახერხა მთავარი კონკურენტის, "ვოლფსბურგის" დიდი მანძილით ჩამოტოვება და სავარაუდოდ, სხვაობა ამ გუნდებს შორის არც მე-15 ტურის შემდეგ შეიცვლება...

წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" რევანში აუღო "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელ როჯერ შმიდტს ამხანაგურ მატჩში წაგების გამო, ახლა კი რეკორდმაისტერს იგივე მისია აქვს შესასრულებელი "აუგსბურგთან" შეხვედრაში.

წინა სეზონის მეორე წრეში სწორედ ვაინცირლის გუნდმა შეწყვიტა ბავარიელთა სარეკორდო წაუგებელი სერია. იმ შეხვედრაში "ბაიერნი" უკვე ჩემპიონის რანგში თამაშობდა, მაგრამ სწორედ მაშინდელი წაგების შემდეგ თითქოს რაღაც მოიშალა გვარდიოლას გუნდის მექანიზმში და ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალთან" განცდილი კრახით დასრულდა.

ეს მატჩი იმითაც არის საინტერესო, რომ "აუგსბურგი", ყველასთვის გასაკვირად, მესამე ადგილზე იმყოფება და "ბაიერნის" მსგავსად, ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოიგო. ამ გუნდს არასოდეს ჰქონია ზედიზედ ოთხი მოგება და არც 24 ქულა დაუგროვებია 14 ტურის შემდეგ. თან, ბრძოლისუნარიანობაც არ დაეწუნება, რადგან წელს სამი მატჩი მაშინ მოიგო, როცა 0:1-ით იყო ჩამორჩენილი.

მოკლედ, "ბაიერნთან" მატჩი ვაინცირლის შეგირდებისთვის ნამდვილი ტესტი უნდა გახდეს და გავიგებთ - რეალურად რას წარმოადგენს "თავხედი" მესამეადგილოსანი.

ტურის ცენტრალურ მატჩად უნდა მოვნათლოთ "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დაპირისპირება.

ორივე გუნდი შუა კვირას ევროთასებზე თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერმა" სტუმრად ლისაბონში ვერ მოიგო და პირველი ადგილი "მონაკოს" გადაულოცა.

"გლადბახს" უკეთესი განწყობა აქვს, რადგან წინა ტურში შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია, გუშინ კი ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის საკითხი მოაგვარა შინ "ციურიხის" ძლევით.

თუმცა გარკვეული ფაქტორები "ლევერკუზენის" სასარგებლოდ ლაპარაკობს. მთავარი ის არის, რომ როჯერ შმიდტის გუნდი შვიდი მატჩია არ აგებს "ბორუსიასთან", თან "ფარმაცევტებს" ერთი დღით მეტი დასვენების საშუალება ჰქონდათ.

ყველაზე ამაღლებული განწყობა კი მაინც "შალკეს" აქვს. გელზენკირხენულმა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, თანაც მეტოქეებს 10 გოლი გაუტანა. ჩემპიონთა ლიგაზე "მეშახტეებმა" ზედიზედ მეოთხედ გააღწიეს პლეი ოფში.

გარდა ამისა, დი მატეოს შეგირდებმა სტუმრად უკვე ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს. არადა, მანამდე იტალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ "შალკეს" ქულა არ ჰქონდა აღებული გასვლით მატჩებში.

ბრწყინვალე ფორმაში არიან ფორვარდები - ჰუნტელაარი და ჩუპო-მოტინგი, რომლებმაც ბოლო ორ ტურში თითო ჰეთ-თრიკი შეასრულეს...

შედეგად კი მივიღეთ ის, რომ გუნდი ისევ ჩაეწერა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა რიცხვში და ისეთივე მონაგარი აქვს, როგორც "ლევერკუზენსა" და "გლადბახს". "კიოლნთან" მატჩში "შალკე" აშკარა ფავორიტია, ოღონდ არ უნდა დაივიწყოს, რომ "თხებს" წელს სტუმრად ორჯერ მეტი ქულა აქვთ დაგროვილი, ვიდრე შინ.

სავარაუდოდ, მინიმუმ შეინარჩუნებს შვიდქულიან სხვაობას ლიდერ "ბაიერნთან" "ვოლფსბურგი", რომელიც ბოლო 9 მატჩში 8 მოგებით იწონებს თავს.

"მგლების" დღევანდელ თამაშს ყველაზე კარგად ივან პერიშიჩი ახასიათებს: "ჩვენ თვალდახუჭულნი ვგრძნობთ ერთმანეთს".

ხორვატმა წინა ტურში სამი საგოლე პასი შეასრულა, სულ კი სამი გოლი და 5 გადაცემა დაუგროვდა, მის პარტნიორს ნახევარდაცვაში, კევინ დე ბრუინს ორი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა აქვს.

"ჰანოვერთან" წინა მატჩმა აჩვენა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება სათადარიგო ფეხბურთელების ნდობა - შეხვედრის ბედი სწორედ შეცვლაზე შესულმა დოსტმა და არნოლდმა გადაწყვიტეს. მოკლედ, "ვოლფსბურგი" ბრწყინვალე ფორმაშია და რთული წარმოსადგენია, რომ "პადერბორნმა" მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მით უმეტეს, რომ ბუნდესლიგის დებიუტანტმა აშკარად მოუკლო და უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"დორტმუნდმა" პირველი წრის ბოლომდე დარჩენილი ყველა მატჩის მოგება დაგეგმა და წინა ტურში ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ახლა იურგენ კლოპის გუნდი სტუმრად "ჰერტას" დამარცხებას ეცდება.

"ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გადახალისებული შემადგენლობით "ანდერლეხტს" ვერ მოუგო, მაგრამ მაინც მოიპოვა პირველი ადგილი.

იმ მატჩის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 308-დღიანი პაუზის შემდეგ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის დაბრუნება. "ბორუსიას" ლაზარეთი თითქმის დაცარიელდა, თუმცა იქ რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მარკო როისის სახით.

"ანდერლეხტთან" მატჩში კლოპს მოეწონა ჰენრიხ მხითარიანის თამაში. მწვრთნელმა სომეხს მნიშვნელოვანი მოთამაშე უწოდა და ყველას მოუწოდა, მხარში ამოუდგნენ ნახევარმცველს, რომელსაც ბოლო დროს ბევრი კრიტიკა შეხვდა.

და კიდევ, ბოლო ერთი კვირის აქტუალური თემა კლოპმა უკვე გადაწყვიტა - "დორტმუნდის" ძირითადი მეკარე ისევ მიტჩელ ლანგერაკი იქნება.

"ჰერტა" ქულების უდიდეს ნაწილს საკუთარ მოედანზე აგროვებს, თუმცა ეჭს იწვევს ამ გუნდის სათამაშო ფორმა - ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება დაუგროვდა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური

პარასკევი. 12 დეკემბერი

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ტრაპი, ვიდვალდი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 მატჩი: +5=3-2 (14-11)

შაბათი.13 დეკემბერი

შალკე-კიოლნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 76 მატჩი: +26=18-32 (116-132)

აუგსბურგი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, მატავჟი - რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 მატჩი: +1=0-5 (3-12)

ჰერტა-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, შტოკერი - პაპასტატოპულოსი, როისი, ჟი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 54 მატჩი: +16=14-24 (77-98)

ვერდერი-ჰანოვერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბუში, პრიოდლი, ილდირიმი, დი სანტო - ანდრეასენი, ჰოფმანი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 52 მატჩი: +28=13-11 (118-68)

ფრაიბურგი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: მიტროვიჩი

ტრავმა: იულიენი, ფილიპი, სტანკო - ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 მატჩი: +7=10-13 (25-49)

მაინცი-შტუტგარტი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი - რიუდიგერი, აბდელაუე, იბიშევიჩი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 მატჩი: +5=4-7 (25-28)

კვირა. 14 დეკემბერი

ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დონატი, პაპადოპულოსი, რაინარტცი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 64 მატჩი: +24=25-15 (120-94)

ვოლფსბურგი-პადერბორნი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფელიპე, ოხსი - ბერტელსი, ამედიკი

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ბომბარდირები: 10 - მაიერი (აინტრახტი); 8 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "სტოკს" სძლია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "აინტრახტს" დაუზავდა
ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს
[VIDEO] ვოლტემადეს დუბლი საკმარისი არ იყო - "ჩელსიმ" "ნიუკასლს" მოუტრიალა...
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "აუგსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ჩემპიონთა ლიგა. F ჯგუფი. I ტურის წინ: ვაკო, შობა და კრიშტიანო
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: ნამდვილი ევროპალიგა ახლა იწყება
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "აინტრახტს" დაუზავდა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: როჯერსი ბულგარულ ბეწვის ხიდზე
დორტმუნდის "ბორუსია": იყიდება მატს ჰუმელსი
პიერ-ემერიკ ობამეიანგი: ვგრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]