ფეხბურთის განვითარება მის მასობრიობაზეა დამოკიდებული. როცა ყველა ქალაქი და დაბა ათვისებული არ არის, ცხადია, ასე წინ ვერ წავალთ
იყო დრო, მაყურებელთა დასწრებით, თბილისის "დინამო" მსოფლიოს მოწინავე კლუბებს შორის იყო, საქართველო კი საფეხბურთო ქვეყნად ითვლებოდა და თითქმის ყველა ქალაქში, სოფელსა და დაბაში იყო სტადიონი და გუნდი - მოყვარულთა დონის მაინც...

მაგრამ ისტორიის კუთვნილება გახდა დრო, როცა საქართველო 160 გუნდს ითვლიდა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე საფეხბურთო სკოლასა და სტადიონებთან ერთად, გაქრნენ "მრეტები", "შევარდენი", "თბილისი", "მერანი 91"...

ვნახოთ, საქართველოს რამდენ ქალაქშია საფეხბურთო კლუბი. საინტერესოა, რომ დიდი შემოსავლების მქონე რამდენიმე ქალაქში კლუბს არ აფინანსებენ და ერთ-ერთი ასეთი ქალაქი, რაც უნდა გაგიკვირდეთ, თბილისია. მოსახლეობის რაოდენობით მე-4 ადგილზე მყოფ რუსთავშიც კი ფეხბურთის გუნდზე ხელები დაიბანეს და ამაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდნენ, როცა "მეტალურგიდან" კერძო ინვესტორი წავიდა.

ასევე მოხდა ქუთაისშიც.

ბოლო პერიოდში, "ზესტაფონმა" კომუნალური გადასახადების გასტუმრებაზე დაითანხმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მაგრამ წლეულს შეპირებული 300 ათასი ლარიდან, როგორც კლუბში გვითხრეს, რეალურად მხოლოდ 100 ათასი გაიმეტეს.

სულ საქართველოს უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში 81 გუნდია. შესაბამისად - 16, 20 (10+10) და 45 (15+15+15), რაც ბოლო ათწლეულში, სხვათა შორის, სარეკორდო მაჩვენებელია. ეს რეგიონულ ლიგაში ცენტრალური ზონის დამატების შედეგია.

უმაღლეს ლიგაში წარმოდგენილნი არიან თბილისი (2 გუნდი), გორი, სამტრედია, ცხინვალი (ეს უფრო პირობითად, რეალურად კი "სპარტაკიც" თბილისის გუნდია), ბათუმი, რუსთავი, საჩხერე, მარტვილი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ფოთი, ქუთაისი, ბოლნისი და ზუგდიდი.

პირველ ლიგაში გუნდები ჰყავთ თბილისს (6), იმერეთს (5 - ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული, ჭიათურა, წყალტუბო), აჭარას (3 - ბათუმი, ქედა, ხელვაჩაური), სამეგრელოს (3 - ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი), აგრეთვე, გაგრას (ასევე პირობითად), მარნეულს, ოზურგეთსა და ბორჯომს.

რეგიონალლიგაში გუნდები წარმოადგენენ თბილისს (11), იმერეთს (8 - ქუთაისი, ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა), აფხაზეთს (6 - სოხუმი, გაგრა, გალი, გულრიფში, ოჩამჩირე, არის ზოგადად აფხაზეთის წარმომადგენელი), კახეთს (6 - გურჯაანი, ჭაბუკიანი, თელავი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი), სამეგრელოს (4 - ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, ზუგდიდი), აჭარას (3 - ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა), გურიას (2 - ჩოხატაური, ოზურგეთი), შიდა ქართლს (3 - ხაშური, ცხინვალი, აჩაბეთი), ქვემო ქართლს (4 - რუსთავი, გარდაბანი, თელეთი, სართიჭალა), თითო - რაჭას (ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთს (ახალქალაქი) და მცხეთა-თიანეთს (დუშეთი).

საინტერესოა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ქალაქებიდან კლუბები არ ჰყავთ კასპში, ქარელში (შიდა ქართლი), თეთრიწყაროში, დმანისში, წალკაში (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, წნორში, სიღნაღში (კახეთი), მცხეთაში (მცხეთა-მთიანეთი), ახალციხეში, ნინოწმინდაში, ვალეში (სამცხე-ჯავახეთში), ჯვარში (სამეგრელო), ონში, ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმში), მესტიასა და ლენტეხში (სვანეთი).

ანუ 19 ქალაქსა და დაბაში გუნდი არ არსებობს და იქ ბავშვები უფეხბურთოდ არიან. და ეს იმ დროს, როცა დევნილებმა მოინდომეს და თბილისში დააფუძნეს ცხინვალის, აჩაბეთის, სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირეს, გალის, გულრიფშის სახელის მატარებელი კლუბები.

ფეხბურთის განვითარება მის მასობრიობაზეა დამოკიდებული. როცა ყველა ქალაქი და დაბა ათვისებული არ არის, ცხადია, ასე წინ ვერ წავალთ.

რეგიონების მიხედვით, გუნდები ასე არიან წარმოდგენილნი: თბილისი - 18, იმერეთი - 17, სამეგრელო - 10, ქვემო ქართლი - 7, აფხაზეთი - 6, კახეთი - 6, შიდა ქართლი/სამაჩაბლო - 5, აჭარა - 5, გურია - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jemo
ჩაბუკიანი ლაგოდეხია?
ruta
აბაშა...
ჭაბუკიანი
კლუბები არ ყავთო და ჩამონათვალში ლაგოდეხი რატომ არის? ჭაბუკიანი იცით სადაა? ისე კი მართალია ყველა რაიონს და დაბას უნდა ყავდეს გუნდი, კახეთში ფეხბურთი ფაქტიურად არ არსებობს
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
გიორგი კახელიშვილი და დაჩი ფოფხაძეც "შევარდენში"!
ინფრასტრუქტურა: "შევარდენს" "შევარდენზე" უნდა, ანგისას ბაზაზე მშენებლობა განახლდა
ეროვნული ლიგა 2. IV ტური. "შევარდენმა" პირველი გამარჯვება იზეიმა
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა