ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ცხადაძის მთავარი გზავნილი: თქვენ კარგი ფეხბურთელები ხართ!

კახა ცხადაძის მთავარი გზავნილი: თქვენ კარგი ფეხბურთელები ხართ!

"ყველა მატჩში კონკრეტულ მიზანს დავისახავთ, გუნდი მოედანზე მოსაგებად რომ გავიდეს"

რესტორან "ქალაქურში", 2014 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დაესახელებინა, როცა მოულოდნელად გამოაცხადა:

"გთხოვთ, დაჯილდოების შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი დარჩეთ. მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამოვაცხადო".

ცხადია, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის გაგება ყველას აინტერესებდა, მაგრამ სიჭინავას სიტყვებმა იქ შეკრებილი საზოგადოება დააინტრიგა. მერე ისეთი სცენა გათამაშდა, როგორც ფილმებში ხდება.

"ვთქვით, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს დეკემბრის ბოლოს დავასახელებდით და პირობას ვასრულებ. გუშინ მივიღეთ ბაქოს "ინტერის" საპატიო პრეზიდენტის წერილი, სადაც ის გვამცნობს, რომ თანახმაა, კლუბში მუშაობის პარალელურად, კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებშიც დასაქმდეს და კონტრაქტი ჩვენთანაც გააფორმოს", - თქვა სიჭინავამ.

ამ დროს დარბაზში ბაქოს "ინტერის" მწვრთნელი კახა ცხადაძეც გამოჩნდა:

"დიდი მადლობა ბატონ ზვიადს ასეთი ნდობისთვის, თქვენ კი - თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, საქართველოში რომ დავბრუნდი და მომეცა საშუალება, გამოცდილება და საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.

შევეცდები, ნაკრები ამ კრიზისიდან გამოვიყვანო. ეს ყველამ ერთად უნდა ვცადოთ. აქვე, მივმართავ ფეხბურთელებს - მე თქვენი იმედი მაქვს, მჯერა, რომ კარგი ფეხბურთელები ხართ და მოგება და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გასვლაც შეგიძლიათ.

მადლობას ვუხდი "ინტერის" სპონსორსა და საპატიო პრეზიდენტ ჯაჰანგირ გაჯიევს, რადგან ნაკრებში მუშაობის საშუალება მასთან შეხვედრის შემდეგ მომეცა", - თქვა ცხადაძემ.

ამის შემდეგ ცხადაძე და სიჭინავა მაგიდას მიუსხდნენ და კონტრაქტი 2015 წლის 1-ელ ივნისამდე გააფორმეს, რის შემდეგაც 2-წლიანი ხელშეკრულება დაიდება. ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, 29 მარტს გერმანიასთან თბილისურ შეხვედრაშიც უხელმძღვანელებს და 13 ივნისს - პოლონეთთან საგარეო მატჩშიც.

რაც მთავარია, ცხადაძემ სიტყვა შეასრულა და 1-ელ ივნისამდე ნაკრებს უსასყიდლოდ გაწვრთნის. ამ დროის განმავლობაში ის ბაქოს "ინტერშიც" იმუშავებს (ხელშეკრულება ჯერჯერობით ამ კლუბთანაც აკავშირებს) და სეზონს ჩაამთავრებს. შემდეგ კი მთლიანად საქართველოს ნაკრებზე გადმოერთვება.

ამის შემდეგ ცხადაძემ მედიასთან ილაპარაკა და "ლელოს" კითხვებსაც უპასუხა:

- უპირველესად, მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ.

სხვა ამ ეტაპზე რა გითხრათ?.. სერიოზულ თემებზე ლაპარაკი ახლა არასერიოზული იქნება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და ყველა იმ საკითხზე ვისაუბრებთ, რასაც მოისურვებთ.

გაძლევთ პირობას, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, რადგან საერთო სურათი ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ.

- რას გულისხმობთ?

- ვეცნობოდი ნაკრების ფეხბურთელების ინტერვიუებს. ბოლო დროს ყურში მხვდებოდა მათი გამონათქვამები, რომ არ შეგვიძლია თამაში და ასე შემდეგ. მათი ფსიქოლოგიური კრიზისიდან გამოყვანა ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ.

ნაკრების წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ისინი აუცილებლად ითამაშებენ კარგ ფეხბურთს.

- მუშაობას როდიდან შეუდგებით?

- მარტში ერთკვირიანი შეკრება გვექნება და გერმანიასთან მატჩისთვის მოვემზადებით. 1-ლი ივნისიდან კი საქმეს ოფიციალურად შევუდგები და მხოლოდ ნაკრებში ვიმუშავებ.

ზვიად სიჭინავასა და რეზო არველაძეს უკვე შევუთანხმდი, რომ ერთკვირიან შეკრებას ევროპაში პოლონეთამდეც მოვაწყობთ. ეს საშუალებას მოგვცემს, დავალაგოთ გუნდი, თამაში და ის არეული ურთიერთობები, რაც ბოლო დროს იყო.

- "ინტერთან" კონტრაქტი ზაფხულში გიმთავრდებათ?

- არა, 2017 წლის ზაფხულში, მაგრამ "ინტერის" სპონსორმა და საპატიო პრეზიდენტმა გაჯიევმა ჩემი სურვილი ადამიანურად გაიგო და პარალელურ სამსახურზე დამთანხმდა.

- მიეცემათ თუ არა ნაკრებში თამაშის შანსი იმ ფეხბურთელებს, რომელთაც თემურ ქეცბაიასთან პრობლემები ჰქონდათ? მათ შორის, ასაკოვან მოთამაშეებს?

- ყველა მატჩში კონკრეტულ მიზანს დავისახავთ, გუნდი მოედანზე მოსაგებად რომ გავიდეს. საამისოდ, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები დაგვჭირდება და მათ ასაკის მიუხედავად გამოვიძახებ. მთავარი კრიტერიუმი მათი მომზადების დონე იქნება.

- "ინტერში" გენდობოდნენ, წარმატებითაც მუშაობდით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა კი სანერვიულო საქმეა. ეროვნულ გუნდში მუშაობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი თანამდებობაა. მეორე ფაქტორი, რამაც გადაწონა - შემომთავაზეს ჩემი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა. ეს ყველაზე დიდი დაფასებაა. მინდა, რომ ღირებულ წარმატებას ჩემს ქვეყანაშიც მივაღწიო და ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვიმუშაო.

- მაინც ჩაგეძიებით: საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა სარისკო საქმე გახდა. გულახდილად თქვით, შიში არ გქონდათ, სანამ თანხმობას იტყოდით?

- რადგან მუშაობას ვიწყებ, გამოდის, არ მეშინია. მწვრთნელობა, ზოგადად, სარისკო საქმეა. აზერბაიჯანში რომ მივდიოდი, ეს ნაკლებად სარისკო იყო?

- კლუბისა და ნაკრების მწვრთნელობის შეთავსება, თანაც ორ ქვეყანაში, არ გაგიჭირდებათ?

- რეალურად, პარალელურ რეჟიმში მუშაობისას, ნაკრებს მხოლოდ ორი მატჩისთვის მოვამზადებ. ანუ ლაპარაკია სულ რაღაც 10-10 დღეზე და მერე მთლიანად ნაკრებზე გადმოვერთვები.

- თანაშემწეები უკვე შეარჩიეთ?

- მათ ვინაობას მალე დავასახელებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მე-18 მწვრთნელი კახა ცხადაძეა! ეროვნულ გუნდში ახალი ეპოქა იწყება

• ზვიადი

დანახავები ხართ ვისაც გგონიათ რომ დიდ ფეხბურთელებში არა გვყავს ღირსეული და ძლიერი ფეხბურთელები, ისინი ნაკრების მიღმა არიან დატოვებულები. ახალგაზრდა დიდი კაცის გვედზე უნდა დადგეს და ისე გაიზარდოს.

• kutaiski

90-ანებშიც ახალგაზრდებზე გააკეთეს აქცენტი, მაგრამ შედეგი არ იყო. ვინც ფორმაშია ის უნდა ათამაშო.

• გულშემატკივარი პროვოკატორ-ს

ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელი თუ 15-20 გვყავს და მეტი არა, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე, ამ ნაკრებიდან კი მე პირიქით, ორ-სამს დავტოვებდი, დანარჩენებს "ნახვამდის"-ს ვეტყოდი. სავალდებულო არ არის 17-18 წლის იყოს ყველა, შეიძლება ვიღაცა იყოს 20-ის და 22-ისაც, მაგრამ არა 25 წლის და მეტი, რადგან 25 წლის ფეხბურთელი თუ უკვე მაგარი არ არის ის არც 27-ისას იქნება მაგარი და არც 30 წლისაც. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაკრებში 3-4-ზე მეტ ზრდასრულ "ნაკრების" ფეხბურთელს ვერ ვხედავ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, მითუმეტეს ეს ახალგაზრდები საქართველოში არიან, ცხადაძეს კი ფეხბურთელის ფსიქოლოგიურად მომზადება კარგად შეუძლია, თორემ ეს 25-27 და მეტი წლის ფეხბურთელები ისე არიან წაგებას შეჩვეული, რომ მეტი აღარ შეიძლება

• პროვოკატორი

ნაკრებში 17-19 წლის ბიჭების მიწვევა და მთლიანად ნაკრების ამ ბიჭებით დაკომპლექტება რბილად რომ ვთქვა,ფეხბურთში გარედან მომზირალი გულშემატკივრის პოზიციაა.არავითარ შემთხვევაში!!! და გეტყვით რატომ.კლუბში მზარდი ფეხბურთელი აბსოლუტურად სხვა გარემოშია და ნაკრებში მიწვეული კიდევ უფრო სხვა გარემოში.ამ ასაკის შეიძლება ორი-სამი მიიწვიო და მათგან ერთი შეიძლება მოხვდეს შემადგენლობაში.,,პაგალოვნად"ყველას ნაკრებში შეყრა მოსპობს მათ როგორც მენტალურად,ასევე დიდ დაღს დაასვამს მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობას და საბოლოო ჯამში,ფეხბურთელის გაზრდის მაგივრად,მათში ფეხბურთელი მოკვდება.ახალგაზრდა მოთამაშემ უნდა იცოდეს,რომ მას მუდმივად აკვირდებიან ნაკრებიდან და თუ იგი მოცემულ მომენტში ათი თავით მაღლა იდგება დანარჩენებზე ყველა ასპექტში,ის მოხვდება ძირითადში.ნაკრები-ეს მწვერვალია,სად მოხვედრაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

• Zviad

რიგით გულშემატკივარს -ბავშვვებმა რომ წააგონ, მაგატზე რაღას იტყვი

• გუჯა კახაძე

ქართველი ფეხბურთელი აკეთებს იმას რაც ასწავლეს. ადამიანის ქმედება კი მთლიანად არის დამოკიდებული იმ სასარგებლო და მავნე პროგრამებზე, რომლებიც მის ქვეცნობიერში ბავშვობიდან ჩაიწერა. მდგომარეობის გამოსწორება მავნე პროგრამების ნგრევით და მათ ნაცვლად სასარგებლოს ჩაწერით უნდა დავიწყოთ. უცხოეთში მსგავს პრობლემებს მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებულად მომუშავე პედაგოგ-ფსიქოლოგები აგვარებენ. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ პედაგოგ-ფსიქოლოგსაც ვიხილავთ.

• irakli

ვულოცავ კახას. ეხლა მეორე ეტაპია დასამთავრებელი: სიჭინავას და არველაძის მოშორება!

• GIA

ვულოცავ კახას, ვუსურვებ წარმატებებს მაგრამ ძალიან გადაჭარბებული მეჩვენა სიჭინავას განცხადება, რომ ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მინიმუმ უნდა მიპოვოს ხოლო მომდევნო ციკლში კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ამ განცხადებას რომ პრეზიდენტი აკეთებს ის ან საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ არის ან პოპულისტია. როგორ შეიძლება ამ ნაკრებმა ამ შედეგს მიაღწიოს, როც ნაკრებს მინიმალური მოთხოვნის ერთი ფეხბურთელიც კი არა ყავს.

• rigit gulshematkivars

ძირითადად გეთანხმები, ოღონდ 17-19 წლამდელების დიდების ნაკრებში დაყენება ცოტა ნაადრევია. ამან შეიძლება ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ტრავმები მიაყენოს ბიჭებს. ამ ახალგაზრდებმა შემდგომი შესარჩევიდან უნდა დაიწყონ თამაში (დიდებში) და მწვრთნელად დევდარიანი ან მაისურაძე უნდა ყავდეთ.

• გულშემატკივარი

"რიგითო გულშემატკივარო", "გულშემატკივარი" (ნიკი) დაპატენტებული მაქვს და ნუ მართმევ :))))))) ჯიგარი ხარ, მეც მსგავსი რაღაცის დაწერას ვაპირებდი. 100%-ით გეთანხმები, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი, მაგრამ ცოტა სუსტები არიან, გამძლეობა არ ეყოფათ. კარგი იდეაა, ჩვენ მაინც ჯგუფიდან უკვე ვერ გავალთ და "ექსპერიმენტის" ჩატარების საშუალება გვაქვს და კახამ უნდა გარისკოს. ახალი მწვრთნელია, ახალი ოილიტიკით, შეიძლება ქეცბაიას წასვლის შემდეგ ბევრმა უკეთესი თამაში აჩვენოს ვითომ ქეცბაია კლავდა ამათ ნიჭს და ცხადაძე რომ მოვიდა თითქოს "ნიჭიერ" და "ძლიერ" ფეხბურთელებს გზა გაეხსნაო, შეიძლება ბევრმა ასეც იფიქროს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ორ-სამ თამაშში, მერე კი გამოჩნდება ჩვენი რეალური სახე, თუ რა დონეზე ვართ. წარმატებები ახალ მწვრთნელს და რა თქმა უნდა საქართველოს

• რიგითი გულშემატკივარის მთავარი გზავნილი:

დღევანდელი ნაკრები არავითარი კარგი ფეხბურთელები არ არიან!უფრო მეტსაც გეტყვი:ეგენი საერთოდ ფეხბურთელებიც არ არიან!ეგ არის უჯიგრო,არაპატრიოტი, უთავმოყვარეო,ფულს დახარბებული არაკაცების ჯოგი!!!!დაშალეთ ეგ ნაკრები საერთოდ,გააპანღურეთ ყველა და გზა მიეცით ახალგაზრდებს!17-19წლიან ნაკრებებიდან შექმენით ახალი ნაკრები და ამ ციკლში დარჩენილი თამაშები ჩაატარებინეთ ამ ბიჭებს!ეგ იქნება უდიდესი გამოცდილება და სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი შემდგომი მსოფლიო თუ ევროპის შესარჩევი ტურნირებისათვის!

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ალეკო ამისულაშვილი: ყველა ხედავს, რომ "დინამო" ყველას ერთი თავით სჯობს

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

"აზერიფუტბოლი": მერაბ ჟორდანიამ ბაქოს "ინტერი" უკვე აზარალა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

რევაზ არველაძე: იქნება სფფ-ის არჩევნებში ჩარევა? იქნება პასუხი!

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

რეზო არველაძე: ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო