26 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება "ივენთ ჰოლში" გამართა
26 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება "ივენთ ჰოლში" გამართა, სადაც საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დასახელდა.

ჭრიკიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის წარმატებაში წვლილი შეიტანა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საუკეთესოები კიდევ 9 ნომინაციაში გამოავლინა:

საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ასევე ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი დასახელდა, პარასპორტსმენად მკლავჭიდის მოასპარაზე ბესიკ ლეკიშვილი დასახელდა, არაოლიმპიური სპორტული სახეობების წლის საუკეთესო სპორსტმენი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა, საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში ედიშერ მაჩაიძემ გაიმარჯვა, წლის ფედერაციად დასახელდა რაგბის კავშირი.

2014 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, 2014 წლის საუკეთესო მენეჯერი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე გახდა. 2014 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა. საუკეთესო მწვრთნელად ძიუდოს მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე დასახელდა.

გარდა ამისა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპეციალურ ნომინაციებში. 2014 წელს სპორტის ხელშეწყობისთვის, კერძოდ კი, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ შოთა გორგოძე, ლევან მოსეშვილი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

2014 წლის აღმოჩენა გახდა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, წარმატებული სპორსტემენების აღზრდისთვის პრიზი გადაეცა გურამ მოდებაძეს, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი, სპორტის სახეობის პოპულარიზაციის ნომინაციაში პრიზი გადაეცა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას.

საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა ზაზა ფაჩულია და ქართული სპორტის ლეგენდად - ლევან თედიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ლევან თედიაშვილს "იბერია ჯგუფმა" საჩუქრად ავტომობილი გადასცა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გასული წელიც შეაჯამა. მისი განცხადებით, გასული წელი იყო წარმატებული, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს არაერთი მედალი, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მომდევნო წლებში ქართველმა სპორტსმენებმა უფრო კარგ შედეგს მიაღწიონ.

ფრანიო
ვულოცავ ამ აღიარებას, ეკუთვნოდა. ძალიან მაგარი ბიჭია ჭრიკიშვილი. წლითი-წლობით იზრდება და იმედია, კიდევ მეტს მიაღწევს მომავალ წლებში. დღემდე ვერ გამიგია, როგორ მოახერხა იმ ავსტრიელმა, რომ ასეთი ნიჭის სპორტსმენი კინაღამ ჩამოეწერა სამუდამოდ.
კეთილი სამარიტელი
ალალია ეს აღიარება. ავთო მეტსაც იმსახურებს, მართლა ძალიან მაგარია.
quyaiseli
ასე ლამაზად და გენიალურად არ მახსოვს ეჭიდავოს რომელიმე ქართველ ძიუდოისტს ამის ჭიდაობა არი ხელოვნების ნიმუში აიიმ ფრანგს და მანამდე კიდე რუსს რო ჩაუტარა კიდე იაპონელს ეს არის კლასიკა ძიუდოსი და მაგ ილეთებით სამუდამოდ შევა მსოფლიო ძიუდოს ელიტაში ამაში დარწმუნებული ვარ ოღონდ არ იზარმაცოს.
Vladimer
ავთო არის ერთდათერთი ქართველი მსოფლიოში, ვინც როგორც სპორტში ასევე ნებისმიერ სხვა კრიტერიუმებით პირველია რაიმე სფეროში. იგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში პირველი ნომერია ვაჟთა შორის ყველა წონით კატეგორიებს შორის !!!
zaza
გასულ წელს ჭრიკიშვილი ლიდერად ჩამოყალიბდა არა მარტო ძიუდოში, არამედ მთლიანად ქართულ სპორტში. ავთოს მონაწილეობით მე ყველა ტურნირს ვადევნებდი თვალს და ვხედავდი იმ პროგრესს რასაც მან მიაღწია.ვუსურვებ წარმატებებს მომავალში...
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის წლის პირველი ნომერი [+ პოსტერი]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
"ლუკა კაცურად არ გადამდგარა", - მოჭიდავეთა პასუხი სოსო ჯაჭვლიანს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
გეგა გეგეშიძე: ეს ლევან თედიაშვილის, ჭიდაობის ფედერაციის შეურაცხყოფა იყო...
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]