ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რევაზ არველაძე: იქნება სფფ-ის არჩევნებში ჩარევა? იქნება პასუხი!

რევაზ არველაძე: იქნება სფფ-ის არჩევნებში ჩარევა? იქნება პასუხი!

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2015 წელი ამ მხრივ უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის"
ქართული ფეხბურთისთვისაც სრულდება 2014 წელი, წელი, რომლის შეჯამებასაც "ლელოს" შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი წლის ანალიზი და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე აზრის გამოთქმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ვთხოვეთ.

ქართულ ფეხბურთში ახლა ბევრი პრობლემაა და არველაძესთან საუბრისას ვეცადეთ, მათთვის გვერდი არ აგვექცია. გარდა ამისა, ჩვენი მსჯელობა 2015 წელსაც შეეხო, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის მოვლენებით გადატვირთული იქნება. სხვა თუ არაფერი, გაისად თბილისი ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

გარდა ამისა, გველის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩვენი რესპონდენტიც იქნება...

მოკლედ, დროა, სიტყვა მივცეთ რევაზ არველაძეს...

- წლის ბოლოსთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. საინტერესოა, როდის შეიკრიბება ეროვნული გუნდი პირველად კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით?

- როგორც იცით, 25 მარტს, თბილისში იგეგმება ამხანაგური შეხვედრა მალტის ნაკრების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრაში შედგება საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის დებიუტი. მისი ხელმძღვანელობით, პირველი სანაკრებო შეკრება იქნება სწორედ მალტასთან მატჩის წინ. 29 მარტს კი გერმანიის ნაკრებთან გვიწევს თბილისური ევროშესარჩევი შეხვედრა.

- მას შემდეგ, რაც ცხადაძე ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუ ისაუბრეთ მასთან მომავლის გეგმებზე?

- კახა მეორე დღესვე გაფრინდა თბილისიდან. წასვლის წინ შევხვდით და ვისაუბრეთ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პრობლემას შევეხეთ და ამომწურავად განვიხილეთ, თუმცა, საუბარი რომ შედგა, ფაქტია.

- ხომ არ შეიძლება, საზოგადოებას ვამცნოთ კახა ცხადაძის ასისტენტების ვინაობა?

- ახლო მომავალში მთავარი მწვრთნელი ამას თავად გააკეთებს და ყველა ერთად გავიგებთ იმ სპეციალისტების ვინაობას, რომლებიც ცხადაძეს საქართველოს ნაკრების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

- ქართველი ლეგიონერების კლუბები, ძირითადად, ანტალიაში გაივლიან შეკრებებს. ხომ არ ჩავა იქ ეროვნული გუნდის დამრიგებელიც ლეგიონერებზე დასაკვირვებლად?

- კახა ისედაც მიდის ანტალიაში ბაქოს "ინტერთან" ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფეხბურთელებსაც დააკვირდება. ამას გარდა, იქ იქნება ზოგიერთი ქართული გუნდიც... საერთოდ, ყველაფერს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დაგეგმავს, ჩვენ კი ეს გეგმა უნდა შევასრულოთ.

- მოდით, მოკლედ შევაფასოთ 2014 წელი. როგორი იყო ის ქართული ფეხბურთისთვის?

- მეც და თქვენც ძალიან რთულ და პრობლემატურ სფეროში გვიწევს საქმიანობა - ეს ფაქტია. თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების კუთხით მივუდგებით საკითხს, წარუმატებელი წელი იყო.

ნორმალური შედეგები გვქონდა, ასაკობრივ ნაკრებთა გამოსვლას თუ შევაჯამებთ. დავიწყეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად - რუსთავში. შეძლებისდაგვარად ვუვლიდით სტადიონებს, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.

- ევროტურნირებზე ქართულმა გუნდებმა ძალიან ცუდად ითამაშეს. რას იტყვით ამის თაობაზე?

- სამწუხაროდ, ასე იყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2015 წელი ამ მხრივ უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. შეუძლებელია, რომ თუნდაც დღეს არსებული ვითარების შენარჩუნება ვერ მოვახერხოთ, როცა ქართული კლუბების ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი, მილიონნახევარი ლარია.

ჩვენი მიზანია, უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს და ეს არ არის უტოპია თუნდაც ჩვენი რესურსით. თუ გვექნება "ზესტაფონის" დონის მაღალბიუჯეტიანი პროექტები, ამას რა აჯობებს.

აქვე, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომელიც უკვე გამოვხატე ამ კლუბთან დაკავშირებით: პირადად მე, როგორც ერთი რიგითი ქომაგი და ფეხბურთის ფედერაცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ზესტაფონი" გადარჩეს. ზესტაფონში არამც და არამც არ უნდა მოკვდეს ფეხბურთი!

- უნდა გკითხოთ 16-გუნდიან პირველობაზეც. რამდენად გაამართლა მან მოლოდინი? ფაქტია, არის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა...

- ჩემი აზრით, 16-გუნდიან მოდელზე გადასვლა გამართლებული იყო. ფაქტია, ამ პოზიციაზე მარტო არ ვარ.

- თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩზეც ვთქვათ...

- უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. დიდ მატჩს ღირსეულად უნდა ვუმასპინძლოთ და ამის წინაპირობაც არსებობს.

- 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია. თქვენ ერთ-ერთი კანდიდატი ხართ. რას იტყოდით წინასაარჩევნო მოლოდინზე? ფაქტია, რა ხანია, ნატვრად გვექცა სუფთა არჩევნები...

- ჩვენი მხრიდან ვდებთ პირობას, რომ არ შეექმნება არანაირი პრივილეგია და სასათბურე პირობები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ამასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დაუშვებს არჩევნებში არანაირ ჩარევას.

- და მაინც, თუ იქნება ჩარევა?

- მაშინ იქნება შესაბამისი პასუხი.

- თქვენ მაინც გაგვაგებინეთ, იყრის თუ არა ზვიად სიჭინავა კენჭს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში?

- სიჭინავამ მაშინ თქვა, მე არ ვაპირებ კენჭისყრასო, ოღონდ იქვე დასძინა, გარემოება ბევრს განაპირობებსო. მანვე ისიც თქვა, რომ ის და რეზო არველაძე ძმები არ არიან. იყრის თუ არა სიჭინავა კენჭს, ის და რეზო არველაძე არ დახოცავენ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი თავად ზვიადს ექნება.

- ჩვენი საუბრის ბოლოს გვინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ...

- გმადლობთ. საქართველოს ვუსურვებ ხვავს და ბარაქას, მშვიდობას, მეტ განათლებულ მამულიშვილს, ძლიერ ეკონომიკას... ვისურვებდი, რომ აღარ ყოფილიყოს ქართველთა შორის შური, ბოღმა და გაუტანლობა. თქვენს გაზეთს კი ვუსურვებ დღეგრძელობას, მკითხველთა სიმრავლეს და ქართული სპორტის, ფეხბურთის წარმატებების გაშუქებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

რეზი, გთხოვ მიაქციე ყურადგება ასაკობრივ ნაკრებს,ტყებუჩავას შეკრებაზე ვიყავი მაინტერესებდა გაოცდი რო ვნახე ვინები გამოუძახებია სირცხვილია ექვს გუნში მეხუთეზე გასულან მიხედეთ ამ სიტუაციას

• gia

ქართველები დაუნახავები არიან,ცუდი რა გააკეთეს არველაძეებმა მაგათით გაგვიცნო მსოფლიომ არ ვიცნიობ არცერთს მაგრამ სამივე მომცონს შურიანები ნუ ხართ ეხლა თქვენ აჯობეთ

• nuki

ესე მემგონი მიშა არეზიზგებოდატ ხალხს ცადი ბიზია ნუ აურევ ამ ხალხს გულს და რაცუპრო გაცელავტ უპრო საზიზგრები იქნებიტ

• rati

ცადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

• კეთილი რჩევა

რეზი,მინდა გირჩიო კაცურად,ხომ იცი ძმაო ეს რა ქვეყანაა სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და ხალხს თავს ნუ შეაძულებთ,წადით მშვიდობიანაად.ეგრეა,ეგრე

• მერაბი

საერთოდ არველაძეებს მართლა არაა აქვთ სალაპარაკო.ყველა ხელისუფლების ... არიან და აქ ონდა დასტოპდნენ.

• მერაბი

საერთოდ არველაძეებს მართლა არაა აქვთ სალაპარაკო.ყველა ხელისუფლების ...ი არიან და ....აქ ონდა დასტოპდნენ.

• 17

შე ჩმორო, რატომ მაშინ არ ამოიღე ხმა 15 წუთის პრეზიდენტი, რომ გამოცვალეს.დდდდდდდდდ

• grisha

როდესაც ფეხბურთში კომპეტენტური ხალხი გარიყული გყავს ფედერაციიდან იქ ჩარევაზე არ უნდა ილაპარაკო!!ხელმოწერები უნდა შეგროვდეს და გადაიგზავნიოს უეფაში რომ დარწმუნდნენ ხალხს ამათი წასვლა რომ უნდა

• 11

ეს რა მოუშორებელი შავი ჭირი ჭირს ტო ქართულ ფეხბურთს?! წადით არველაძეებოო წადდდდიიიიიიიიიითთთთ!!!

• levani

ყველა ეხლა გახდა მაგარი ბიჭი, ნაცების დროს რაგაც არ მახსოვს ხმა ამოგეგოს, როგორ ტარდებოდა არშევნები...

• ქართველი

წადი არააა, წადით არველაძეები....

• ერისკაცი

რევაზ, შანსი არა გაქვს, და ნუ ახურებ.. ახალი პრეზიდენტის პირველი გამოცდა იქნება ის რომ თუ არველაძე დატოვა ფედერაციაში, მაშინ კიდევ კარგი ხანი ჩაძირულები ვიქნებით.

• LeXo

წადიიიიიი

• avto

სეგრცხვეს მანც

• SalvaSvili

თუ საზოგადოება არ დაირაზმება ახლანდელი ხელმძღვანელობა მოახერხებს შეინარჩუნოს სტატუს კვო (ახლანდელი პრეზიდენტი სათვალავში ჩასაგდები არაა, "პარადი" არველაძეს მიყავს). სხვათაშორის ალბათ შესაბამისი უწყება უნდა დაინტერესდეს როგორ წარმოებს ტელემაყურებლის ზომბირება კადრსგარე რეკლამით, რაც ფსიქიკაზე ზემოქმედების შენიღბულ საშუალებად ითვლება. ვშიშობ რომ ეს კაცი მეტსაც იკადრებს (მაგ. ვეტერანი ფეხბურთელების, გუნდების ხელმძღვანელების მოქრთამვა და ა.შ.). ამიტომ საზოგადოების დარაზმვაა საჭირო, თორემ ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება.

• gulshematkivari

არველაძეების ბავშევობის მწვრთნელმა შიოევიჩმა გულდაწყვეტილმა მითხრა: ქართულ ფეხბურთში ისეთი იტუაციია მე ფეხბურთის პატარა მოღალატე გავხდი, უფრო დიდი მოღალატეები კლუბების მწევრთნელები არიან, არველააძები მათზე დიდი მოღალატეები და ა.შ.-გო.ჟურნალისტები და გულშემაკკივრები ვართ დამნაშავენი ხამას რომ არ ვიღებთ კორუფცაზე, ტრანსფერებიდან და ფეხბურთელების ხელფასებიდან ატკატებზე, გარიგებებზე-საექვოდ რომ გაჩერდა შსს მწვრთნელების საქმეზე, ფეხბურთელების მიერ ბიონარკოტიკების მოხმარებაზე და ა.შ. დასკვანის სახით:ამ სისტემაში პატიოსანი მენეჯერის და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ადგილი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელი ხელს და სიტუაციის შეცვლა ყველაზე ნაკლებად ყრილობის დელეგატებს არ სურთ, ბატონ რეზის პრეზიდენტობას 2014 წელშივე ვუსურვებ....

• Dato

გამარჯვების 0 პროცენტი გაქვს, მაგრამ სხვა მავნებლობები შეგიძლიათ. არჩევნების თარიღს რატომ არ ასახელებთ? თუ დეკემბერში გამოაცხადებთ?

• კაცი

აბა ეს ნახეთ ერთი,არ გაუტიაა.სპორტის მინისტრმა უნდა გამოიღვიძოოოს. ისე გუშინ კობიასვილს ვუყურე არენაში და რა თქვა იციით ,,ფედერაციაში ახალი მოვა პრეზიდენტი თუ ძველები დარჩებიანო.." შემრცხვა მის ნაცვლად ანუ ლევანს გათავისებული არ აქვს თუ რა უნდა თქვას და საერთოდ როგორ შეიძლება ძველებზე ასე უემოციოდ ლაპარაკი. ლევანიმ ამით თავისი თავი დააზარალა და გვითხრა რომ ის პრეზიდენტობისთვის ბრზოლისთვის მზად არაა.

• irakli

რა უნამუსოა!

• gogia

ესეთი ნაგლი აფერისტი რა ხარ რევაზ?! წადი ბიძია გადაშენდი არ ჭირდები ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივარსაც შეაზიზღე უკვე თავი! თუ არავინ ჩაერია დიდი შანსია ამან გაიმარჯვოს ისეთი რაღაცეები აქვს "ნაჩალიჩევი"!

• კახა

ჩარევა კი არა ამათი გახეთქვააა საჭირო ცემით - დღეში 3 ჯერ ! ეს ცინიკოსი თახსირები კიდევ იმუქრებინ ? ! ფუფ ამათი--

• rezikooooooooooooooooooooooo

შეეშვი უაზრო ბლატაობას, როცა ჩაერივნენ მაშინ ამოგეღო ხმა ეგეთი ვაჟკაცი თუ იყავი. ბევრს ნუ ტლიკინებ და მთელი ქვეყნის საგინებლად ნუ გაიხადეთ თავი მთელმა ოჯახმა. ნამუსი რომ არ გაქვს ეგ გავიგეთ, მაგრამ მაგდენი ტვინი მაიც ხომ გაქვს რომ მიხვდე შენ არავინ აღარ დაგტოვებს. ვინ მოგცემს შენ 100 მილიონს სესაჭმელად? სულ რომ არავინ ხმა არ ამოიღოს ჩვენ გაგაგდებთ მაინც გულშემატკივრები

• gio

ლევან ცინიკოსები რომ არიან იმიტომ არის ფეხბურთი კაი დღეში

• jora

თუ არ ჩაერევა სახელმწიფო, მაშინ სულ დავიღუპებით.

• jora

თან რო გვემუქრება.

• rezi

არველაძე წადი,წადიი

• ლევანი

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დაუშვებს არჩევნებში არანაირ ჩარევას."ამაზე მეტი ცინიზმი თუ გაგიგიათ?

• jemali

რა გზასაც გინდა მიმართეტ, ფეხბურთი დაგვიბრუნეთ, კომუნისტური წყობა ხომ არ არის 70 წელი რომ გაძლო, სანამ ხალხში შემორჩა ის გრძნობები და განცდები რაც ძველმა თაობამ დაგვიტოვა, სანამ მიხედეთ.

• mindia123

ღრმათ ვარ დარწმუნებული რომ რეზო არველაძეს შანსი არააქვს გამარჯვოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში.სად კობიაშვილი და სად არველაძე?

• daviti

საკმაოდ გახმაურებული არჩევნების დროს,როდესაც,ფედერაციის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ნემსაძე,არჩევიდან 1 საათში გადადგა აშკარა ჩარევის შედეგად,თქვენ მაშინ ფედერაციის მაღალჩინოსანი ბრძანდებოდით და ასევე მაღალჩინოსნად გაგრძელე მუშაობა იქვე.სამწუხაროდ ვერ გავიხსენე თქვენი პასუხი მაშინდელ აშკარა ზეწოლაზე ხელისუფლების მხრიდან და იქნებ შეგვახსენოთ ბატონო რეზი როგორი,იყო მაშინ თქვენი პასუხი როგორც ფედერაციის მაღალჩინოსნის?როგორც ავტორიტეტის მქონე პიროვნების საფეხბურთო სამყაროში?როგორც ვეტერანი ფეხბურთელის და უბრალოდ პატიოსან,წესიერი კაცის?

• Gala

Exla gagaxsendat chareva aqamde xmas ratom ar igebdit tu chaurevlad airchies sijinava. Tqven ar gaqvt ufleba martod qartuli fexburti. Gekot shegveshvit.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ალეკო ამისულაშვილი: ყველა ხედავს, რომ "დინამო" ყველას ერთი თავით სჯობს

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

კახა ცხადაძის მთავარი გზავნილი: თქვენ კარგი ფეხბურთელები ხართ!

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

რეზო არველაძე: ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო