ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე

"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე

ილია კოკაიასა და ადგილობრივ ხელისუფალთა შეხვედრაზე კლუბის 50/50-ზე პრინციპით დაფინანსების მოდელსაც განიხილავენ
8 იანვარს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზესტაფონი" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა. ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა გუნდი მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე...

სტადიონზე შეიკრიბნენ როგორც ძველი თაობის, ისე ახალგაზრდა ქომაგები. გაუსაძლისი სიცივისა და თოვლის მიუხედავად, ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე ხალხმრავლობა იყო.

საკრებულოს წევრების ერთ ჯგუფთან ერთად ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც მივიდა. შეკრებილები ტელეფონით ესაუბრნენ პარლამენტში ზესტაფონის დეპუტატ გოგი ქავთარაძეს.

ყველაზე საინტერესო იყო ის მომენტი, როცა შეკრებილებმა თავიანთი სურვილები სატელეფონო კავშირის მეშვეობით გააცნეს "ზესტაფონის" ყოფილ პრეზიდენტ ილია კოკაიას. კოკაიამ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს ქალაქის ხელმძღვანელობას და ერთად მოინახოს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები.

როგორც ცნობილი გახდა, კოკაიას, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილისა და ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძის შეხვედრა 10 იანვარს, საღამოს, თბილისში შედგება. დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ამბიციითა და შემადგენლობით გააგრძელებს "ზესტაფონი" ასპარეზობას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე.

ქომაგები იმედოვნებენ, რომ ამ შეხვედრაზე დასწრებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილიც მოახერხებს. მით უმეტეს, როცა საქმე საფეხბურთო კლუბისთვის კონკრეტული თანხის გამოყოფას ეხება, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვერ ამბობენ გადაჭრით, რა თანხით შეუძლიათ მათ საფეხბურთო კლუბის დახმარება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დაესწრნენ "ზესტაფონის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის წევრები. იქვე შენიშნავდით დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებსაც, რომელთაც ცოტა ხნის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ გათავისუფლების ფურცლები დაურიგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ კერძო ინვესტორთან ერთად დროულად მოიძიოს კრიზისიდან გამოსვლის გზები. გაუსაძლის ყინვასა და თოვლში "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა მთელი ქალაქის მასშტაბით მოაწყვეს მსვლელობა. ქვეითებთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობდა მანქანების კოლონაც... მსვლელობა ქალაქის ცენტრში დასრულდა.

ახლა უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოკაიას ქართული ფეხბურთიდან წასვლა კი სურს, თუმცა მზადაა, "ზესტაფონს" თუნდაც დროებით დაუდგეს გვერდში.

მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქალაქის ხელმძღვანელობა დამატებით თანხას გამოჰყოფს კლუბის ნორმალური არსებობისთვის. და თუ ასე მოხდა, კოკაია საკუთარი სახსრებითაც (საუბარია სოლიდურ თანხაზე) შეეწევა "ზესტაფონს", ოღონდ, საამისოდ, ქალაქის შეფობის მხრიდან კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო.

ახლა უკვე შეგვიძლია დავწეროთ, რომ კოკაიასა და ადგილობრივ ხელისუფალთა შეხვედრისას აუცილებლად განიხილება ის მოდელი, რომელზეც "ლელო" რამდენიმე დღის წინათ წერდა. კერძოდ, საუბარი ეხება კლუბის 50/50-ზე პრინციპით დაფინანსებას.

იხილეთ: გამოვა "ზესტაფონში" 50/50? იქნებ ეს მოდელი სხვა კლუბებმაც აიტაცონ

აქციის დასრულების შემდეგ საშუალება მოგვეცა, გავსაუბრებოდით მის რამდენიმე მონაწილეს.

კოტე ბოჭორიშვილი ("ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელი):

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ საიმისოდ, რომ ქალაქში ფეხბურთი გადავარჩინოთ. სახელმწიფომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა გუნდის გადარჩენის საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ "ზესტაფონს" ექნება ისეთი ამბიცია, როგორიც ჰქონდა მთელი არსებობის განმავლობაში. თქვენც ხედავთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბა აქ. ამ ქალაქისთვის ფეხბურთი ყველაფერს ნიშნავს".

ლაშა კიკნაველიძე (გულშემატკივარი):

"ჩვენთვის "ზესტაფონი" არ არის მხოლოდ გუნდი. ეს არის ცხოვრების წესი. ფეხბურთი იქცა ჩვენს ყოველდღიურობად და ეს ფაქტია. ჩვენ უკან დგას თაობა, რომელიც ფეხბურთზე იზრდება. მათთვის ეს მთავარი ფასეულობაა. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქალაქი უფეხბურთოდ დარჩება. ეს არამც და არამც არ უნდა დავუშვათ".

გოგა სებისკვერაძე (გულშემატკივარი):

"ზესტაფონი" ყოველთვის ამბობდა თავის ომახიან სიტყვას ქართულ ფეხბურთში და სამომავლოდაც ასე უნდა იყოს. ვერ შევეგუებით ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას. ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით".

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 10 იანვარს და თბილისში გასამართი მოლაპარაკების შედეგს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bagrat margveli

mamuloს კოკაია თავის ბიზნესის დაფინანსებას არ თხოვს, გუნდი წაიღეთ და მიხედეთო ისე, როგორც ამას ზუგდიდში, ლანჩხუთში, ვანში, ბათუმში, ქობულეთში, გორში, ბოლნისში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ქუთაისში და კიდევ ბევრგან აკეთებენ

• mamulo

საქართველოში ყოველწლიურად კვების დეფიციტის გამო 300 მოზარდი იღუპება, – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს თბილისის ორგანიზაცია ავრცელებს. კვლევაში საუბარია ბავშვთა სწავლის შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2388 ბავშვი სწავლის შესაძლებლობასაა მოკლებული. Unicef – ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან მოზარდებს ცალკე დახმარება დაენიშნოთ. გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. გაერო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს ყურადღება და აღმოფხვრას ან შეამსუბუქოს არსებული პრობლემები აი ეს დააფინანსოს სახელმწიფომ უმჯობესია ვიდრე კოკაიას ბიზნესი.

• იკა

დათო მერე ამას იძახის კოკაია 10 წელია რომ შეღავათები დაუწესონ რმაე ან წყალზე ან დენზე ან მიწის გადასახადზე ან სხვა შეღავატები საგადასახადო!თუ სხვას უხდიან ბიუჯეტიდან თანხას ზესტაფონის ბიუჯეტს შესაძლებლობა აქვს ნაწილობრივ შეინახოს გუნდი! მე არ ვარ მომხრე რომ ბიუჯეტმა შეინახოს გუნდი რაიონში სადაც უამრავი პრობლემაა მაგრამ ინვესტორს ხელი უნდა შეუწყო და არ გააქციო ასეა ყველა წვეყანაში

• დათო

ზესტაფონელებს თუ გუნდი უნდათ, ბილეთებში ფული უნდა გადაიხადონ, გუნდის მაისურები იყიდონ, სუვენირები შეიძინონ. ეს მარტო ზესტაფონელებს არ ეხება, ყველას გვეხება. სახელმწიფოს კი უამრავი სოციალური პრობლემა აქვს მისახედი, გამათხოვრებული საფეხბურთო კლუბები რომ არ ჩამოვკიდოთ კიდევ კისერზე. ამ ფეხბურთის ფედერაციის ვერ გამიგია, სახელმწიფოს ეუბნება ჩემს საქმეებში ნუ ერევიო, მეორეს მხრივ კი პირი შოშიას ბარტყივით აქვს დაფჩენილი, ლუკმა გადმომიგდეო. ან მიხედეთ ქართულ ფეხბურთს, ან იმდენი ნამუსი მაინც გეყოთ, რომ მოშორდეთ ქართულ ფეხბურთს. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესია, საქართველოში კი მათხოვრობის სახეობად გადაიქცა. და კიდევ, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი გადასახადებით 20-30წლის ჯეელებს ხელფასი ვუხადო.

• დათო

ზესტაფონელებს თუ გუნდი უნდათ, ბილეთებში ფული უნდა გადაიხადონ, გუნდის მაისურები იყიდონ, სუვენირები შეიძინონ. ეს მარტო ზესტაფონელებს არ ეხება, ყველას გვეხება. სახელმწიფოს კი უამრავი სოციალური პრობლემა აქვს მისახედი, გამათხოვრებული საფეხბურთო კლუბები რომ არ ჩამოვკიდოთ კიდევ კისერზე. ამ ფეხბურთის ფედერაციის ვერ გამიგია, სახელმწიფოს ეუბნება ჩემს საქმეებში ნუ ერევიო, მეორეს მხრივ კი პირი შოშიას ბარტყივით აქვს დაფჩენილი, ლუკმა გადმომიგდეო. ან მიხედეთ ქართულ ფეხბურთს, ან იმდენი ნამუსი მაინც გეყოთ, რომ მოშორდეთ ქართულ ფეხბურთს. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესია, საქართველოში კი მათხოვრობის სახეობად გადაიქცა. და კიდევ, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი გადასახადებით 20-30წლის ჯეელებს ხელფასი ვუხადო.

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

"ვპირდები ზესტაფონელებს, რომ არ დავუშვებთ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას"

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

500 ათასი ქალაქისგან, ამდენიც კოკაიასგან! "ზესტაფონი" ჩემპიონატს არ დააკლდება

ილია კოკაიასა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა გადაიდო

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ

შეთანხმება მიღწეულია: "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"ზესტაფონი" დასკვნის მოლოდინში

ქუთაისის "ტორპედო": "ვისოლი" ოფიციალურად წავიდა, დარჩა ბიუჯეტის იმედი

იყო 50 000 ლარი, გახდა... 49 ლარი - საკრებულომ "ზესტაფონს" გადასახადი შეუმცირა

მოლოდინი: დაბრუნდებიან "ზესტაფონი" და ილია კოკაია?

ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია

"ზესტაფონის" გადასარჩენად დაგეგმილი შეხვედრა თბილისში დღეს გაიმართება

დაფინანსდეს "ზესტაფონიც" ისე, როგორც "სამტრედია" - გამოსავალი ნაპოვნია?!

"ზესტაფონის" დაფინანსების მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატების სია

"ზესტაფონის" გადასარჩენად! ილია კოკაიას და ხელისუფლების შეხვედრა დაიგეგმა

დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია

[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

შეხვედრა შედგა, პრობლემა დარჩა - ითამაშებს "ზესტაფონი" მეორე წრეში?

ილია კოკაია დაბრუნდა - რა ელის "ზესტაფონს"?