ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!

"მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით მოდის, ჩვენ უფრო თამამად შეგვეძლება თამაში"
ახლახან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე "პირველ არხზე" დავით მინაშვილის გადაცემა "არენას" სტუმრობდა.

ეროვნული გუნდის თავკაცმა, სხვასთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს ნაკრების ფეხბურთელთა პოტენციალის გამოყენებას, რომელია გუნდში ყველაზე პრობლემური პოზიცია და რომელ სათამაშო სქემებს დაეყრდნობა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა, ერთგვარი თავის გაწირვა იქნებოდა ნებისმიერი სპეციალისტისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გარკვეულ რისკებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის გაწვრთნა დიდი გამოწვევაა ჩემთვის.

რომ გითხრათ, მეშინია, ასე ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, მაქვს საკუთარი თავისა და ფეხბურთელების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ბოლო დროს ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მათ უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალების და თუკი მაქსიმალურად და სწორად იმუშავებენ, აუცილებლად იქნება შედეგიც. მე ამის იმედი მაქვს.

- ფიქრობთ, რომ არის ფეხბურთელთა კონტინგენტი, რომლისგანაც გუნდი გაკეთდება?

- ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ფეხბურთელებს, რომ სწორი თამაშით და კარგი მომზადებით კომპენსირდება ოსტატობა, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენს ნაკრებში არ იყოს ძალიან მაღალი. მაგრამ ვიმეორებ, თამაშის სწორად დაგეგმვითა და მაღალი დონის ფუნქციონალური მდგომარეობით, შეიძლება შედეგის მიღწევა.

შესაძლოა, დღეს საქართველოს ნაკრებში არ არიან ვარსკვლავები, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელები ნამდვილად არიან.

- წინა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს ნაკრებში 60-ზე მეტი ფეხბურთელი იყო გამოძახებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ ყოფილან ეროვნულ გუნდში გამოძახებულნი, მაგრამ მათ აქვთ რესურსი, შესაძლებლობა და კლასი, ითამაშონ ნაკრებში?

- ერთი-ორი ასეთი ფეხბურთელი წარმომიდგენია და მაქვს სურვილი, რომ აუცილებლად ვნახო მათი შესაძლებლობები. თანაც, არის პოზიციები, სადაც პრობლემას ვხედავ.

არ დავმალავ და ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მწვავედ შემტევი სტილის მარცხენა მცველის პრობლემა დგას. ეს ფეხბურთელი მოსაძიებელია და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მე საქართველოში ვიქნები და შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ თამაშს დავესწრო და ყველა ფეხბურთელი საქმეში ვნახო.

პრობლემურია იგივე მარჯვენა მცველის პოზიციაც. ახლა უჩა ლობჟანიძის ალტერნატივა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად მოიძებნება. არ შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული.

- აპირებთ თუ არა იმ ფეხბურთელებთან დალაპარაკებას, რომლებსაც კონფლიქტი ჰქონდათ წინა მთავარ მწვრთნელთან? როგორ წარმოგიდგენიათ ვეტერანთა ყოფნა ნაკრებში?

- კონკრეტულ თამაშზე, მიუხედავად ასაკისა, გამოვიძახებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად იქნებიან. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ ჩამოდიოდნენ ეროვნულ გუნდში, მათთან აუცილებლად გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ისინი უნდა დაბრუნდნენ იმ მოტივაციით, რომ მაქსიმალური სარგებელი მოუტანონ ნაკრებს.

მოგეხსენებათ, ნაკრებში მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება კლუბში საქმიანობისგან. შეზღუდული დროის გამო ერთადერთი, რაზეც ნაკრების მწვრთნელმა შეიძლება იმუშაოს, გუნდის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადებაა.

სამუშაო ბევრია. პირველ რიგში, ნაკრების ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება, რომ თავისი სათამაშო ფილოსოფია ფეხბურთელებამდე მიიტანოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები საფეხბურთო თვალსაზრისით საკმარისად არიან ამ დონეზე განათლებულები.

მეორე - ფსიქოლოგიური მხარეა. გასაგებია, რომ ნაკრებების დონე განსხვავებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიძლიერის ნაკრებთან შეიძლება თამაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სწორი თამაშითა და კარგი ფუნქციონალური მომზადებით.

ყოველთვის უნდა იყოს დასახული კონკრეტული მიზანი. თუ ფეხბურთელს არ აქვს მიზანი და მინდორზე მხოლოდ იმიტომ გავა, რომ კარგად ითამაშოს, ასე არაფერი გამოვა - კონკრეტულ თამაშზე უნდა იყოს კონკრეტული მიზანი.

- ფეხბურთის ფედერაციამ რა მიზანი დაგისახათ?

- მოთხოვნა იმისა, რომ ამ შესარჩევში კონკრეტულად ამ ადგილზე უნდა გავიდეს გუნდი, რა თქმა უნდა, არ არის. სხვათა შორის, თავად მოვითხოვე, რომ მომავალ შესარჩევში აუცილებლად იყოს მიზანი - მინიმუმ, მესამეზე უნდა გავიდეს გუნდი.

- ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში რამდენ ადამიანს მოიაზრებთ და თუ შეგიძლიათ უკვე მათი ვინაობის დასახელება?

- დღეს ფეხბურთი მეცნიერებაა. ძალიან დიდი ანალიზი სჭირდება თამაშს და მივიჩნევ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება შტაბში, მით მეტი სარგებელი ექნება ნაკრებს - მით მეტი იდეა და აზრი გაჩნდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, რადგან არსებობს ფინანსური საკითხი და ეს ყველაფერი შესათანხმებელია ფედერაციასთან.

- როგორ გესახებათ ასაკობრივი ნაკრებებთან და მათ მწვრთნელებთან თანამშრომლობა? ბევრის აზრით, უნდა არსებობდეს ერთიანი სისტემა ყველა ნაკრებისთვის...

- არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად ერთი სისტემით უნდა თამაშობდეს ყველა ნაკრები. მთავარია, რომ ბავშვები იყვნენ ამ მხრივ განათლებულები და როცა ეროვნულ გუნდში მოვლენ, არ ეშინოდეთ მის სისტემასთან მორგება.

რა თქმა უნდა, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან ვაპირებ ახლო ურთიერთობას და მათთან მოთხოვნაც მექნება, გაითვალისწინონ ის ფილოსოფია, რომლითაც თამაშობს მთავარი გუნდი. რა თქმა უნდა, საკუთარი ხაზისა და მიმართულების გატარებას მათ არავინ დაუშლის, თუმცა ძირითადი ნაწილი, რაც ეროვნული ნაკრების სათამაშოს სტილს შეეხება, ფეხბურთელებისთვის უცხო არ უნდა იყოს.

- გერმანიასთან მომავალ მატჩს უნდა შევეხოთ - სიმბოლურად ემთხვევა, რომ 1995 წლის 29 მარტს, გერმანიასთან მატჩში თქვენ იყავით ნაკრების კაპიტანი, 20 წლის შემდეგ კი, 2015 წლის 29 მარტს, თქვენ უკვე გუნდს მთავარ მწვრთნელად გაუძღვებით...

- თუ გახსოვთ, იმდენი მაყურებელი, რაც მაშინდელ შეხვედრას დაესწრო, ჩვენს ისტორიას არ ახსოვს... ანგარიშით 0:2 კი დავმარცხდით, მაგრამ თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. 0:1-ზე შოთის შეეძლო გატანა, როცა მეკარე მოატყუა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო გატანა...

იხილეთ ვიდეო

ფაქტია, ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმალისტია და სულ იქნება კრიტიკა, მაგრამ ამას შეგუებული ვარ - როცა ნაკრებში ვთამაშობდი, მაშინაც სულ იყო მოთხოვნა, რომ აუცილებლად მოგვეგო გერმანიისთვის, ინგლისისთვის, იტალიისთვის... ეს კარგია, მაგრამ ზომიერად (ეღიმება).

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით მოდის, უფრო თამამად შეგვეძლება თამაში. სატურნირო მდგომარეობაც ისეთია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ ექნებათ ფსიქოლოგიური წნეხი, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამისგან თავისუფლები იქნებიან.

საერთოდ კი, მოედანზე მყოფ ფეხბურთელს უნდა სჯეროდეს, რომ იმის მიუხედავად, მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონია თუ ევროპის, თამაში და კარგი შედეგის მიღწევა ყველასთან შეიძლება.

- საქართველოს ნაკრების დაახლოებით 20-წლიან ისტორიაში, როდის გვყავდა საუკეთესო და ყველაზე უარესი გუნდები?

- უარესს ვერ დავასახელებ, რადგან ამის თქმის მორალური უფლება არ მაქვს. ყველაზე ძლიერი კი, ჩემი აზრით, ისტორიაში პირველი-ორი შესარჩევი ციკლების ნაკრებები იყო. პრინციპში, შედეგიც არ იყო ურიგო. მეორე ციკლში მეოთხე ადგილი კი დავიკავეთ, მაგრამ ჩვენ და მესამეადგილოსან პოლონეთს ერთნაირი ქულები გვქონდა...

იმ ორ ციკლში ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და სათანადო გამოცდილებით. მაშინ ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, მომდევნო ციკლში უკვე დიდი შანსიც გვქონდა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ მოგეხსენებათ, შემდეგ ის გუნდი დაშალეს...

- თქვენი აზრით, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ნაკრებში კაპიტანს და ხომ არ აპირებთ გუნდში კაპიტნის ვინაობის საკითხის გადახედვას?

- აუცილებელია, ნაკრებში იყვნენ ლიდერები, რომლებიც გუნდს ფსიქოლოგიურად გაუძღვებიან. რაც შეეხება კაპიტნის საკითხის გადახედვას, ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს გუნდზე. ასე რომ, ჯაბა კანკავას შეცვლას არ ვაპირებ - მე ვიცნობ და ვენდობი მას. ის ძალიან კარგი ადამიანი, ფეხბურთელი და მაღალი დონის პროფესიონალია. სხვა რა არის კაპიტნობისთვის საჭირო?!

- დღეს რომ იყოს თამაში, რომელ 11 ფეხბურთელს დაეყრდნობოდით?

- ახლა შემადგენლობის დასახელებისთვის მზად ნამდვილად არ ვარ, თუმცა გონებაში მაქვს ორი სისტემა, რომლითაც ვაპირებ თამაშს. რა თქმა უნდა, ერთი იქნება ძალიან შემტევი, მეორე - უფრო შედეგზე მომართული. ამ ორი სისტემით ვითამაშებთ. რესურსი არის და ყველაზე მთავარია, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- უკვე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ნახევარი წელი ისევ მოგიწევთ ბაქოს "ინტერში" მუშაობა. როგორ შეუთავსებთ კლუბსა და ნაკრებში საქმიანობას, კლუბიდან თუ გქონდათ მხარდაჭერა?

- როდესაც ამ საკითხზე ბატონ ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძესთან ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით, შემდეგ შეხვედრა მქონდა ჩემს სპონსორთან, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ამ ადამიანმა პირადი გვერდზე გადადო და გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას... ამას ბევრი არ გააკეთებდა.

- ბოლოსწინა ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგეთ უშუალო კონკურენტ "ნეფთჩის" (2:1). ცხრილში ძალიან წინ არ არის "ყარაბაღი" და გაქვთ ჩემპიონობის შანსიც, რაც თქვენი აზერბაიჯანული კარიერის მშვენიერი დასასრული იქნებოდა....

- რა თქმა უნდა. ის, რომ "ყარაბაღი" ძალიან მაღალი დონის გუნდია, ეს მან ევროლიგაზეც დაამტკიცა. თვითონ აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეც საკმაოდ მაღალია.

"ინტერს" რაც შეეხება, გუნდი სტაბილურია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს - 16 ტურში 24 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 7 გავუშვით, რაც ევროპაში მესამე-მეოთხე შედეგია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეტევაში მოვუმატოთ, უფრო აგრესიულები ვიყოთ და გავუწიოთ კონკურენცია პირველადგილოსანს, რომელთანაც ახლა 5 ქულა გვაშორებს. საამისოდ კი ორი შემტევი ფეხბურთელით გაძლიერება გვსურს."ინტერს" თასზე ბრძოლის რესურსიც აქვს - ფაქტობრივად, ორი შემადგენლობა გვყავს და შეგვიძლია როტაცია. მთლიანობაში, იმედი მაქვს, "ინტერს" მაჟორულ ნოტზე დავემშვიდობები.

- დაბოლოს, დადგა 2015 წელი და რას შეჰპირდებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს?

- ამ ეტაპზე, რაც შემიძლია შევპირდე, თავდაუზოგავი მუშაობაა. მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს. შედეგი ყველაზე მთავარია. არავინ თქვას, რომ შედეგი ცუდი თამაშით მიიღწევა. შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მივაღწევთ.

• vaxo

არარი ეს მარტალი კაცი როგორებიც ფედერაციაში ზიან ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ტქვენს პატრონს დააბოლეტ ტქვენ ტქვენაირები

• kaxelo

არარი ცხადაზე არველაზე ცეცაზე მაისურაზე ტუნდაც ჩივაზე ნაკრებში დასანიშნი იმიტომ რომ ჩუმად არიან და ხმას არიგებენ რომ მკვდარია აქ პეხბურტი იკავიტ ჩუმად და გაცოცხლდება

• 0000

ესეც კაი მეზღაპრე ყოფილა... არაფერი პირადული, მაგრამ არ გავს ეს კაცი მართალ კაცს. ქართულ ფეხბურთში რომ ხარ და სათქმელს არ ამბობ, არაა ეგ სწორი საქციელი. რომ მოგხსნიან, მერე მოაღებ პირს. თქვი და აღიარე, რომ ქართული ფეხბურთი ღრმად ***! და მანდედან ვერ ამოხვალ მალე, თუ საერთოდ ამოხვედი. დღეს ჩვენი ამოცანაა,რომ მთლად სან-მარინოს არ დავემსგავსოთ, თორემ ფარერების დონეზე კი ვართ უკვე. როგორც იმათ, ჩვენც შეიძლება როდესღაც გაგვივარდეს და ეგაა... ეჰ, კაი კაცი ჩანდა, მაგრამ ეგაც გვაბოლებს. პ.ს ხო, შემტევი ფეხბურთი ითამაშეთ, შემტევი... მარა შემტევები სადაა?

• ზომა

არამგონია ამ ფეხბურთელებმა გაქაჩონ

• gizog

ingram-ს სადღეგძელო არ მითვამს, ნარკომანია ქართული ფენომენი არ არის, ნარკამანები თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობენ, მაგრამ მათ ალბათ არ იწვევენ ეროვნულ ნაკრებში. მე კიდევ გავიმეორებ რომ 300 ფეხბურთელის ნიველირება სულ ცოტა უსამართლობაა, 300 კაცი ერთნაირი არც იქნება და ვერც იქნება. უნდა მოხდეს სწორედ წესიერი, დისციპლინის დამცველი და მოტივირებული ფეხბურთელების გამორჩევა და მათი წახალისება. ისე თქვენ რატომ მიგაჩნიათ, რომ თუ კაცი ლეგიონერია ის სუფთაა და შეხება არ აქვს იმ რაღაცეებთან. ''გამოვა ნეტა ქართველი ხალხი სადღეგრძელოს რეჟიმიდან'' გამოვა როცა აღარ იქნება ქართველი. სადღეგრძელო ანუ შენი ქვეყნის, შენი ერის, ახლობლების დალოცვა მათთვის კარგის სურვება, თუ ცუდი ტონია მე არ მგონია და არც ჩემ ერს ვუსურვებდი სხვანაირად ეფიქროს(მაპატიოს ჩემმა ერმა კადნიერება), მე ცუდ ტონად მიმაჩნია ყველაფერზე, განურჩევლად მხოლოდ უცხოურის და სხვის ქება საკუთარის განქიქება..

• badri

ძალიან შემტევი სისტემით თამაშს, რომელი ფ ეხბურთელებით აპირებს, იქნებ აგვიხსნას! თვითონ, თუ მაინც სჯერა, რასაც ამბობს!? ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები

• ლუიჯი რივა

ხალხო, რაც არ უნდა წესიერი და ჭკვიანი იყოს ცხადაძე (რაშიც მე პირადად ეჭვიც არ მეპარება) საქარძთველოს რომ არანაირი შანსი არ აქვს ფეხბურთის მწვერვალზე მიღწევის ეს ჭეშმარიტებაა და გარდუვალია და ამას უნდა შევეგ

• გუჯა კახაძე

ქართველი ფეხბურთელი აკეთებს იმას რაც ასწავლეს. ადამიანის ქმედება კი მთლიანად არის დამოკიდებული იმ სასარგებლო და მავნე პროგრამებზე, რომლებიც მის ქვეცნობიერში ბავშვობიდან ჩაიწერა. კახა ახლი მოსულია, ფეხბურთელებს ჯერ არ შეხვედრია და მდგომარეობის გამოსწორება მავნე პროგრამების ნგრევით და მათ ნაცვლად სასარგებლოს ჩაწერით უკვე დაიწყო. წარმატებები!!!!

• Shako

მე მგონია რომ ეს კაცი არის წესიერი ადამიანი :) რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლანდელ ნაკრებში ... არ უნდა მოიწვიოს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც კლუბი არ აქვთ და მათ საპობნელა ნაკრები ჭირდება :) მან უნდა აირჩიოს ისეთი ხალხი რომელთაც კლუბში იმიტომ თამაშობენ რომ მერე ნაკრებში ითამაშონ და საქართველო ასახელონ :)) ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელმა გაიაზოროს რა აირის ნაკრები :)) ეს არაა უბრალოდ ერთი მატჩი ესაა ის რისგამოც ცხოვრება ღირს.... ნემსაძე კაცია კაცური უელსთან გოლის გატანის შემდეგ ისე ემოციურად აღნიშნა 6 თვე ვეღარ თამაშობბდა... მაგრამ ეგაა ემოცია ეგაა თამაში როცა ყველა პასში ხედავ მონდომებას და არა მოშორებას..... მე მგონია რომ ეს ნაკრები დიდი შესაძლებლობისაა თუ სწორად მიმართავ....

• Ingram

gizog ნარკამანები რო არიან და 15 წუთში იღლებიან იმ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხალხი უნდა ყავდეს ხო ძირითადში?ოდესმე გამოვა ნეტა ქართველი ხალხი სადღეგრძელოს რეჟიმიდან????

• საქართველოსთვის!!!

კახა ქართველი ხო ხარ? თან საქართველოს ნაკრების მწვრთნელი?! ხოდა შე კაი კაცო პირველ ინტერვიუს იძლევი და რატომ გაცვია ბაქოს "ინტერის" სპორტულები... :((( ჩაგეცვა რა სხვა ფორმა? ან საქართველოს ნაკრების სპორტული...

• gizog

სხვადასხვა მიზეზთა გამო ნაკრების ჩონჩხი უნდა შედგებოდეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან. სწორედ ასეთი გუნდის გაძლიერება უნდა ხდებოდეს ყველაზე მოტივირებულ ლეგიონერებით. ეს ძალიან წაადგება თვითონ ქართულ ფეხბურთს დაუბრუნებს ქართველებს იაროს ფეხბურთის მატჩებზე სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ. მიმაჩნია ასე ხელაღებით საუბარი, რბილად როპ ვთქვათ, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე 300-ზე მეტ ფეხბურთელზე არ შეიძლება, იქ უკვე ბევრი დამსახურებული ვეტერანი მოთამაშეა, ასევე ბევრი ახალგაზრდაც, რომელიც თანადგომას წახალისებას იმსახურებს. მათი წახალისება კი იქნება მათი დამსახურების გათვალისწინებით ეროვნულ ნაკრებში მიწვევა და თავის გამოჩენის საშუალების მიცემა. ძალიან გამეხარდა, როცა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა ახალი ფეხბურთელების მოძიებასთან დაკავშირებით. ღმერთმა დალოცოს ბატონ კახას დაბრუნება ნაკრებში, ინებოს უფალმა, რომ დიდი წარმატებები მოეტანოს ქართული ფეხბურთისთვის. გულშემატკივარს ვთხოვ გამოიჩინოს ოლიმპიური სიმშვიდე და დიდი მოთმინება. შედეგი დიდი შრომის შემდეგ მოდის, რასაც დაგვპირდა კიდეც ბატონი კახა.

• Dato

მწვრთნელთა შტაბში გია გეგუჩაძე რომ მიგეწვიათ, ძალიან მაგარი იქნებოდა!

• შაკო

ღმერთმა ხელი მოგიმართოს კახი, შენც და საქართველოს ნაკრებსაც

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

დავით მინაშვილი საქართველოზე "არდადებას" ნანობს [VIDEO]

დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს