ნუნუ: ამ ტიტულის მოგება გვინდოდა
სამშაბათის საპასუხო მერვედფინალური მატჩების შემდეგ სამეფო თასისთვის ბრძოლას ორი ვალენსიური კლუბი გამოემშვიდობა, "ესპანიოლი" და "მალაგა" კი წინ მიიწევენ.

"ღამურები" ბარსელონაში ერთბურთიანი უპირატესობით ჩავიდნენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს ეს უპირატესობა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმართა რიგებში მსოფლიოს ჩემპიონ შკოდრან მუსტაფის შეცდომა "ვალენსიას" ძვირი დაუჯდა - გერმანელი გააძევეს და თითქმის მთელი თამაში "ვალენსიას" 10 კაცით მოუწია.

ნუნუს გუნდმა ბოლო ათი წუთი ვეღარ გაძლო, ჯერ საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ კაისედომ თავით დაასწრო სათადარიგო მეკარე იოელს, შემდეგ კი იმავე კაისედოს მარჯვენა ფლანგიდან ლუკას ვასკესმა გაუკეთა ბრწყინვალე პასი.

ნუნუ (ვალენსია): "ბარსელონას განაწყენებულნი და იმედგაცრუებულნი ვტოვებთ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ სეზონში ერთ ტიტულს მოვიგებდით. ამიტომაც ეს მარცხი ორმაგად მტკივნეულია. როგორმე ეს უნდა გადავიტანოთ. "ვალენსიამ" ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ ნეგატიური შედეგის შემდეგ გუნდს მობილიზება შეუძლია".

მეორე ვალენსიური კლუბის ამოცანა რთული იყო, გუნდმა პირველი თამაში 0:2 წააგო. ამიტომაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.

"ლევანტეს" ამოცანა თითქმის შეუძლებელი მას მერე გახდა, რაც "მალაგა" 2:0 დაწინაურდა, თუმცა "ბაყაყებმა" მაინც გაიბრძოლეს - დავიდ ბარალმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ვეტერანმა ხუანფრანმა გაიტანა და თითქოს, შანსიც გაჩნდა.

ბოლოსწინა წუთზე ბარალი ჰეთ-თრიკს ზეიმობდა, თუმცა ნაადრევად - გოლი მან ხელით გაიტანა, რაც მსაჯს არ გამოჰპარვია და ფორვარდს წითელი ბარათი აუფრიალა.

ესპანიოლი-ვალენსია 2:0 (1:2)

გოლები: 1:0 კაისედო (79), 2:0 კაისედო (89)

გაძევება: მუსტაფი (14. ვალენსია)

ლევანტე-მალაგა 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ორტა (22), 0:2 რესიო (39), 1:2 ბარალი (71), 2:2 ბარალი (74), 3:2 ხუანფრანი (85)

გაძევება: ბარალი (89. ლევანტე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ლა ლიგა. XXXII ტური: "ლევანტემ" "ესპანიოლთან" ქულა მაინც გაახერხა
უეფას სიმბოლურ ნაკრებში "ბაიერნის" ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
სერხიო რამოსი: იცოდნენ ინდიელებმა, ვინ მართავს დედაქალაქს [VIDEO]
აზარმა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა - ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს
ნუნუ: "ვალენსიას" მწვრთნელობა დიდი პატივი იყო...
ლა ლიგა. XXVI ტური: "ლევანტემ" ვალენსიაში "ეიბარი" დაამარცხა
"არსენალს" არაფერი გაუკეთებია" - ლუკას ვასკესი
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"მოედანსა და მოედნის გარეთ ის კარგი ადამიანია, თუმცა..." - გაურკვეველია, ხუანფრანმა ნეიმარს წაკბინა თუ კომპლიმენტი უთხრა
ბრაზილია-პერუ 3:0 - დუნგას გუნდი მაღლა მიიწევს
სიმეონემ ხუანფრანის შემცვლელი "ბარსელონაში" აარჩია
ᓑᓠᓐᕖᓘᓚᓘᓐ 2014-ᓘᓡ ᓛᓝᓜᕐᓬᓘᓚᓔᓗᓐ ᓬᓐᓠᕓᓒᕔᓜᕐ: E ᓯᓒᓣᓤᓘ - ᓔᕙᕕᓐᓓᕝᓠᓘ
"ვალენსია" რადამელ ფალკაოს შეძენას შეეცდება
დანი ალვეშმა პირველივე მატჩში "სან პაულუს" გამარჯვება მოუპოვა
"ᓕᓐᓚᓔᓜᓡᓘᓐ": ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ, ᓐᓮᓐᓚᓘ "ᓦᓐᓛᓣᓠᓔᓑᓘ"
ლუკას ვასკესი: ვინისიუსი და როდრიგო შეიძლება "რეალის" ვარსკვლავები გახდნენ
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
ტრანსფერ-ONLINE: 2 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ევრო 2016-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები უეფას ვერსიით
ლა ლიგა. XXII ტურის Winners & Losers
"ლაციომ" ფელიპე კაისედო იყიდა
ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები: პირველი "ოქროს ბურთის" შემდეგ [VIDEO]
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
რამოსი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს! "რეალი" დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"დამშვიდდით, ნაბიჭვრებო" - "ეიბარის" მწვრთნელი ლუკას ვასკესს