ჯერ ვორო, შემდეგ რაიკაარდი ან ლაუდრუპი
კვირას დილით მან კლუბის მფლობელს, აზიელ ბიზნესმენ პიტერ ლიმს დაურეკა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ლიმი შეეცადა, რომ ნუნუს აზრი შეეცვალა, მაგრამ მწვრთნელმა ეს აღარ ისურვა - მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო. უბრალოდ, "სევილიასთან" მატჩამდე მან "ვალენსიას" ფეხბურთელებს არაფერი უთხრა.

ამან არ უშველა "ღამურებს", რომელთაც "სანჩეს პისხუანზე" მე-13 ტურის მატჩი დათმეს "სევილიასთან". ყოფილი ვალენსიელი ევერ ბანეგას ფანტასტიკური პასით გოლი სერხიო ესკუდერომ გაიტანა - 1:0. აღსანიშნავია, რომ ბანეგას გარდა, ექსვალენსიელი "სევილიას" მწვრთნელ უნაი ემერის და მცველ ადილ რამის ეთქმით.

"ვალენსიამ" მატჩი 9 კაცით დაასრულა - პირველ ტაიმში ჟოაო კანსელო გააძევეს, მეორეში კი - ხავი ფუეგო. "ღამურები" 19 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს 5 ქულა აშორებთ.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნუნუმ შემდეგი თქვა: "ყველა ფეხბურთელს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთანაც აქ მიმუშავია. ჩემთვის "ვალენსიაში" ყოფნა დიდი პატივი იყო. ბიჭებმა "სევილიასთან" თამაშამდე არ იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მადლობა ასევე პიტერ ლიმსა და "ვალენსიას" გულშემატკივრებს".

ნუნუ ერლანდერ სიმოეშ ესპირიტუ სანტუ, ანუ მოკლედ ნუნუ, 41 წლის სპეციალისტია, რომელიც 2010 წლამდე "პორტუს" გოლკიპერი გახლდათ, ხოლო სამწვრთნელო კარიერა "მალაგაში" დაიწყო გოლკიპერთა მწვრთნელის პოზიციით, დამოუკიდებლად გუნდი კი 2012 წელს ჩაიბარა, ეს იყო "რიუ ავე". მეორე წელსვე მან პატარა პორტუგალიურ კლუბს დიდი წარმატება მოუტანა, გაიყვანა რა გუნდი პორტუგალიის თასის და ლიგის თასის ფინალში, ასევე, ევროპალიგაზე (ისტორიაში პირველად).

2014 წლის ზაფხულში "ვალენსიადან", ცოტა არ იყოს, უცნაურ ვითარებაში გაუშვეს ხუან ანტონიო პიცი და ნუნუს დაუძახეს. მან "ღამურებთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერ კიდევ იანვარში ნუნუს ხელშეკრულება 2018 წლამდე გაუგრძელეს.

გასული სეზონის ბოლოს ყველა კმაყოფილი იყო (ნუნუ სამჯერ გახდა ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი), მაგრამ ახლა გუნდმა ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც ცუდად იასპარეზა და ორივეგან ბევრი არ უკლია სეზონის ჩაგდებამდე.

გასული სეზონი "ღამურებმა" მე-4 ადგილზე დაასრულეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ, მაგრამ კლუბმა გაყიდა ნიკოლას ოტამენდი, ვერ იყიდა ვერავინ მის შემცვლელად, ვერ იყიდა გამოცდილი ფორვარდი, 19 წლის სანტი მინას კი ძალიან უჭირს გოლების გატანა.

ამას დაერთო ხშირი შეურაცხმყოფელი შეძახილები "მესტალიაზე" - Nuno vete ya ("ნუნუ, წადი") და პორტუგალიელმაც ჩათვალა, რომ კმარა. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" ხუთ მოწინავე ევროპულ პირველობაზე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს.

ვინ შეცვლის ნუნუს? სინგაპურელ ლიმს წილები აქვს ინგლისურ "სელფორდ სიტიში", რომლის თანამფლობელები "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავები, ძმები ნევილები, რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არიან.

დროებით სწორედ,შესაძლოა, ფილ ნევილმა ჩაიბაროს "ვალენსია". შუა კვირაში "ვალენსიას" სათასო მატჩი ელის "ბარაკალდოსთან". თუკი ლიმი დროულად ვერ მოძებნის ნუნუს შემცვლელს, შესაძლოა, ნევილმა მომავალ უქმეებზე გუნდი "კამპ ნოუზეც" კი გაიყვანოს. გუშინ გუნდი სწორედ ინგლისელმა სპეციალისტმა ავარჯიშა, რომელიც აქამდე ნუნუს ასისტენტი იყო.

როგორც ჩანს, ნუნუს ფეხბურთელთა დიდი მხარდაჭერაც არ ჰქონია, ამაზე მიუთითებს "ღამურების" ერთ-ერთი ლიდერის, დანი პარეხოს კომენტარი: "მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ შესაძლოა, ბოლოს მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო".

უკვე ვრცელდება ხმები, ვინ შეიძლება ჩაიბაროს "ვალენსია" მომავალში. ასახელებენ ფრანკ რაიკაარდს და მიქაელ ლაუდრუპს.

ნუნუ ამ სეზონში ლა ლიგის მე-4 მწვრთნელი გახდა, რომელმაც სამსახური დაკარგა პაკო ერერას (ლას პალმასი), ლუკას ალკარასის (ლევანტე) და დევიდ მოიესის (რეალ სოსიედადი) შემდეგ.

P.S. წუხელ გვიან ცნობილი გახდა, რომ "ვალენსიას" დროებით თავკაცად არა ფილ ნევილი, არამედ "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) დაინიშნა. ნევილი შტაბში დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ვალენსია" რადამელ ფალკაოს შეძენას შეეცდება
ლა ლიგა: "სამეფო კლუბი" "მესტალიაზე" დაეცა [VIDEO]
"ᓕᓐᓚᓔᓜᓡᓘᓐ": ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ, ᓐᓮᓐᓚᓘ "ᓦᓐᓛᓣᓠᓔᓑᓘ"
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
პანიკა "ღამურებში" - "ვალენსიაში" ლეგენდაც არ დაინდეს
კოპა დელ რეი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები: ვალენსიელები გზიდან ჩამოიცილეს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
მეხუთე და სამართალი? - შესაძლოა, "ვალენსიას" წამალი სწორედ ვოროა