ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ერთად საამიროებში ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ერთად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ემზადება.

ეროვნული გუნდის ყოჩმა სეზონის პირველი ნაწილის მიწურული ტრავმის გამო გააცდინა. ის უკვე დაუბრუნდა მინდორს. არადა, უკრაინელი მედიკოსები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდნენ და ჩვენებურს გაცილებით ხანგრძლივ უქმობას უწინასწარმეტყველებდნენ...

საშუალება მოგვეცა, კანკავას არაბეთში დავკავშირებოდით და მასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე გვესაუბრა. სასაუბრო კი მართლაც დაგროვდა. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებს ახალი დამრიგებელი ჰყავს და მეორეც - კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდის კაპიტანი კვლავ კანკავა იქნება.

იხილეთ:კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!

ვილაპარაკეთ კრიშტიანო რონალდოს მორიგ აღიარებაზეც, ვისაც ხმა (ოღონდ, მეორე ნომრად), როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, კანკავამაც მისცა...

"ამ წუთში მოვრჩი წვრთნას "დნიპროსთან" ერთად. აღარ მაწუხებს ფეხი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. მიხარია, რომ ასე სწრაფად წავიდა რეაბილიტაციის პროცესი", - გვითხრა კანკავამ საუბრის დასაწყისში.

საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და, ცხადია, კანკავას კითხვა ამის თაობაზეც დავუსვით:

"მადლობა მინდა ვუთხრა კახა ცხადაძეს ნდობისთვის. ისევე, როგორც მთელი საქართველო, ახალ მწვრთნელს მეც წარმატებას ვუსურვებ.

მგონი, უმჯობესია, ნაკრების მიზნებზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ყველაფერს დრო უნდა ფეხბურთში. ცხადაძე ახალი მოსულია და მას ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. მოვა დრო და საქართველოს ნაკრების მიზნებზეც ვილაპარაკებთ".

რა გეგმები აქვს "დნიპროს" არაბულ შეკრებაზე?

"ნაყოფიერი შეკრება გამოდის. ოთხი საკონტროლო თამაშია დაგეგმილი, პირობები კი იდეალურია", - კმაყოფილია "დნიპროს" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.

ფოტოზე: ჯაბა კანკავა საემიროებში შეკრებაზე

ეკუთვნოდა თუ არა კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი? ამ თემაზე ახლა მთელი საფეხბურთო მსოფლიო კამათობს და, ცხადია, საქართველოს ნაკრების კაპიტანსაც თავისი აზრი აქვს. მართალია, მან პირველ ნომრად ანდრეს ინიესტა დაასახელა, მაგრამ მიიჩნევს, რომ რონალდოს "ოქროს ბურთი" ეკუთვნოდა.

იხილეთ:FIFA Ballon d'Or 2014: თემურ ქეცბაიასა და ჯაბა კანკავას არჩევანი

"ამ თემაზე შეიძლება ყველას თავისი აზრი ჰქონდეს და ასე ვარ მეც. კრიშტიანომ დამსახურებულად მოიგო "ოქროს ბურთი", - გვეუბნება ნაკრების კაპიტანი, რომელსაც ბოლოს "დნიპროს" სამომავლო მიზნებზე დავეკითხეთ:

"ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმალურ მიზნებს ისახავს და ამჯერადაც ასე იქნება. უკრაინის ჩემპიონატში "დნიპროს" მესამე ადგილი უჭირავს და მიზანი ამ პოზიციის გაუმჯობესებაა.

ევროპალიგაზე ძლიერი მოწინააღმდეგე გვერგო ბერძნული "ოლიმპიაკოსის" სახით. ამ დუელში არაფრის დათმობას არ ვაპირებთ".

28 წლის კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან უკრაინულ კლუბში 76 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2010-12 წლებში ის კრივოი როგის "კრივბასში" (ეს გუნდი უკვე აღარ არსებობს) იყო განათხოვრებული.

საქართველოს ნაკრებში კანკავამ 51 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Saba
მთEლი ქვეყანა რო დადგომოდა გვერდში ქეცბაიას ესეთი სიტუაცია აღარ იქნებოდა
გიორგი
555-შე შედზრომები შენსკენ მოიკითხე,შენ რო კაცი იყო კი არ დაიმალებოდი და მიაყენებდი შეურაცხობას ადამიანს პირში ეტყოდი,გაგისიებდი მაგ ტავყბას რო ვიცოდე ვინახარ......
giorgi
555-shedzromebi shensken moikitxe ...,ro damalulxar da sheuracxobebs ayeneb xalxs,shen ro kaci iyo pirshi etyodi risi mtqmelic xar,gagisiebdi mag cxvirpirs ro vicode vin xar,......
გუადუა
ჯაბა, არა ხარ ცუდი ბიჭი, მაგრამ თუ გინდა დაეხმარო სამშობლოს და ქართულ ფეხბურთს, დაურეკე ყველა ლეგიონერ ქართველს და შესთაავზე რომ აზრადაც არ გაივლონ ნაკრებში თამაში,არც ძირითადში და არც სათადარიგოში. ამის უფლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ისიც ისე რომ კლუბიდან 4 ზე მეტი არ იყოს ნაკრებში. აი მხოლოდ ასეთი მოდგომა გააკეთებს ახალ ნაკრებს. სხვა ყველაფერი კი ძველის უაზრო გაგრძელება იქნება. დაგვასვენეთ ლეგიონერებმა თქვენი კარდიბალეტისაგან!
555
წავიდა შეძრომები. ნაკრებში ითამაშონ და რაზე არ წავლენ ეს უნიჭოები. ქეცბაიას დროს რატომ ვერ თამაშობდი ის გიშლიდა ხელს არა. მაშინ ქეცბაია იყო კარგი.
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე სტუმრად გადაცემა “სპორტალში” [VIDEO]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
მაკედონიური მედია: მაკედონია კლასია - ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა