ამ ეტაპზე გაუსაძლისი ფინანსური კრიზისი ბერძნულ გუნდში ქართველების დარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის
შესაძლოა, ახლო მომავალში გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარი კრეტის ოფი დატოვონ. ჩვენი ინფორმაციით (და ამას ბერძენი ჟურნალისტებიც ადასტურებენ), ელადურ გუნდში ფინანსური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

დანამდვილებით ვიცით, რომ მერებაშვილისა და ლორიას მიმართ რამდენიმე ბერძნულ კლუბს აქვს ინტერესი, თუმცა ცუდი ისაა, რომ ოფი-ს ქართველმა ლეგიონერებმა მიმდინარე სეზონში უკვე ითამაშეს ორ კლუბში და ახლა მესამე გუნდში ვეღარ გაირჯებიან.

ქართველები ბერძნული გუნდის ლიდერები არიან. ოფი-ს ძალიან უნდა მათი შენარჩუნება და კლუბის ხელმძღვანელობა ჩვენებურთა დასატოვებლად ყველა ღონესაც ხმარობს, მაგრამ... ამ ეტაპზე გაუსაძლისი ფინანსური კრიზისი ბერძნულ გუნდში მათ დარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო და, ყველა უბედურებასთან ერთად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფი-ს 6 ქულაც დააკლო ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევის გამო. ახლა გუნდს მე-16 ადგილი უჭირავს 18-გუნდიან სუპერლიგაში და გასავარდნ ზონაშია.

საინტერესოა, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ოფი "პანათოლიკოსთან" სათამაშოდ გასვლას არ აპირებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს მახლასმა 126 ათასი ევრო პირადად გადაიხადა და ბოიკოტი თავიდან აიცილა.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კრიზისში ჩაძირულ ბერძნულ გუნდს ორი ჩვენებური მალე გაეცლება. ამ ეტაპზე, შესაძლო გამოსავალი რომელიმე კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება და მაისამდე ფორმის ვარჯიშით შენარჩუნებაა. მოკლედ, ვნახოთ...

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი და ლორია ოფი-ში თბილისის "დინამოდან" გადავიდნენ. ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Football Fun
გიორგი მერებაშვილი - ბედნიერი ვარ, რომ თბილისის "დინამოდან" წამოვედი. ეხლაც!!!
Football_Fun
ბედნიერი ვარ, რომ თბილისის "დინამოდან" წამოვედი, ეხლაც ბედნიერი ხარ მერებ?
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი მერებაშვილი: მეც და გიორგი ლორიაც ოფი-ს ზაფხულში დავტოვებთ
გიორგი ლორიას "ოლიმპიაკოსი" იწვევს, გიორგი მერებაშვილს - პაოკ-ი?
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის გოლი და გამარჯვება საბერძნეთის თასზე [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
პირველი კონფლიქტი ცხადაძის ნაკრებში - მერებაშვილი აღშფოთებულია!
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
გიორგი ლორია: ოფი-ში ფინანსების გამო არ მოვსულვარ
ლევან სილაგაძე: ლორია და მერებაშვილი კარგ კლუბებში გადავლენ!