ზურაბ ჯირკველიშვილი: "თუ გუნდი შეძლებს სამეულში შესვლას ან თასის მოპოვებას, მისი მიტოვება არასწორი იქნება"

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა გორის "დილამ", დაფინანსების თვალსაზრისით, 2015 წელი კარგად დაიწყო. მეტიც - ქალაქის ხელმძღვანელებმა 22 იანვარს გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კლუბისთვის ბიუჯეტის გაზრდაზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ "დილას" ბიუჯეტი 2015 წელს 1 მილიონით განისაზღვრა, მაგრამ ამ თანხაში, გუნდთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაფინანსებაც შედის და უშუალოდ "დილას" მილიონიდან 600 ათასი რჩება.

ეს სახსრები კლუბს მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ჩასამთავრებლად, ანუ მაისამდე თუ ეყოფა. მერე კი, როგორც ბიუროს სხდომაზე გამოჩნდა, შედეგი განსაზღვრავს, რა რაოდენობის თანხა მიეცემა "დილას" 2015 წლის მეორე ნახევრისთვის. საუბარია მთელი წლის განმავლობაში გუნდის დაფინანსების 2 მილიონამდე გაზრდაზე.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე დაფინანსების გაზრდის იდეას ემხრობიან. მართალია, რამდენიმე დეპუტატი ამ წინადადებას არ ეთანხმება, მაგრამ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალსახა მხარდაჭერა, ვფიქრობთ, გადამწყვეტი იქნება და "დილას" დაფინანსებას მართლაც გაუზრდიან.

"თუ ჩვენი გუნდი შეძლებს უმაღლესი ლიგის სამეულში შესვლას, ან, მაგალითად, ქვეყნის თასის მოპოვებას, მისი მიტოვება არასწორი იქნება. მჯერა, რომ აუცილებლად გამოვნახავთ წლის მეორე ნახევარში სახსრებს "დილას" დასაფინანსებლად.

კლუბის მენეჯერს მეტი რა უნდა მოვთხოვოთ, თუ "დილამ" სპორტული თვალსაზრისით მაღალი შედეგი აჩვენა?

ჯერჯერობით გუნდში ჩვენ უნდა ჩავდოთ ფინანსები. მართალია, დგას საკითხი კლუბის გაყიდვის თაობაზე, მაგრამ დღეს საქართველოში სპონსორის მოძებნა იოლი არაა. მჯერა, შევქმნით ისეთ პროდუქტს, რომლის გაყიდვის გაცილებით დიდი შანსი იქნება.

აქამდე ამის შანსი მცირე იყო, თუნდაც იმიტომ, რომ კლუბის მენეჯმენტში მუშაობდა 120 (!) ადამიანი, ან კიდევ უფრო მეტიც. ახლა ასეთი მდგომარეობა აღარ არის. კლუბის სტრუქტურული ნაწილი უკვე დავხვეწეთ.

სამომავლოდ, ვგეგმავთ საფეხბურთო სკოლის ცალკე გამოყოფას, რომელიც უმცროსი ასაკის ფეხბურთელებს აღზრდის. ასეთ დროს, "დილას" ძირითად გუნდთან ერთად, შესაძლოა, ორი-სამი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავდეს, სადაც ყველას ექნება თავისი შესაბამისი ხელფასი.

ასე ეტაპობრივად გვინდა, რომ კლუბი გახდეს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს, ფინანსურად თვითკმარი ორგანიზაცია", - თქვა ბიუროს სხდომაზე ქალაქის მერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

leo-dzia
ვფიქრობ მიდგომები სწორია. გაოარტახებულ კლუბს ვერც გავყიდით და არც შედეგი იქნება, ასე კი სტაბილურობის პირობებში კლუბი ნელნელა ტრანსფერებზეც ამუშავდება და ერთი თუ ამოიქოქა მერე არავოს დახმარებაც აღარ დასჭირდება. ასე რომ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას
goreli
კარგია მაგრამ დილა ცოტა უფრო მეტი უფრო კარგი იქნებოდა დილა გორიიი
goreli
კარგია დიდი დაფინანსება ტან დილას ფეხბურტელები იმსახურებენ მეტიც ეკუტვნიტ მაგატ გორის დილააა
goreli
კარგია დიდი დაფინანსება ტან დილას ფეხბურტელები იმსახურებენ მეტიც ეკუტვნიტ მაგატ გორის დილააა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
დაფინანსება და ევროტურნირები - გორის გამგებლის დაპირება "დილას"
გორის მერი: პროცესის შეწყვეტა ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება