თურქულ შეკრებაზე ზაზა ინაშვილის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფოთის "კოლხეთმა" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადების პირველი ნაწილი დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არსებული ფინანსური, საკადრო და სხვა პრობლემების მიუხედავად, ზაზა ინაშვილის გუნდს ბოლო 9 ოფიციალური და საკონტროლო შეხვედრა არ წაუგია. მოსამზადებელ ეტაპზე "კოლხეთმა" 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა, საიდანაც 3 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, კოლხებმა საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები დაიმატეს - ლევან შენგელია, მერაბ გიგაური, ალეკო ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე...

23 იანვარს "კოლხეთი" მარტვილის განახლებულ სტადიონზე "მერანს" ესტუმრა და 1:0 მოუგო, რის შემდეგაც ქობულეთს მიაშურა და ბათუმის "დინამოს" ესპარინგა. ფოთელებმა ეს თამაშიც მოიგეს თამაზ ჟიშკარიანის ერთადერთი გოლის წყალობით.

კოლხეთი: სეფიაშვილი, ბეჩეხია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, თ. კაკულია, გიგაური, გოგონაია, გვალია, გუგუშვილი, ჟიშკარიანი, ჯიქია; მეორე ტაიმში: ძაგანია, ბარამიძე, ჩადუნელი, ქორჩილავა, გაბისკირია, გურეშიძე, შენგელია, ამბროლაძე, სიჭინავა, ნარსია, ბასილაია.

დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ოკანი, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი, ვარშანიძე, მუჯირი, მაქაცარია, ჭკუასელი; მეორე ტაიმში: მამინაშვილი, ჩინბალი, ბაღდავაძე, მუჯირი, სიხარულიძე, სეფიაშვილი, ტატანაშვილი, მახარაძე.

ინიაშვილმა ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა. ის გუნდს 28 იანვარს შეკრებს, მეორე დღეს კი, ფოთის პორტის დაფინანსებით, "კოლხეთი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. იქ ფოთელები ორ კვირას გაჩერდებიან და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ინაშვილს თურქეთში 22 ფეხბურთელი მიჰყავს, ერთსაც თურქეთში დაიმატებს. "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას თქმით, ახალწვეული კენიელი თავდამსხმელი ტერა ალუნ ლუჰენია.

"ლუჰენი ბელგიაში ცნობილი საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია. ამ ცენტრში ოთხი კენიელი ჰყავდათ, რომელთაგან ერთი ინგლისში გაუშვეს, ორი - ბელგიურ კლუბში, ლუჰენი კი ჩვენთან ჩამოვა. ის 18 წლისაა და კენიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ.

ახლახან, ლუჰენი კენიელებს დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ახლდა და გუნდის ბომბარდირიც გახდა. ეგაა, აფრიკელებს სულ ვიზის პრობლემები აქვთ და, ალბათ, თურქეთში 4-5 თებერვალს შემოგვიერთდება", - ამბობს ჯაკობია.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის თქმით, ის კენიელს თურქეთში დააკვირდება, რათა ჩარლზ ნევუჩეს შემთხვევა გამოირიცხოს.

მოგეხსენებათ, ეს ნიგერიელი თავდამსხმელი მოლდოვური "ტირასპოლიდან" დაიმატეს, მანამდე კი უკრაინული პრემიერლიგის კლუბ "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" თამაშობდა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ... პირველ წრეში ნევუჩემ "კოლხეთში" 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

თურქეთში "კოლხეთის" სავარაუდო მეტოქეები იქნებიან ყირგიზული "დარდაი", უნგრული "პეჩი", ბულგარული "ჩერნო მორე", ჩეხური "ბრნო" და მოლდოვური "ტირასპოლი". იგეგმებოდა მატჩი გროზნოს "ტერეკთანაც", მაგრამ ეს თამაში არ შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ცხინვალი-კოლხეთი 5:1 - სუპერშედეგიანი
უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ზუგდიდში წააგო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სფფ-ისგან უპასუხოდ დარჩენილი "ვიტ ჯორჯია": ჩვენ კანონს ვემორჩილებით!
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კოლხეთი-ალ აჰლი 1:0 - თითო გოლი ორი გამარჯვებისთვის
ფოთის "კოლხეთის" თავკაცის პოსტზე ზაზა ინაშვილი გელა სანაიამ შეცვალა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
შუქურა-კოლხეთი 1:1
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
კოლხეთი-დინამო(თბ) 0:3 - ლიდერს ერთი ტაიმიც ეყო [VIDEO]
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ბოლნისის "სიონი": ყველა ფეხბურთელი თავისუფალია!
კოლხეთი-მეტალურგი 3:0 - გ-გ-გოლი: გურეშიძე, გოგონაია, გიგაური
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
ფოთის "კოლხეთმა" ჩაკვეტაძესა და შენგელიასთან ერთად, გურეშიძეც დაიმატა
სანაია ბიჭებს ხაჭაპურისგან იცავს - "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს?
ზაზა ინაშვილი: "კოლხეთში" სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი...
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს