"არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ ტყუილში, რასაც ფეხბურთელების მიმართ აქვს ადგილი"
დიდი ხანი არაა, რაც ზაზა ინაშვილმა ფოთის "კოლხეთი" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გასულ სეზონში, ამ სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. თამამად ვიტყვით - "კოლხეთს" მხარდაჭერა და ფინანსური შესაძლებლობები რომ ჰქონოდა, უფრო მეტსაც მიაღწევდა.

თუმცა წლებია, ფოთელები ამ პრობლემებს ვერ ერევიან და გარდა იმისა, რომ სტადიონის არქონის გამო, საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ატარებენ, ფინანსურადაც მძიმე მდგომარეობაში რჩებიან.

"კოლხეთის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არ მალავს, რომ პოსტიც ამიტომ დატოვა. გადადგომის შემდეგ ეს მისი პირველი ინტერვიუა:

- მართალია, გუნდს არასახარბიელო სტარტი ჰქონდა მიმდინარე ჩემპიონატში, მაგრამ უარესი მდგომარეობიდანაც გამოსულხართ. ამიტომ, "კოლხეთიდან" თქვენი წასვლა მაინც მოულოდნელი იყო. რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

- ვერ ვიტყვი, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი მქონდა. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია კლუბში შექმნილმა მდგომარეობამ, უპირველესად, ფინანსურმა პრობლემებმა და გუნდის მიმართ უყურადღებობამ, თორემ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, შარშანაც ასე დავიწყეთ.

როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვისაც ძნელი იყო უმაღლეს ლიგაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა. ამის მიუხედავად, შედეგიც გამოვასწორეთ და ხარისხიც. მაშინ არ ჩამიქნევია ხელი და სირთულეების არ შემშინებია. მით უმეტეს, წელს არ მქონია ასეთი განცდა.

"კოლხეთში" ისეთი კონტინგენტია შეკრებილი, რომ ამ ჩემპიონატში გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის პრობლემა არ უნდა შეექმნას. უბრალოდ, ვხედავდი, რომ გუნდს არსაიდან ყურადღებას არ აქცევდნენ, ბიჭები მიტოვებულები იყვნენ... მეც სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი. ღმერთმა ქნას, რომ ამიერიდან მაინც შეიცვალოს ვითარება და მდგომარეობა გამოსწორდეს.

- ამ უყურადღებობას თქვენი სამწვრთნელო შტაბის მოსაშორებლად მიზანმიმართულად ავლენდნენ თუ ზოგადად ფოთის ხელმძღვანელობის მხრიდანაა გუნდის და ფეხბურთის მიმართ ასეთი მიდგომა?

- ეს გაურკვევლობა ახლაც გრძელდება. მე არავისთან პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს. ალბათ, ნახეთ კადრები, მთელი გუნდი რომ მივიდა ქალაქის მერიაში, შეხვდნენ მერს, რომელმაც თქვა, რომ ქალაქისთვის ფუფუნებაა საფეხბურთო კლუბის უმაღლეს ლიგაში შენახვა. ეს ადრე რომ ეთქვათ, მეც გავითვალისწინებდი რაღაც-რაღაცებს...

- სხვა გუნდში ხომ არ აპირებთ მუშაობას?

- ამ ეტაპზე, ფეხბურთი მივატოვე, მაგრამ ფოთის "კოლხეთის" თამაშებს ვესწრები, როგორც ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი. არ ვარ ის ადამიანი, საკუთარი ქალაქის გუნდი მხოლოდ სამსახურის გამო რომ მიყვარდეს და ვქომაგობდე. "კოლხეთის" გულშემატკივარი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალშიც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მწვრთნელი, დირექტორი თუ ქალაქის მერი.

ფეხბურთში დაბრუნებას კი არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს იძულებული ვიყავი, ეს ნაბიჯი გადამედგა, რადგან არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ ტყუილში, რასაც ფეხბურთელების მიმართ აქვს ადგილი.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დიდად არც თქვენს შემცვლელს, გელა სანაიას უნდა ულხინდეს...

- როცა ახალ მწვრთნელზე დაიწყო ლაპარაკი, გელას დანიშვნას ერთ-ერთმა პირველმა მე დავუჭირე მხარი. მიმაჩნია, რომ "კოლხეთში" მუშაობა სწორედ ასეთმა კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა გააგრძელოს. თუ მას ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება და პრობლემებს მოუგვარებენ, მჯერა, დიდ წარმატებასაც მიაღწევს.

- რაში ხედავთ გამოსავალს? ზოგადად, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?

- წლების განმავლობაში, არაერთი პრობლემა დაგროვდა. თანაც, ლაპარაკია ელემენტარულ პირობებზე, ხელფას-პრემიებისა და სავარჯიშო გარემოს მოწესრიგებაზე... განსაკუთრებულ პირობებს ხომ არავინ ითხოვს?! უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გუნდს სტადიონი და სავარჯიშო მოედანი არა აქვს.

- მართალია, თითქოს კლუბს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება აქვს?

- დიახ, ასეა. ივნისიდან მოყოლებული, ხელფასი არ აუღიათ არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ, კლუბის მომსახურე პერსონალსაც. ყველას ოჯახი ჰყავს და ანაზღაურება სჭირდებათ. დიდი ხანია, ეს განუკითხაობა გრძელდება და ისიც ვიცი, რომ მსგავსი პრობლემები სხვა კლუბებშიც არის. ასე მუშაობა და, მით უფრო, წინსვლა ძალიან ძნელია...

რაც შეეხება ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატს, იმედს ისევ და ისევ ახალ პრეზიდენტს ვუკავშირებ. ლევან კობიაშვილი სუფთა კაცია, ღირსეული წარსული აქვს და მჯერა, ვითარების გამოსწორებას შეძლებს. ფოთის "კოლხეთს" კი წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ...

იცით, რა მგონია? ქართული ფეხბურთი მაშინ იქნება განვითარებული, როცა ფოთის "კოლხეთის" მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. მაშინ ვიტყვით, რომ გვეშველა და ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

P
Sindisi rom arakvt vicit mara, pots fuli tu arakvs, potelebis bralia, unda xalxma amoigos xma rom hamen kvela. 100% xar
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ფოთის "კოლხეთის" თავკაცის პოსტზე ზაზა ინაშვილი გელა სანაიამ შეცვალა
უჩა სოსიაშვილი: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე