ბივერ კრიკში სეზონის მთავარი მოვლენა დაიწყო
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში დაიწყო სეზონის მთავარი სტარტი - მსოფლიოს ჩემპიონატი. მედლების პირველი კომპლექტი ქალებმა გაითამაშეს სუპერგიგანტში.

პლანეტის პირველობა ამერიკელი ლინდსი ვონის საშინაო ტრასაზე ტარდება, შესაბამისად, მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი მთავარ ფავორიტად განიხილებოდა, თუმცა კონკურენტებიც ღირსეული ჰყავდა - ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტინა მაზე და სოჭის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი ანა ფენინგერი.

ამ სამეულიდან პირველი ტრასაზე ვონი გავიდა და ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ მას 12 მეასედი წამით გაუსწრო მაზემ. სამი მოთხილამურის შემდეგ დადგა ფენინგერის ჯერი, რომელმაც მთელი დისტანცია უშეცდომოდ გაიარა, ყველა საშუალედო ფინიშზე მოუგო სლოვენიელს და გამოსტაცა მას ოქროს მედალი - სხვაობამ მაზესთან 0.03 წამი შეადგინა.

ქალებს შემდეგი სტარტი ხვალ ექნებათ - სწრაფდაშვება და ვონი იქ შეეცდება ოქროს აღებას. ტრავმების გამო ამერიკელს 2009 წლის შემდეგ არ მოუგია არც ერთი დიდი სტარტი.

სუპერგიგანტი

ქალები

1. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:10.29; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.03; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - +0.15; 4. კორნელია ჰიუტერი (ავსტრია) - +0.26; 5. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - +0.78; 6. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +1.03; 7. ლარა გუტი (შვეიც) - +1.28; 8. კაისა კლინგი (შვედ) - +1.47; 9. ჯულია მანკუზო (აშშ) - +1.65; 10. ელენა კურტონი (იტა) - +1.68...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი