25 აპრილს, ნიუ იორკში სუპერმძიმე კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება
25 აპრილს, ნიუ იორკში გაიმართება სუპერმძიმე კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა. თავის სამ ტიტულს დაიცავს უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო, მისი მეტოქე კი ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი იქნება.

5 თებერვალს ამ ბრძოლისადმი მიძღვნილი პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც კლიჩკომ ჯენინგსი სილვესტერ სტალონეს გმირს - როკი ბალბოას შეადარა ფილმიდან "როკი".

"ჯენინგსი - ეს არის როკი ბალბოა. ის ფილადელფიიდანაა. მან გვიან დაიწყო საკრივო კარიერა და ახლა ტიტულის მთავარი პრეტენდენტია. მე ვხედავ მის დიდ სურვილსა და ბრძოლის ჟინს, მომწონს მისი თავდაჯერება. ეს მაფიქრებინებს, რომ ბრძოლა საინტერესო გამოვა. ეს მთელი მისი ცხოვრების შანსია", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ შემდეგ ბრძოლაში სურს WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრა.

30 წლის ჯენინგსს პროფესიულ რინგზე 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ყველა მოიგო, მათ შორის 10 - ნოკაუტით.

პრესკონფერენციაზე უკრაინელს რუსეთიც შემოელანძღა.

"რუსეთის მხრიდან მეზობელზე აგრესია წყენისა და სინანულის გრძნობას იწვევს, - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი. - მსოფლიო ცოტათი შეიშალა. ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ის მოვლენაა, რომელსაც ცდილობენ, არ შეიმჩნიონ. სამწუხაროა, რომ უდანაშაულო ადამიანები არაფრის გამო იღუპებიან. კონფლიქტის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური ამბიციებია და ეს უნდა შეწყდეს. იმედია, მალე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
ვლადიმირ კლიჩკოს კიდევ ერთი მეტოქე
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ვლადიმირ კლიჩკოს მეტოქე უპოვეს