პოლ ლამბერტი ფანებმა მოიშორეს
ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად ტიმ შერვუდი დაინიშნა.

მოგეხსენებათ, რომ "ტოტენჰემიდან" წასვლის მერე, იგი უმუშევარი იყო და ხან რომელ გუნდს უკავშირებდნენ და ხან რომელს. ახლა კი 45 წლის შერვუდმა ბოლოს და ბოლოს, იშოვა ახალი სამსახური. მან "ვილა პარკის" ბინადრებთან 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

როგორც იცით, "დეზებამდე" მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. მისი მოხსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახლდათ.

არადა, შერვუდს პრემიერლიგაში ჩატარებული თამაშებისა და მოპოვებული გამარჯვებების მხრივ, მოგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველზე მაღალი აქვს - 59,09%. სხვათა შორის, ამ მხრივ მეორეზე ის სპეციალისტია, რომელიც მან "უაით ჰართ ლეინზე" შეცვალა ანუ ანდრე ვილაშ ბოაში (53,7%). "ტოტენჰემის" ამჟამინდელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მხოლოდ მესამეა, 52,0%-ით.

"ვილას" თუ დავუბრუნდებით, მოგეხსენებათ, გუნდს 25 ტურში მხოლოდ 12 გოლი აქვს გატანილი და ეს პრემიერლიგის ანტირეკორდია. "ჰალთან" მარცხის მერე, გუნდი უკვე გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. "ვეფხვებთან" მატჩისას ფანებს პოლ ლამბერტის საწინააღმდეგო ბანერები ეჭირათ, ხოლო "ბირმინგემ მეილმა" დაიწყო კამპანია:

"ლამბერტი უნდა წავიდეს!". შოტლანდიელის მოხსნის გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობამ აქედან რამდენიმე საათში მიიღო.

"ასტონ ვილას" ბოლო ხუთი მწვრთნელის სტატისტიკას თუ გადვავლებთ თვალს, ლამბერტზე ცუდი შედეგი მხოლოდ ალექს მაკლიშს ჰქონდა. ამ უკანასკნელის მოგებების საშუალო მაჩვენებელი 18,42-% გახლდათ, ლამბერტის - 24,75%. ჟერარ ულიე 30,4%-ით გამოირჩა, დევიდ ო’ლირი 32.46%-ით, ხოლო მარტინ ო’ნილმა პოსტზე 4-წლიანი მუშაობისას, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი შედეგი - 40,13% დააფიქსირა. ვნახოთ, რა მაჩვენებელი ექნება შერვუდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტურის წინ: მუნდიალი განაღდებულია, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
ჩემპიონთა ლიგა აეკ-ის და "ასტონ ვილას" გამარჯვებებით დაიწყო
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
"სტოკის" მწვრთნელად პოლ ლამბერტი დანიშნეს
პრემიერლიგის უკანასკნელი შოტლანდიელი
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ