ამომავალი ვარსკვლავების მატჩი და ჩატენვების კონკურსი
ყველა ვარსკვლავის უქმეები, ტრადიციულად, ამომავალი ვარსკვლავების მატჩით გაიხსნა, რომელიც განსხვავებული ფორმატით წარიმართა: ამჯერად, ერთმანეთს ხვდებოდნენ არა დებიუტანტები და "მეორეწლიანები", არამედ აშშ-სა და მსოფლიოს ნაკრებები.

მატჩი 20-წუთიანი თითო ტაიმისგან შედგებოდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო სოლიდური სხვაობით დაწინაურება და ყველაფერი გადაწყვიტა ფრანგი ცენტრის რუდი გობერისა და მისი პარტნიორების თანგანწირულმა თამაშმა დაცვაში. ამის წყალობით მატჩის ბოლო ნაწალი უკეთ ლეგიონერებმა ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს 28 შეცდომის მიუხედავად.

შეხვედრის უძვირფასეს მოთამაშის პრიზი მიიღო კანადელმა ენდრიუ უიგინსმა, რომელმაც 23 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. იგივე შედეგიანობა ჰქონდათ ამერიკის გუნდში ზაკ ლავინსა და ვიქტორ ოლადიპოს, გობერი კი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა - 18 ქულა და 12 მოხსნა.

მსოფლიო-აშშ 121:112

69:67, 52:45

მსოფლიო: უიგინსი (22+6 მოხსნა+4 პასი), გობერი (18+12 მოხსნა+3 დაფარება), ბოგდანოვიჩი (16), მიროტიჩი (16), დიენგი (14+3 პასი+3 ჩაჭრა), შრიოდერი (13+9 პასი+3 ჩაჭრა), ანტეტოკუნმპო (12+10 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), დელავედოვა (4), ეკზამი (4+3 პასი), პაპანიკოლაუ (2+3 პასი).

აშშ: ოლადიპო (22+4 პასი+4 ჩაჭა), ლავინი (22), ბერკი (17+4 პასი), მეისონ პლამლი (13+9 მოხსნა+2 პასი+2 დაფარება), კოდი ზელერი (12+3 ჩაჭრა), მუჰამადი (10+5 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (8), ნოელი (4+2 დაფარება), პეიტონი (2+3 პასი), კოვინგტონი (2+4 ჩაჭრა).

ჩატენვების კონკურსი

ყველაზე სანახაობრივი კონკურსი "მინესოტას" 19 წლის დებიუტანტის ზაკ ლავინის სრული ტრიუმფით დასრულდა. "ამომავალი ვარსკვლავების მატჩში" 22 ქულის დაგროვების შემდეგ მან ძალიან იოლად მოიგო ჩატენვების კონკურსი.

ლავინმა პირველივე ცდით მოხიბლა მსაჯები (ჯულიუს ირვინგი, უოლტ ფრეზერი, ბერნარდ კინგი, ნეიტ არჩიბალდი და კრის მალინი). ზაკი "სპეისჯემის" საუნდრეკის თანხლებით გავიდა "მედისონ სკვერ გარდენის" მოედანზე, ამ ფილმში მაიკლ ჯორდანის გმირის მაისურა ჩაიცვა და ჩატენვაც შთამბეჭდავი გამოუვიდა - ფეხებშუა გაიტარა ბურთი და ისე მოათავსა კალათში. ამ დანკისთვის მან მაქსიმალური 50 ქულა მიიღო და იგივე შედეგი ჰქონდა პირველი რაუნდის მეორე ცდის დროს, როცა ზურგსუკან შემოიტარა ბურთი.

პირველი რაუნდის შემდეგ კონკურსს ჩამოცილდნენ მეისონ პლამლი ("ბრუკლინი") და იანის ანტეტოკუნმპო ("მილუოკი") და ფინალში ლავინი ორლანდოელ ვიქტორ ოლადიპოს შეხვდა. ამ უკანასკნელმა პირველ ცდაზე საერთოდ ვერ მოახერხა ჩატენვა და საბოლოოდ, 100 შესაძლებლიდან 73 ქულა აიღო, ლავინმა კი 94 ქულით მოიგო კონკურსი.

ლავინი ჩატენვების კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა კობი ბრაიანტის შემდეგ, რომელიც 1997 წელს 18 წლის იყო.

"ვინს კარტერამდე ძალიან ბევრი მიკლია. არც კი ვცდილობ მას შევედარო. მაგრამ მინდოდა შთაბეჭდილება მომეხდინა საკუთარი გამოსვლით. ჩემი მიზანი იყო თითოეული დანკისთვის 50 ქულის მიღება", - განაცხადა ლავინმა, რომელიც პირველი კალათბურთელია 2008 წლის შემდეგ, ვინც მინიმუმ ორი ჩატენვისთვის ქულების მაქსიმუმი მიიღო. ბოლოს ეს დუაიტ ჰოვარდმა გააკეთა.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსში უფრო დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი - იმ სუპერსნაიპერების გათვალისწინებით, რომლებმაც წელს პრიზისთვის ბრძოლა მოისურვეს.

ფინალში გავიდნენ "გოლდენ სტეიტის" წევრები - სტივენ კარი და კლეი ტომპსონი, აგრეთვე 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული, კლივლენდელი კაირი ირვინგი. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩააგდეს ჯეიმს ჰარდენმა ("ჰიუსტონი") და სეზონის ყველაზე სტაბილურმა სნაიპერმა კაილ კორვერმა ("ატლანტა").

გამარჯვებული გახდა კარი, რომელმაც თავისი ბოლო გამოსვლა ზედიზედ 13 ზუსტი სამქულიანით დაამშვენა, 34 შესაძლებლიდან 27 ქულა აიღო და მხოლოდ ხუთჯერ ააცილა მიზანს (25-დან). ირვინგი და ტომპსონი კი ნერვებს ვერ გაუმკლავდნენ და შესაბამისად, 17 და 14 ქულით დაასრულეს გამოსვლა.

კარის 27 ქულა - სამქულიანების კონკურსის ახალი რეკორდია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაქსიმალური ჯამი 30-დან 34-მდე გაზარდეს იმის ხარჯზე, რომ ბოლო ხუთი ტყორცნა "ბონუს" ბურთებით სრულდებოდა. წინა რეკორდი კრეიგ ჰოჯესსა და ჯეისონ კაპონოს ეკუთვნოდათ და 25 ქულას უდრიდა. თუმცა ზედიზედ ჩაგდებული ბურთების (19) რეკორდი შენარჩუნდა - მისი მფლობელი კვლავინდებურად კონკურსის სამგზის ჩემპიონი ჰოჯესია.

ოსტატობის კონკურსი

საკალათბურთო ოსტატობის კონკურსში NBA-ის რვა მცველს საუკეთესო თვისებები უნდა გამოევლინა ბურთის სწრაფად ტარებაში, პასების მიცემასა და სხვადასხვა დისტანციიდან სროლაში. გამარჯვებული გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელი პატრიკ ბევარლი.

ეს კალათბურთელი ამ კონკურსში ბოლო მომენტში მოხვდა, რადგან უარი თქვა გამოსვლაზე ჯონ უოლმა. ფინალში ბევერლი "მილუოკი ბაქსის" მცველს ბრენდონ ნაითს გვარიანად ჩამორჩა, მაგრამ მაინც მოიგო პირველივე ცდაზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით. ფინალამდე ბევერლიმ აიზია ტომასი ("ფინიქსი") და "ატლანტას" გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დაამარცხა.

Shooting Stars-ის კონკურსი

გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ "მაიამი ჰიტის" ცენტრი კრის ბოში, ქალთა NBA-ის ვარსკვლავი სვინ კეში და "ატლანტა ჰოქსის" ლეგენდარული ფორვარდი დომინიკ უილკინსი, ზედიზედ მესამედ გახდა Shooting Stars-ის გამარჯვებული.

ფინალში ბოშის გუნდს 57 წამი ეყო იმისთვის, რომ ცენტრიდან მოეთავსებინა ბურთი კალათში. მისი ავტორი უილკინსი გახდა. ფინალში მონაწილე მეორე გუნდს რასელ უესტბრუკის, პენი ჰარდუეისა და ტამიკა კეტჩინგსის შემადგენლობით ამისთვის წუთნახევარზე მეტი დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
რაფინია შეცვალეს - მისი ტრავმა ქრონიკულია
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია
დიდი სკანდალი არგენტინაში - იმის გამო, რომ მესის მამის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტი სამუშაოდან გაათავისუფლეს
20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
უმედლო დღე ულან-ბატორში - სარდალაშვილმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
"ვიცოდით, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობდა, ამიტომ..." - კონგოელი ფეხბურთელი რონალდოსთან დაპირისპირებაზე
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
[VIDEO] 6 გოლი, 2 წითელი ბარათი და მოტეხილი ფეხი - კანადამ კატარი გაანადგურა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო
ემბიდის 50 ქულა და გამარჯვება! კამერუნელი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დომინიკი 55 წლისაა
ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
"ლეიკერსის" ვარსკვლავებმა "ჩიკაგო" ვერ შეაჩერეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
ლავინს მისით შეპყრობილი ქალი სახლიდან არ უშვებდა.. ვარსკვლავს პოლიციამ უშველა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი