საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე დიუსელდორფშია, სადაც 20-22 თებერვალს "დიდი პრიზის" გათამაშებაში იჭიდავებს
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე დიუსელდორფშია, სადაც 20-22 თებერვალს "დიდი პრიზის" გათამაშებაში იჭიდავებს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თავდაპირველად გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანა, რომელიც 66 კილოგრამს უკავშირდება - შალვა ქარდავას ნაცვლად თორნიკე თათარაშვილი წაიყვანა.

ქარდავამ თურმე წინა უქმეებზე რომში გამართულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ტრავმა მიიღო და ჭიდაობა ვერ შეძლო. მწვრთნელსაც ბევრი არ უფიქრია და დაშავებული შეგირდი იქვე მყოფი სხვა ათლეტით შეცვალა. მით უფრო, თათარაშვილმა დაიმსახურა უფრო ძლიერ ტურნირში გამოცდა და მორიგი სტარტი - რომში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

18 თებერვალს ჩვენები გერმანიაშიც პირდაპირ იტალიიდან ჩავიდნენ. რომაული ტურნირის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სპორტსმენთა ნაწილი თბილისში დააბრუნა, ნაწილი კი, რომელთა შორისაც ძირითადად ნაკრების ლიდერები იყვნენ, ორიოდე დღით "მარადიულ ქალაქში" დაიტოვა სავარჯიშოდ, გუშინ კი მათთან ერთად იტალიიდან გერმანიაში გადავიდა. პარალელურად, ამ ჯგუფს თბილისიდან მოჭიდავეთა სხვა ჯგუფი დაემატა.

მთლიანობაში, თათარაშვილის გარდა, დიუსელდორფში საქართველოდან ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

როგორც ვხედავთ, უზნაძე ლამის სრულად იყენებს 14-კაციან კვოტას. გამონაკლისი 100 კილოგრამია, სადაც საქართველოს ჩემპიონ ლაშა გურულსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ რომის ტურნირამდე სოფიაში ტრავმა გაიმიზეზა და ექიმებმა, მინიმუმ, ორკვირიანი დასვენება გამოუწერეს.

წინა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, უზნაძე ამ ტურნირს ლიდერთა გამოსაცდელად იყენებს - ესაა სეზონის პირველი დიდი სტარტი (მოგეხსენებათ - თბილისისა და პარიზის ტურნირები წლეულს გვიან ტარდება), რომელიც უძლიერეს შემადგენლობას გვპირდებოდა და მართლაც ასეა.

არსებითად, მსოფლიოს წამყვანი ძიუდოისტები გერმანიიდან იწყებენ მიმდინარე სეზონს. მაგალითად, ეს ასეა ჩვენი ლიდერების - ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის შემთხვევაშიც, რომლებიც წლეულს პირველად იჭიდავებენ.

დასახელებული შემადგენლობიდან რამდენიმემ უკვე მოსინჯა ძალა საერთაშორისო ტურნირებში, ოღონდ მხოლოდ "ევროპის ღია კონტინენტურ" შეჯიბრებებში, სხვა კონტინენტებზე კი არ წასულან. რომში შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა; პაპინაშვილი, თათარაშვილი, ტატალაშვილი და მატიაშვილი მეორეზე გავიდნენ, ხოლო ღვინიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა. სოფიაში ამათგან არავის უჭიდავია, ისე კი, იქ ჩვენგან ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) ვერცხლი, ხოლო მინდია ლილუაშვილმა (66), ფრიდონ გიგანმა (73) და გიორგი პაპუნაშვილმა (81) ბრინჯაო მოიპოვეს.

დიუსელდორფი ძლიერია

დიუსელდორფის წლევანდელი "დიდი პრიზი" მართლაც ძლიერი შეჯიბრებაა - მასში 81 (!) ნაკრების 600 სპორტსმენი გამოვა (აქ იგულისხმება ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული მაჩვენებლები, თუმცა ჩვენ მხოლოდ ვაჟებში გვეყოლებიან წარმომადგენლები).

საინტერესოა, რომ ვაჟებში სრულად დაკომპლექტებული, ანუ 14-კაციანი გუნდი მხოლოდ იაპონიას ჰყავს. მათ ქალებშიც ერთადერთი მონაწილე დააკლდათ ანალოგიურ მაჩვენებლამდე - 13 სპორტსმენი იახლეს. სხვა განზომილებაა გერმანია, როგორც მასპინძელი - მას წონაში 4 კაცის დაყენება შეუძლია, თუმცა კვოტას სრულად არც ის იყენებს და 22 მონაწილე ეყოლება. ვაჟთა გუნდებს შორის ფალავანთა რაოდენობით იაპონიას კვალში ჩვენ და აზერბაიჯანი ვუდგავართ. 12-12 კაცი ჰყავთ ყაზახეთსა და საფრანგეთს.

შთამბეჭდავია მონაწილეთა შემადგენლობაც - ზეობიექტური მიზეზით აქა-იქ თუ გამოაკლდება რომელიმე ლიდერი, თორემ ყველა ცნობილი ფალავანი ჭიდაობს.

სამაგიეროდ, არ ჭიდაობს ფრანგთა კოლორიტული ლიდერი ტედი რინერი (+100), თუმცა მას ხშირი სატურნირო პრაქტიკა არც სჭირდება, იმდენად იოლად უგებს ყველას.

უცხოეთში მიმოფანტული ქართული ლეგიონიც ბლომად იქნება წარმოდგენილი, ოღონდ მათი დანაკლისიც დიდია - საბერძნეთიდან იასპარეზებენ რომან მასტოპულოსი (81) და ილიას ილიადისი (90), თუმცა მათ ოთხკაციან გუნდში დედით ქართველია ალექსიოს ნტანაციდისი (81) და, ჩვენი ინფორმაციით, ქართული წარმომავლობა უნდა ჰქონდეს გეორგიოს აზოიდისსაც (73), ესპანეთის ღირსებას ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90) დაიცავს, თუმცა არ იქნება შალვა ყალაბეგაშვილი (81). მის მსგავსად, წინასწარ განაცხადებში ასევე არ არიან გიორგი ზანთარაია (66) უკრაინიდან და ანრი ეგუტიძე (81) პორტუგალიიდან.

ტურნირი სამდღიანია და "მიცუბიშის ელექტრონულ დარბაზში" პარასკევს რომ დაიწყება, კვირას დასრულდება.

პარასკევს ვაჟთაგან 60-66-ის, ქალთაგან კი 48, 52 და 57 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. შაბათს 4 წონაში - ვაჟთა 73-81-სა და ქალთა 63-70-ში გაიმართება შეჯიბრებები, კვირას კი "დიდ პრიზს" 90, 100, +100 წონების ვაჟები და 78, +78 წონების ქალები დაასრულებენ.

ცხადია, ეს შეჯიბრებაც სალიცენზიო სტატუსისაა და შესაბამის ქულებს იძლევა. მაგალითად, ჩემპიონი მთელი 300 ქულით შეივსებს მარაგს რეიტინგში, ფინალისტი - 180-ით, მესამე პრიზიორი - 120-ით, მეხუთეზე გასული - 60-ით, მეშვიდეზე დარჩენილი 48 ქულას მიიღებს, უფრო ადრეულ ეტაპებზე მოხვედრა კი, შესაბამისად, 36, 24, 12 და 2 ქულით ფასდება. სოლიდურია საპრიზო ფონდიც, ოღონდ ის მხოლოდ მედალოსნებზეა გათვალისწინებული - ჩემპიონი 3 000 დოლარს მიიღებს, თუმცა მას აქედან 2 400 დარჩება, 600 კი მწვრთნელისაა; ვერცხლისმედალოსანი 2000-ს მიიღებს, მწვრთნელს კი 400-ს გაუნაწილებს; ბრინჯაოს პრიზიორს 1000 დოლარი ერგება, მის დამრიგებელს კი - მხოლოდ 200.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის დამთავრების შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და საშეკრებო ციკლით გააგრძელებს მზადებას თბილისის "დიდი პრიზისთვის", რომელიც გერმანული შეჯიბრებიდან ზუსტად ერთ თვეში - 20-22 მარტს სპორტის სასახლეში ჩატარდება.

მანამდე ჩვენები შეჯიბრებაში აღარ გამოვლენ, ის ტურნირი კი ევროპის პირველობისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია.

ოღონდ კონტინენტის პირველობა სად ჩატარდება, ეს მას შემდეგ ბურუსითაა მოცული, რაც აპრილის ბოლო კვირაში გასამართავი ამ შეჯიბრების მასპინძლობა გლაზგოს ჩამოართვეს ჩატარებისთვის აუცილებელი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
თბილისის გრან-პრი 2015: პირველ დღეს უმედლოდ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
„სილქ უნივერსალის“ ექსკლუზივი - 2023 მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში
7 მაისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და პროგრამა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ულიდეროდაც ძლიერი და საინტერესო
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
ძიუდოში ლიცენზიებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ჩინდაოს გრან-პრი: ქართველების შეჯიბრება სწრაფ წაგებებში
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
თბილისის გრან-პრი 2015: მედლისთვის მხოლოდ პაპინაშვილი იბრძვის
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის